შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

ყრილობა 21 იანვარს გაიმართება

2020 წლის 17 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზდიუმის გადაწყვეტილებით, ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა  გაიმართება 2021 წლის 21 იანვარს ქალაქ თბილისში.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დღის წესრიგით შემდეგი საკითხები იქნება განხილული:

ფედერაციის ანგარიში;

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების წარდგენა/არჩევა;

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს უფლება აქვთ, განცხადება და დანართული დოკუმენტაცია  წარმოადგინონ მხოლოდ ელექტრონულად. შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, სხეფის წესდების 13.1.1. და 13.2. პუნქტების საფუძველზე,  ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:

ავტობიოგრაფია, (cv);

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ფედერაციის წევრის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება;

ცნობა ნასამართლობის შესახებ;

პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლებამოსილია განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოადგინოს ელექტრონულად,  საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გამართვამდე 15 დღით ადრე მაინც, არაუგვიანეს 2021 წლის 6 იანვრისა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ყრილობის ჩატარების ფორმა, დრო ან ადგილმდებარეობა. რის შესახებაც, ყრილობის წევრებს  და რეგისტრირებულ კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ.