შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

საფრანგეთი მოგებით იწყებს

ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დღის მთავარ მატჩში საფრანგეთმა 28-24 დამარცხა ნორვეგია.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წილი ფრანგების მეკარემ, ვესლი პარდანმა შეიტანა 18 მოგერიებით, ხოლო გამთამაშებელმა კენტან მაემ 9 გოლი გაიტანა. ამავე, E ჯგუფში ჩემპიონატში ბოლო მომენტში მოხვედრილმა შვეიცარიამ 28-25 მოუგო ავსტრიას. 

F ჯგუფში ალჟირმა პირველი ტაიმი 8-15 წააგო მაროკოსთან, მაგრამ თამაშის ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში 6-1 აჯობა და მაინც გატეხა მეტოქე, 24-23.  პორტუგალიამ 25-23 დაამარცხა ისლანდია.  

G ჯგუფში შვედეთმა დიდი უპირატესობით მოუგო მაკედონიას 32-20,  H ჯგუფში ფრედ, 32-32 ითამაშეს ბელარუსმა და რუსეთის ხელბურთის ფედერაციის გუნდმა, ხოლო სლოვენია-კორეის მატჩში 80 გოლი გავიდა - ევროპელების უპირატესობა აშკარა იყო, 51-29.

დღეს ჩემპიონატში ჩაერთვება A-D ჯგუფების 16 გუნდი. მსოფლიო ჩემპიონი დანია ბაჰრეინს ეთამაშება.

მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა შესარჩევ ჯგუფში (რუმინეთი, კოსოვო, საქართველო, იტალია). ჯგუფიდან პლეიოფში რუმინეთი გავიდა, თუმცა, ეს ეტაპი კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა და ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის მონაწილეები პირდაპირ, რეიტინგის მიხედვით დაასახელა.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი, 14 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

E ჯგუფი. საფრანგეთი 2, შვეიცარია 2 ქულა, ავსტრია 0, ნორვეგია 0

ავსტრია - შვეიცარია 25-28

ვებერი 7, ჟივკოვიჩი 5 - შმიდი 7, რუბინი 6, ტინოვსკი 6

ნორვეგია - საფრანგეთი 24-28

საგოსენი 10, ბერგერუდი (11 მოგერიება) - მაე 9, პარდანი (18)

16 იანვარი. 21:00 ავსტრია - საფრანგეთი, 23:30 შვეიცარია - ნორვეგია

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი - შვეიცარიაა, 23:30 ნორვეგია - ავსტრია

F ჯგუფი. პორტუგალია 2, ალჟირი 2, მაროკო 0, ისლანდია 0

ალჟირი - მაროკო 24-23

აიუბი 7 - რეიდა 6, ზაროილი 5, იდრისი (11)

პორტუგალია - ისლანდია 25-23

მარტინსი 7, პორტელა 6, კინტანა (10) - ელისონი 6

16 იანვარი. 21:00 მაროკო - პორტუგალია, 23:30 ალჟირი - ისლანდია

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია - ალჟირი, 23:30 ისლანდია - მაროკო

G ჯგუფი. შვედეთი 2, ეგვიპტე 2, ჩილე 0, მაკედონია 0

შვედეთი - ჩრდ. მაკედონია 32-20

ვანე 11, პერსონი 6 - ლაზაროვი 5

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29

16 იანვარი. 21:00 ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია, 23:30 ჩილე - შვედეთი

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია - ჩილე, 23:30 შვედეთი - ეგვიპტე

H ჯგუფი. სლოვენია 2, ბელარუსი 1, რხფ 1, კორეა 0

ბელარუსი - რხფ 32-32

ვაილუპაუ 10, კულეში 6 - კოსოროტოვი 6, სოროკა 6, კისელევი 6

სლოვენია - კორეა 51-29

გაიჩი 10, იანცი 9 - კიმ ინჰო 6,  კიმ ინიონი 6

16 იანვარი. 18:30 ბელარუსი - კორეა, 21:00 რხფ - სლოვენია

18 იანვარი. 18:30 კორეა - რხფ, 21:00 სლოვენია - ბელარუსი

ჯგუფი. კაბო ვერდე, გერმანია, უნგრეთი, ურუგვაი

15 იანვარი. 21:00 გერმანია - ურუგვაი, 23:30 უნგრეთი - კაბო ვერდე

17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ურუგვაი

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი - კაბო ვერდე, 23:30 გერმანია - უნგრეთი

ჯგუფი. ბრაზილია, ესპანეთი, პოლონეთი, ტუნისი

15 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ბრაზილია (სილკ 3), 23:30 ტუნისი - პოლონეთი

17 იანვარი. 21:00 ტუნისი - ბრაზილია, 23:30 პოლონეთი - ესპანეთი

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი     

ჯგუფი. ანგოლა, ხორვატია, იაპონია, ყატარი

15 იანვარი. 18:30 ყატარი - ანგოლა (სილკ 3), 21:00 ხორვატია - იაპონია (სილკ 3)

17 იანვარი. 18:30 ყატარი - იაპონია, 21:00 ანგოლა - ხორვატია

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

ჯგუფი. არგენტინა, ბაჰრეინი, დრ კონგო, დანია

15 იანვარი. 21:00 არგენტინა - დრ კონგო, 23:30 დანია - ბაჰრეინი (სილკ 1)

17 იანვარი. 21:00 არგენტინა - ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო - დანია

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია  - არგენტინა