შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

12 გოლი და პირველი მოგება

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში რეშიცამ 30-27 დაამარცხა ბუზეუ. ირაკლი კბილაშვილმა 8 გოლი გაიტანა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ - 4.  

ეს იყო რეშიცას პირველი მოგება ახალ სეზონში და ქართველების მეოთხე მატჩი ახალ კლუბში. ორჯონიკიძე და კბილაშვილი რუმინეთის ლიგაში სეზონის წინ გადავიდნენ, მაგრამ კოვიდ-სიტუაციის გამო ბიუროკრატიული პროცედურები გაიწელა და ამასობაში რეშიცამ ზედიზედ 9 მატჩი წააგო.

ნათამაშებ 4 ტურში კბილაშვილმა უკვე მოასწრო 25 გოლის გატანა, ორჯონიკიძემ - 14 შეაგდო. ბუზეუსთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ქალაქ სფინტუ გეორგეში გაიმართა. ფავორიტი ბუზეუ იყო, რომელიც 6 მოგებითა და 2 ფრით მერვე ადგილზე იყო, რეშიცა უქულოდ - ბოლოზე, მაგრამ ქართველების 12 გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.

ორჯონიკიძის 4 დარტყმიდან ოთხივე შედეგიანი იყო, ხოლო კბილაშვილმა 5 შვიდმეტრიანიდან 4 გაიტანა, ხოლო თამაშიდან მანაც 4 დაარტყა და 4 შეაგდო.

ვიდეო, ბუზეუ - რეშიცა (29 ორჯონიკიძე, 98 კბილაშვილი).

https://www.facebook.com/FederatiadeHandbal/posts/1452482584942396

მე-13 ტურში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა 32-36 დამარცხდა უშუალო კონკურენტ პოტაისა ტურდასთან და მეორე ადგილი მეტოქეს დაუთმო. ახალ წლამდე რუმინეთის ლიგაში კიდევ 2 ტურია, 22 და 23 დეკემბერს. რეშიცა ეთამაშება ცხრილის უახლოეს მეზობლებს, ბაკეუსა და ბოტოშანის, კონსტანცის მეტოქეები არიან ვასლუი და ბუზეუ. 

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 13 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 39 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 33, 3. კონსტანცა 30, 4. CSM ბუკურეშტი 27, 5. ბაია მარე 25, 6. ტიმიშოარა 24, 7. სტიაუა 21, 8. ბუზეუ 20 – 9. ფეგერაში 18, 10. ვასლუი 16, 11. ფოჩანი 15, 12. კელერაში 12, 13. სუჩავა 11, 14. ბაკეუ 9, 15. რეშიცა 3, 16. ბოტოშანი 1