შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

დანია რუსეთის წინააღმდეგ

დანიამ 34-24 მოუგო ესპანეთს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო ტურში რუსეთის დამარცხება სჭირდება. მონტენეგრომ მოუგო შვედეთს, 31-25. 

ორივე გუშინდელ მატჩში ერთი გუნდის უპირატესობა საგრძნობი იყო. ნახევარფინალის შანსები მხოლოდ დანიელებს ჰქონდათ და  მათაც საჭირო 2 ქულა მოიპოვეს, დაუგროვდათ 6 და ქულით ჩამორჩებიან საფრანგეთსა და რუსეთს.  

პირველ ჯგუფში ორივე ნახევარფინალისტის ვინაობა მთავარი რაუნდის ბოლო დღეს გაირკვევა. დანიას რუსეთის დამარცხება სჭირდება, ხოლო რუსებს ფრე ჰყოფნით. არის ვარიანტიც, რომ საფრანგეთი ვერ გავიდეს ფინალურ ოთხეულში: ფრანგები უნდა დამარცხდნენ შვედებთან და დანიამ მოუგოს რუსეთს. ამ შემთხვევაში დანია 8 ქულით პირველ ადგიზე გავა, ფრანგებს და რუსებს 7-7 დარჩებათ და ბურთების უკეთესი სხვაობა რუსეთის ნაკრებს აქვს.

დღეს მეორე ჯგუფში 2 მატჩია. რუმინეთი - უნგრეთი არაფერს წყვეტს; თუ გერმანიამ ქულა მაინც აიღო ჰოლანდიასთან, 15 დეკემბერს ბოლო ტურში, ხორვატიასთან უშუალო დაპირისპირებაში იბრძოლებს ნახევარფინალის მეორე საგზურისთვის (პირველი ადგილი აქ ნორვეგიას აქვს განაღდებული).

ჰოლანდიის საქმე გაცილებით რთულადა: მსოფლიო ჩემპიონმა დღეს ორ ბურთზე მეტით უნდა მოუგოს გერმანიას; 15 დეკემბერს, ჰოლანდიამ უნდა დაამარცხოს რუმინეთი, გერმანიამ კი - ხორვატია. ამ შემთხვევაში  გერმანია, ჰოლანდია და ხორვატია 6-6 ქულას დააგროვებენ და მათ ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო ბურთების სხვაობის მქონე გავა ნახევარფინალში.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

მთავარი რაუნდი, 13 დეკემბერი

1 ჯგუფი. მონტენეგრო - შვედეთი 31-25

მნტ: ბატინოვიჩი (5 მოგერიება), ბაბოვიჩი (2), ნენეზიჩი - რადიჩევიჩი 11, იაუკოვიჩი 6, რამუსოვიჩი 4, დესპოტოვიჩი 3, მეჰმედოვიჩი 2, გრბიჩი 1, ვუკჩევიჩი 1, მუგოშა 1, ჯაფეროვიჩი 1, ბ. კლიკოვაცი 1

შვდ: იდენი (8), რუდე (5) - ბლომი 8, ტორლეიფსდოტირი 5, რობერტსი 3, ჰაგმანი 3, რასკი 2, გულდენი 2, ლუნდტრომი 1, ლაგერკვისტი 1

ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=aV8S0EEzPHs

1 ჯგუფი. დანია - ესპანეთი 34-24

დან: ტოფტი (12), რაინჰარდტი (3); ბიდტრუპი 6, ოსტერგორი 5, იორგენსენი 4, ჰანსენი 3, ჰაუგსტედი 3, დამგორი 3, ნოლსო 2, ოგოტი 2, ივერსენი 2, ტოფტ-ჰანსენი 1,  ჰაინდალი 1, ტრანბორგი 1, ბურგორი 1

ესპ: ნავარო (5), კასტელანოსი (2); ფერნანდესი 4, მარტინი 3, კაპმპოსი 3, ერნანდესი 3, მ. გონსალესი 2, ლ. გონსალესი 2, მ. ლოპესი 2, ს. ლოპესი 1, არდერიუსი 1, პენია 1, გასამა 1, როდრიგესი 1          

ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=ut2ppdRLkHM

1 ჯგუფი. ჰერნინგი---თ---მ---ფ---წ------ბ------ქ

რუსეთი---------------4---3---1---0--113-99---7

საფრანგეთი----------4---3---1---0--101-96---7

დანია------------------4---3---0---1--106-88---6

მონტენეგრო----------4---1---0---3---96-101--2

შვედეთი--------------4---0---1---3---96-108--1

ესპანეთი--------------4---0---1---3---94-114--1

15 დეკ: 19:00 მონტენეგრო - ესპანეთი, 21:15 საფრანგეთი - შვედეთი, 23:30 დანია - რუსეთი

3 დეკემბერი. რუსეთი-ესპანეთი  31-22, 4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23 

5 დეკემბერი. ესპანეთი - შვედეთი 23-23, 6 დეკემბერი. დანია - მონტენეგრო 28-19,

7 დეკემბერი. რუსეთი - შვედეთი 30-26, 8 დეკემბერი. საფრანგეთი - დანია 23-20

10 დეკემბერი. რუსეთი - მონტენეგრო 24-23, საფრანგეთი - ესპანეთი  26-25

11 დეკემბერი: საფრანგეთი - რუსეთი 28-28, დანია - შვედეთი 24-22

13 დეკემბერი: მონტენეგრო - შვედეთი 31-25, დანია - ესპანეთი 34-24

2 ჯგუფი. კოლდინგი----თ---მ---ფ---წ------ბ------ქ

ნორვეგია----------------4---4---0---0--138-93---8

ხორვატია---------------4---3---0---1--101-103--6

გერმანია-----------------3---2---0---1---77-86---4

ჰოლანდია---------------3---1---0---2---78-83---2

უნგრეთი----------------3---0---0---3---71-84---0

რუმინეთი---------------3---0---0---3---59-75---0

14 დეკემბერი: 21:15 ჰოლანდია - გერმანია (სილკ 3), 23:30 უნგრეთი - რუმინეთი (სილკ 3)

15 დეკ: 19:00 ჰოლანდია - რუმინეთი, 21:15 ხორვატია - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ნორვეგია,

3 დეკემბერი. გერმანია - რუმინეთი 22-19, 4 დეკემბერი. ხორვატია - უნგრეთი 24-22

5 დეკემბერი. ნორვეგია - გერმანია 42-23, 6 დეკემბერი. ხორვატია - ჰოლანდია 27-25,

7 დეკემბერი. ნორვეგია - რუმინეთი 28-20, 8 დეკემბერი. ჰოლანდია - უნგრეთი 28-24

10 დეკემბერი. ხორვატია - რუმინეთი 25-20, ნორვეგია - ჰოლანდია 32-25

12 დეკემბერი. გერმანია - უნგრეთი 32-25,  ნორვეგია - ხორვატია 36-25

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის