შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

უმაღლესი ლიგა ქარიშხალას მოგებით გაიხსნა

ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო ხელბურთელთა უმაღლესი ლიგის ტურნირი. დღის ყველაზე დაძაბულ მატჩში ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის ქარიშხალამ 27-26 დაამარცხა წყალტუბო. მოიგეს ფავორიტებმა - ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა და ქუთაისმა.

ცხადია, ჩემპიონატი კოვიდ რეგულაციების უმკაცრესი დაცვით დაიწყო. თბილისში შეიკრიბა 7 გუნდი: ბათუმს, ქუთაისს, პეგასს, სამტრედიასა და წყალტუბოს დაემატა ორი გუნდი, ქარიშხალა და ფოთი, რომლებიც ნოემბერში საქართველოს თასზე თამაშობდნენ. ლიგის კიდევ სამი გუნდი, სტუ-იმედი, სპორტუნი და გორი, შექმნილი სიტუაციის გამო თამაშს ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და მონაწილეებს იანვარში უნდა შეუერთდნენ.

პირველივე მატჩი საკმაოდ დრამატული იყო. წყალტუბომ 15-10 მოუგო პირველი ტაიმი მთლიანად ჭაბუკებით დაკომპლექტებულ  ქარიშხლას, მაგრამ მეორე ტაიმში თბილისელები არ გატყდნენ, იბრძოლეს და ბოლო წუთებზე შემოაბრუნეს კიდეც თამაში - 27-26. ბოლო შეტევაში წყალტუბოს 9-მეტრიანი ერგო, რომელიც მეკარე სილაგაძემ შეასრულა, მაგრამ ცოცხალ კედელს მოარტყა.

დანარჩენ ორ მატჩში ძალები უთანაბრო იყო. ქვეყნის ჩემპიონმა და 2020 წლის თასის მფლობელმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დებიუტანტ ოქროს ვერძს პირველი ტაიმი 21-3 მოუგო, მეორეში კი ახალგაზრდები ათამაშა - 38-14. პეგასსაც მთლინად ჭაბუკებით მოუხდა თასის ფინალისტ ქუთაისთან შეხვედრა და 27-42 დამარცხდა.

ხვალ ოლიმპიურ სასახლში მორიგი სამი მატჩია. ჩემპიონატში ჩაერთვება სამტრედიის გუნდი, ისვენებს - ქუთაისი. მთავარი შეხვედრა, ბოლო წლების მთავარ ურთიერთკონკურენტებს, ბათუმსა და ქუთაისს შორის, 13 დეკემბერს გაიმართება.

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი იხილეთ ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020-21

უმაღლესი ლიგა, კაცები

თბილისის ოლიმპიური სასახლე, 10 დეკემბერი

ქარიშხალა - პრომეთე წყალტუბო 27-26

ქარ: ალიევი, ქირია, გაბიდაური - გ. მუკბანიანი 6, თურქაძე 6, ლ. მუკბანიანი 5, ჩაფიძე 4, მიხელიძე 4, გურასპაული 2, ძაგნიძე, თხილავა, ფანჩვიძე, ბეინაშვილი - მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი, დათუკაშვილი

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე, ს. ქაშიბაძე - ი. ქაშიბაძე 10, ფანცხავა 5, მ. გველესიანი 5, კოვზირიძე 3, ზ. მუკბანიანი 2, კირთაძე 1, ასათიანი, აფხძე - მწვ. გოგიძე, ჯანელიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, გ. გველესიანი, დელეგატი გ. ბროლაძე

BSB ბათუმი - ოქროს ვერძი ფოთი  38-14

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - გიორგაძე 7, ახალბედაშვილი 7, აბრამიშვილი 6, კაკულია 4, თურმანიძე 4, ლაპიაშვილი 3, მსხვილიძე 2, ბაინაზიშვილი 2, ცხადაია 2, ბერძენიშვილი 1, მაისურაძე, ფარტენაძე - მწც. ჭანტურია, მჟავანაძე, კომახიძე 

ფოთ: ცერცვაძე, ბ. კეკუა,  თ. კეკუა, გოგოხია - მელიავა 6, ალანია 5, ბჟალავა 2, დიდია 1, ჟვანია, ბერაია,  სიორდია - მწვ. ჭანტურია, გეფერიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა; დელეგატი ლ. გელაშვილი

პეგასი - ქუთაისი 27-42

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, თავაძე - კოხრეიძე 6, პატაშური 6, არეშიძე 4,  ლანჩავა 4, ბაძაღუა 3,  უთმელიძე 2, გრიშიკაშვილი 1, კობახიძე 1 - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

ქუთ: რუხაძე 1, მაისურაძე 2 - სურმავა 9, სიმონია 7, გამზარდია 5, ფერაძე 4, მერკვილაძე 4, ხაჟომია 4, გოგოლაძე 3, სტურუა 2, ჯუღელი 1, ლომიძე - მწვ. ბოყოჩაძე, მამასახლისი, გობეჯიშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი, ი. ჭკუასელი; დელეგატი ლ. მარგიანი

11 დეკემბერი

12:00 BSB ბათუმი - პრომეთე წყალტუბო

14:00 ქარიშხალა - ოქროს ვერძი ფოთი

16:00 პეგასი - სამტრედია

12 დეკემბერი

12:00 ქარიშხალა - ქუთაისი 2015

14:00 BSB ბათუმი - სამტრედია

16:00 პეგასი - პრომეთე წყალტუბო

13 დეკემბერი

12:00 ქარიშხალა - სამტრედია

14:00 BSB ბათუმი - ქუთაისი 2015

16:00 პეგასი - ოქროს ვერძი ფოთი