დანიის ნაკრებმა 26-24 დაამარცხა შვედეთი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მესამე ადგილზე ესპანეთი გავიდა. 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

ფინალი, 31 იანვარი

დანია - შვედეთი 26-24

დან: ნ. ლანდინი (15 მოგერიება), მიოლერი - ჰანსენი 7, ორისი 5, ჰოლმი 4, საუგსტრუპი 3, მოლგორი 2, მ. ლანდინი 2, გიდსელი 1, ანდერსონი 1, მენსა 1, ოლსენი, სვანი, ზახარიასენი, ჰალდი, იაკობსენი

შვდ: პალიჩკა (6), აგეფორსი (3) – ვანე 5, ლაგერგრენი 4, სანდელი 2, გოტფრიდსონი 2, პელასი 2, კლაარი 2, ფ. პეტერსონი 2, დ. პეტერსონი 2, კარლსბოგარდი 1, დარი 1, ხრინცი 1, იონსონი, ლინდსკოგი, ედვარდსონი

https://www.youtube.com/watch?v=j_kG21yK_eo 

დანია ფავორიტად ითვლებოდა. მწვრთნელ ნიკოლაი იაკობსენს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 11 გამარჯვებული ჰყავდა შემადგენლობაში, ხოლო გლენ სოლბერგის გუნდში დიდი სანაკრებო ტურნირების 10 დებიუტანტი იყო.

დანია 1-2 ბურთით წინ იყო, როდესაც პრობლემები შეექმნა: ძირითადი შვიდეულიდან ოლსენი მწვრთნელმა სკამზე დასვა, ხოლო ლასე სვანმა ტრავმა მიიღო. მოედანზე გამოსულმა ცაციამ, ნიკოლაი ორისმა ზედიზედ გაიტანა 3 ბურთი, მაგრამ  შვედებმა 25-ე წუთისთვის უპირატესობა მიიღეს: 12-10. დანიამ შესვენების წინ მაინც გაათნაბრა, 13-13.

შვედეთი კიდევ გვიდა წინ მეორე ტაიმში: 19-18, 41-ე წუთი. და აქ თამაში მოულოდნელად გარდატეხა არა ლიდერმა, მიქელ ჰანსენმა, არამედ მის პოზიციაზე დროებით შემოსულმა იაკობ ჰოლმმა, რომელმაც ზედიზედ 4 გოლი გაიტანა 5 წუთში, მალე კი მსოფლიო ჩემპიონი სამითაც დაწინაურდა - 23-20.

შვედებმა ბოლომდე იბრძოლეს.  სირენამდე 2 წუთი და 12 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ჰამპუს ვანეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი შვიდმეტრიანი ნიკლას ლანდინმა აიღო, ანგარიში 23-25 დარჩა, რამდენიმე წამში კი მეკარის ძმამ, მაგნუსმა, დანიის მოგება და ჩემპიონობა დააფიქსირა. 

ბრინჯაოს ფინალი. ესპანეთი - საფრანგეთი 35-29

ა. დუიშებაევი 8, დ. დუიშებაევი 6, კორალესი (16) - დესკა 7, ჟერარი (12)

All-star Team: GK ანდრეას პალიჩკა, შვდ - LW ჰამპუს ვანე, შვდ - LB მიქელ ჰანსენი, დან - CB ჯიმ გოტფრიდსონი, შვდ - RB მათიას გიდსელი, დან - RW ფერან სოლე, ესპ - LP ლუდოვიკ ფაბრეგასი, საფ

ბომბარდირი ფრანკის მარზო, ყატ 58 გოლი

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT