შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

იაპონიის სენსაცია  

ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ფრედ 29-29 ითამაშა ბრაზილიასთან, ხოლო ფინალისტმა ხორვატიამ იმავე ანგარიშით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი იაპონიასთან. 

პარასკევს ეგვიპტეში ბრძოლაში ჩაება კიდევ 16 გუნდი. B ჯგუფში 4 ძლიერი გუნდი თამაშობს და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ესპანეთი 0-4 ჩამორჩა, მაგრამ 16-13 მოიგო ტაიმი და მე-40 წუთზე სხვაობა ექვსამდე გაზარდა - 24-18. აქ ბრაზილიამ ზედიზედ გაიტანა 5 გოლი, ხოლო 53-ე წუთზე მორაესმა გაათანაბრა, 26-26. ამის შემდეგ ბრაზილია ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ ენტრერიოსმა გუნდს ქულა მოუტანა 29-29. ამ ჯგუფში, ტუნისთან 30-28 მოგების შემდეგ დაწინაურდა პოლონეთი.

C ჯგუფში ყატარმა 30-25 მოუგო ანგოლას, ხოლო მეორე მატჩში თავიდანვე დატრიალდა სენსაციის სუნი. იაპონია 7-2 დაწინაურდა ხორვატიასთან! ბროზოვიჩმა მხოლოდ 48-ე წუთზე გათანაბრა 23-23, მაგრამ იაპონელები ამის შემდეგ კიდევ ექვსჯერ გავიდნენ წინ და ხორვატებმა ექვსჯერ უპასუხეს გოლით, ქულა კი სირენამდე 9 წამით ადრე ზუსტი შვიდმეტრიანით მოიპოვა ჩუპიჩმა - 29-29.

D ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონმა დანიამ 34-20 მოუგო ბაჰრეინს, ხოლო არგენტინამ 28-22 აჯობა კონგოს დემოკრატიულ რესპულიკას. A ჯგუფში გერმანიამ 43-14 გაანადგურა ურუგვაი, ხოლო უნგრეთმა დაამარცხა კაბო ვერდე, 34-27.

შაბათს ეგვიპტის ოთხ ქალაქში წინასწარი რაუნდის მეორე ტურს გამართავენ E-H ჯგუფების გუნდები.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 15 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

A ჯგუფი. გერმანია 2, უნგრეთი 2, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0

გერმანია - ურუგვაი 43-14

კასტენინგი 9, შილერი 5, შმიდტი 5 - გონსალესი (10 მოგერიება)

უნგრეთი - კაბო ვერდე 34-27

ანჩინი 7, მიკლერი (9) - სემედუ 6

17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ურუგვაი

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი - კაბო ვერდე, 23:30 გერმანია - უნგრეთი

B ჯგუფი. პოლონეთი 2, ბრაზილია 1, ესპანეთი 1, ტუნისი 0

ესპანეთი - ბრაზილია 29-29

ფერნანდესი 4, კანელასი 4, სოლე 4, პერესი (17) - ლანგარო 6, მორაესი 6, და როსა (12)

ტუნისი - პოლონეთი 28-30

სანაი 9, დარმული 6 - მორიტო 11, კრაევსკი 5

17 იანვარი. 21:00 ტუნისი - ბრაზილია, 23:30 პოლონეთი - ესპანეთი

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი     

C ჯგუფი. ყატარი 2, ხორვატია 1, იაპონია 1, ანგოლა 0

ყატარი - ანგოლა 30-25

მადადი 8, მარზო 7, ბერრაშედი 7, სარიჩი (15) - პესტანა 6

ხორვატია - იაპონია 29-29

მარიჩი 7  - ტოკუდა 5, აგარიე 5

17 იანვარი. 18:30 ყატარი - იაპონია, 21:00 ანგოლა - ხორვატია

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

D ჯგუფი. დანია 2, არგენტინა 2, დრ კონგო 0, ბაჰრეინი 0

არგენტინა - დრ კონგო 28-22

დ. სიმონეტი 5, პისარო 5, მარტინესი 5 - კიანგებენი 7

დანია - ბაჰრეინი 34-20

გიდსელი 10, მ. ჰანსენი 4 - აჰმედი 8

17 იანვარი. 21:00 არგენტინა - ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო - დანია

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია  - არგენტინა

E ჯგუფი. საფრანგეთი 2, შვეიცარია 2 ქულა, ავსტრია 0, ნორვეგია 0

16 იანვარი. 21:00 ავსტრია - საფრანგეთი (სილკ 2), 23:30 შვეიცარია - ნორვეგია

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი - შვეიცარია, 23:30 ნორვეგია - ავსტრია

14 იანვარი. ავსტრია - შვეიცარია 25-28, ნორვეგია - საფრანგეთი 24-28

F ჯგუფი. პორტუგალია 2, ალჟირი 2, მაროკო 0, ისლანდია 0

16 იანვარი. 21:00 მაროკო - პორტუგალია, 23:30 ალჟირი - ისლანდია (სილკ 3)

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია - ალჟირი, 23:30 ისლანდია - მაროკო

14 იანვარი. ალჟირი - მაროკო 24-23, პორტუგალია - ისლანდია 25-23

G ჯგუფი. შვედეთი 2, ეგვიპტე 2, ჩილე 0, მაკედონია 0

16 იანვარი. 21:00 ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია, 23:30 ჩილე - შვედეთი

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია - ჩილე, 23:30 შვედეთი - ეგვიპტე

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი - ჩრდ. მაკედონია 32-20

H ჯგუფი. სლოვენია 2, ბელარუსი 1, რხფ 1, კორეა 0

16 იანვარი. 18:30 ბელარუსი - კორეა (სილკ უნივერსალი), 21:00 რხფ - სლოვენია (სილკ 3)

18 იანვარი. 18:30 კორეა - რხფ, 21:00 სლოვენია - ბელარუსი

14 იანვარი. ბელარუსი - რხფ 32-32, სლოვენია - კორეა 51-29