24/01/14 პირველი ფინალისტი საფრანგეთია
თამაში დაიწყო იმით, რომ ფრანგების 38 წლის მეკარემ ტიერი ომაიერმა მოიგერია შვიდიდან 5 დარტყმა, რის შემდეგაც ფრანგები ჯერ 7:2, მერე კი 11:6 (20 წუთი) დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დადგა ესპანეთის ჯერი და ტაიმის დარჩენილი 10 წუთი მსოფლიო ჩემპიონებმა 8-1 მოიგეს. მათ ორი ლიდერი ჰყავდათ თამაშში – პივოტი ხულენ აგინაგალდე და გამთამაშებელი ხოან კანელასი – სწორედ მან გაიტანა ტაიმის ბოლოს ზედიზედ 4 გოლი – 14:12.
33-ე წუთზე მსოფლიო ჩემპიონი უკვე 16:13 ლიდერობდა. როდესაც ორწუთიანში გაუშვეს ლუკა კარაბატიჩი, ესპანეთი 2 ბურთით იგებდა, მაგრამ 2 წუთის შემდეგ დანიელ ნარსისის და ნიკოლა კარაბატიჩის გოლების შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, ხოლო მერე ვალენტენ პორტმა და ნარსისმა წინ გაიყვანეს ფრანგები – 18:16.
37 წუთზე უკვე ნიკოლა კარაბატიჩი გააძევეს ორი წუთით. კანელასმა პენალტით სხვაობა შეამცირა – 17:18. მალე კარაბატიჩს მიჰყვა ნარსისი და ფრანგები წუთნახევრით ხუთნი დარჩნენ. მოედანზე გამოვიდა მეორე მეკარიე სირილ დიუმულენი და პენალტი აუღო კანელასს, ხოლო სწრაფი შეტევის შემდეგ ლუკ აბალომ ანგარიში 19:17 გახადა – ამ დროს საფრანგეთს მოედანზე 2 კაცით ნაკლები ყავდა.
17:20 ჩამორჩენის შემდეგ ესპანეთი გონს მოვიდა და ანგარიში გაათანაბრა – 20:20, 43 წუთი. ამის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა. ესპანეთმა ბოლოს გაათანაბრა 53 წუთზე, მას შემდეგ, რაც დაცვის ბურჯმა, ლუკა კარაბატიჩმა მესამე ორწუთიანისთვის წითელი ბარათი მიიღო და აგინაგალდემ გაიტანა – 25:25.
ბოლო წუთები იყო ლუკ აბალოს (ფოტოზე – 19) ბენეფისი. ფრანგების ცაცია გარემარბმა საოცარ ნახტომში გაიტანა ბოლო სამი ბურთი და ესპანელებს შანსი არ დაუტოვა. აბალოს ანგარიშზე 8 გოლია, 7 გაიტანა მეორე ცაციამ, ვალენტენ პორტმა, ხოლო ესპანეთის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, მათმა მემარცხენემ, ხორხე მაკედამ თორმეტიდან მხოლოდ 2 გოლი შეაგდო და ამის გარდა 5 ბურთი დაკარგა შეტევაში.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
24 იანვარი. ნახევარფინალი
საფრანგეთი – ესპანეთი 30:27
საფ: ომაიერი 7/24, დიუმულენი 9/19 – აბალო 11/8, პორტი 8/7, ნარსისი 10/5, გიგუ 7/5, ნ. კარაბატიჩი 3/2, სორენდო 3/2, ჟოლი 2/1, ლ. კარაბატიჩი, ანიჩი, ფერნანდესი, ონრუბია, აკამბრეი – ორწუთიანი 7, შვიდმეტრიანი 6/5
ესპ: სიერა 5/29, პერეს დე ვარგასი 2/8 – კანელასი 12/10, აგინაგალდე 6/5, ენტრერიოსი 6/4, მაკედა 12/2, ტომასი 4/2, უგალდე 2/1, მოროს დე არხილა 1/1, გარსია 3/1. რივერა 3/1, სიერა, გვარდიოლა, სარმიენტო – ორწუთიანი 4, შვიდმეტრიანი 5/4
24:00 დანია – ესპანეთი
მეხუთე ადგილისთვის
ისლანდია – პოლონეთი 28:27
26 იანვარი
18:00 მესამე ადგილისთვის
20:30 ფინალი