შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

დღეს ფინალია: ბარსა - კილი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონამ 37-32 დაამარცხა პსჟ, კილმა დამატებით დროში 36-35 მოუგო ვესპრემს. ფინალი დღეს გამართება კიოლნში.  

ეს არის წინა, 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეულის ტურნირი, რომელიც ლანქსეს არენაზე უმაყურებლოდ მიმდინარეობს. სეზონი პანდემიის გამო მარტში შეწყდა, პლეიოფი არ გამართულა და ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პირდაპირ ფინალური ოთხეულის მონაწილეები დაასახელა - ჯგუფური ეტაპის 2-2 საუკეთესო გუნდი.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2019-20კაცები. ფინალური ოთხეული, კიოლნი

28 დეკემბერი, ნახევარფინალი

ბარსა (ესპ) - პარი სენ-ჟერმენი (საფ) 37-32

ბარ: მიოლერი 1 გოლი (14 მოგერიება), პერესი (1) - მემი 8, პალმარსონი 6, იანცი 5, ფაბრეგასი 5, ცინდრიჩი 4, ნგესანი 4, გომესი 2, არინიო 1, სორენდო 1, ენტრერიოსი, დოს სანტოსი, ფრადე, მაკუცი, პასკუალი  

პსჟ: ჟერარი (14), ჟენტი - ნაი 9, ჰანსენი 7, რემილი 5, კრიშტოპანსი 4, სოლე 3, ლ. კარაბატიჩი 2, სიპრჟაკი 1, პრანდი 1, მოროსი, გრები, კუნკუ, კეიტა

სენ-ჟერმენს აკლდა ტრავმირებული ნიკოლა კარაბატიჩი. გუნდმა უკეთ დაიწყო და მე-10 წუთზე 8-5 დაწინაურდა, მაგრამ ბარსას კარში დანიელი კევინ მიოლერის ჩადგომამ ყველაფერი შეცვალა. ესპანურმა კლუბმა 18-14 მოიგო ტაიმი და საბოლოოდ, 2019  წლის სექტემბრის შემდეგ ზედიზედ 22-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ყველაზე ტიტულოვანი გუნდია 9 მოპოვებული ჯილდოთი.

კილი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 36-35 (29-29)

კილ: ლანდინი (10), კენშტედტი (1) - პეკელერი 8, ეკბერგი 7, საგოსენი 5, დუვნიაკი 4, ვაინჰოლდი 3, ზარაბეცი 3, დამკე 3, ვინცეკი 2, რაინკინდი 1, ფოიგტი, ზანეფელდტი, ერიგი, ვეგერი, ბენიტესი

ვეს: კორალესი (17), ჩუპარა - მარგუცი 7, ბოროზანი 7, ფატი ომარი 5, ლეკაი 4, მაე 4, ნენადიჩი 2, ნილსონი 2, მანასკოვი 2, მაკედა 1, მორაეში 1, შიშკარევი, მარკუსენი, ტონესენი, ბლაგოტინშეკი

ლიგის სამგზის გამარჯვებული, კილი 17-10 დაწინაურდა პირველი ტაიმის ბოლოსკენ, მაგრამ 45-ე წუთზე ვესპრემმა ანგარიში გაათანაბრა (24-24) და 4 ბურთითაც გავიდა წინ - 28-24. აქ უკვე კილმა მოაწყო ხუთგოლიანი სპურტი და ლიდერობა დაიბრუნა (29-28). ძირითადი დრო 29-29 მორჩა, დამატებითში კი ბოლო ორი გოლი კილის შვედმა გარემარბმა ნიკლას ეკბერგმა შეაგდო - 36-35.

29 დეკემბერი

21:00 3 ადგილისთვის. პსჟ - ვესსპრემი

23:30 ბარსა - კილი