EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

24/09/14 სერგო და სერბები ხორვატთა წინააღმდეგ

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში გამოსვლას აგრძელებს ქართველი ხელბურთელის, სერგო დათუკაშვილის კლუბი, ვოივოდინა. ოთხშაბათს სერბული გუნდი ხორვატიაში დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ზაგრებთან – 24:29.

36 წლის ქართველი უკვე მეხუთე მატჩია, მოედანზე თითქმის 60 წუთს ატარებს – ის ცენტრალური ფიგურაა დაცვაშიც და შეტევაშიც. შეტევისას სერგო და ბოიან ტოდოროვიჩი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გამთამაშებლისა და მარცხენა შუამარბის პოზიციაზე. დათუკაშვილმა შეინარჩუნა მატჩში საშუალოდ 4 გატანილი გოლის სტატისტიკა. მისი ოთხი ტყორცნიდან ოთხივე ზუსტი აღმოჩნდა, გარდა ამისა, ვეტერანის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა.

ზაგრები თვიდან ბოლომდე ლიდერობდა, ტაიმი 13:10 მოიგო, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა 5 ბურთამდე აიყვანა და ლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ვოივოდინას ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფრეა ხუთ მატჩში. დათუკაშვილის მსგავსად, ვოივოდინაში 4 გოლი გაიტანა მილან იოვანოვიჩმა, 5 – ბოიან ტოდოროვიჩმა. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები იყვნენ ხორვატიის ნაკრების ცაცია გარემარბი, ზლატკო ჰორვატი და ლუკა სტეპანოვიჩი – 6 გოლი.

SEHA ლიგის ორწრიანი ტურნირი მარტში დასრულდება და 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალს გამართავს. ტურნირი მეოთხედ ტარდება. ორჯერ ჩემპიონი იყო ვარდარი (2012, 14), ერთხელ – ზაგრები (2013). ახლა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შესვენებაა იმის გამო, რომ იწყება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც სამხრეთ-აღმოსავლეთის ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს.

SEHA ლიგა. მდგომარეობა. 1. ვესპრემი (უნგ) 6თ/6მ-18 ქ, 2. ვარდარი (მკდ) 5/4-12, 3. ზაგრები (ხორ) 4/3-9, 4. მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 3/2-6, 5. ტატრან პრეშოვი (სლკ) 4/2-6, 6. მეტალურგი (მკდ) 4/2-6, 7. რადნიჩკი (სრბ) 3/1(1ფ)-4, 8. ვოივოდინა 5/1ფ-1, 9. ბორაცი (ბოს) 4/0-0, 10. ნექსე (ხორ) 4/0-0

ფოტო: ზაგრები-ვოივოდინა. 78 სერგო დათუკაშვილის დაბადების წელია

 

Leave a Reply