25/01/14 ფინალში დანია და საფრანგეთი ითამაშებენ
პირველი ტაიმი ხორვატების იყო. ისინი ლიდერობდნენ თვიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ 8 წუთი მოუხდათ უმცირესობაში თამაში. გამთამაშებელმა დომაგოი დუვნიაკმა დანიელი მეკარის, ნიკლას ლანდინის მოერიებული ბურთი მოიხელთა და ზედ ბოლო წამზე თავისიანები 2 ბურთით დააწინაურა – 15:13.
მეორე ტაიმი დანიამ უმცირესობაში დაიწყო და მალევე დაუდგა კრიტიკული მომენტი: მასპინძლებს მეორე მოთამაშეც გაუძევეს, ხოლო ხორვატი ივან ჩუპიჩი შვიდმეტრიანის ნიშნულზე დადგა.
პენალტი ძელს მოხვდა, ხოლო რიცხობრივი უპირატესობის ბოლომდე ლანდინმა ორი დარტყმა მოიგერია და ანგარიში უცვლელი დატოვა – 13:15. ამას, ცხადია, მოჰყვა მასპინძელთა აღმავლობა და 35 წუთზე მადს ქრისტიანსენმა დააწინაუდა თავისი გუნდი – 16:15.
იგორ კოპლიარმა (210 სმ) გაათანაბრა,მაგრამ საქმეში ჩაერთი მარჯვენა გარემარბი ანდრეს ეგერტი – მისი ზედიზედ სამი გოლის შემდეგ მასპინძლები 21:18 იგებდნენ. ხორვატიან დევნა წამოიწყო და გარემარბ ზლატკო ჰორვატის ზედიზედ სამი გარღვევის შემდეგ 47 წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – 23:23.
დანია ისევ გავიდა წინ 3 ბურთით, როდესაც ლანდინმა ზედიზედ მოიგერია 2 ბურთი. მასპინძელთა ლიდერი, მიქელ ჰანსენი ხორვატებს პერსონალურად ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ ჰანსენი უპრობლემოდ არიგებდა საგოლე პასებს – 26:23, 52 წუთი.
ხორვატიას კიდევ მიეცა შანსები – 54 წუთზე დამირ ბიჩანიჩმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო ქრისტიანსენი ორწუთიანში წავიდა, მაგრამ ლანდინმა ისევ მოიგერია ზედიზედ 2 დარტყმა. მოგენსენმა და სვანმა სხვაობა ისევ აიყვანეს 3 ბურთამდე – 28:25.
და ბოლო შანსი – დუვნიაკმა ერთი გოლი გაქვითა (26:28), ხორვატებს კიდევ ერთხელ მიეცათ რიცხობრივი მეტობა და ორი შეტევის დროც ჰქონდათ – დარჩენილი წუთზე მეტი იყო, მაგრამ ხორვატიამ იქვე დაკარგა ბურთი და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა – რენე ტოფტმა სწრაფ შეტევაში გაიტანა და ჰორვატის ბოლო გოლს აზრი აღარ ჰქონდა – 26:29.
26 იანვარს ფინალი 20:30 დაიწყება, ხოლო 18 საათზე ბრინჯაოს მედლისთვის ესპანეთი და ხორვატია ითამაშებენ.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
24 იანვარი. ნახევარფინალი
დანია – ხორვატია 29:27
დან: ლანდინი 15/42, გრენი – ეგერტი 9/8, ტოფტი 4/4, სვანი 4/3, ქრისტიანსენი 6/3, ჰანსენი 6/2 (11 პასი), მენსა 2/2, ნოდესბო 2/2, მოგენსენი 3/2, სონდეგარდი 3/2, ლინდბერგი 2/1, მოლგარდი 1/0, თომსენი, კნუდსენი, სპელერბერგი – ორწუთიანი 6, შვიდმეტრიანი 5/4
ხორ: ალილოვიჩი 6/30, ლოსერტი 3/8 – ჰორვატი 8/6, კოპლიარი 11/6, დუვნიაკი 9/5, ბიჩანიჩი 6/3, ჩუპიჩი 6/3, შტრლეკი 4/2, ვორი 2/1, შლიშკოვიჩი 2/1, ბუნტიჩი 1/0, გოიუნი, ვუკოვიჩი, მუსა – ორწუთიანი 6, შვიდმეტრიანი 3/2
საფრანგეთი – ესპანეთი 30:27
მეხუთე ადგილისთვის
ისლანდია – პოლონეთი 28:27
26 იანვარი
18:00 მესამე ადგილისთვის
20:30 ფინალი