შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

მსოფლიო ჩემპიონი გავარდნას გადაურჩა

დანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ეტაპი დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონმა ჰოლანდიამ მთავარი რაუნდის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა.  

C ჯგუფის პირველ მატჩში ხორვატიამ 25-24 დამარცხა სერბეთი და მეორე ეტაპზე 4 ქულით გავიდა.

სერბეთი - ხორვატია, 24-25: https://www.youtube.com/watch?v=WDMzJmc2aXI    

ამის შემდეგ უნგრეთმაც გაინაღდა მთავარ რაუნდში გასვლა, ოღონდ ჰოლანდიასთან მოგება მაინც სჭირდებოდა - ასეთ შემთხვევაში უნგრელები სერბებთან ერთად გადიოდნენ მეორე ეტაპზე და მათთან მოგებასაც (38-26) გაიყოლებდნენ.

უნგრეთი მე-40 წუთამდე წინ იყო, სანამ კელი დულფერი გაათანაბრებდა 20-20. ამის შემდეგ ჰოლანდიამ 28-24 მოიგო და ჯგუფში ასეთი სიტუაცია შეიქმნა: ჰოლანდიამ, უნგრეთმა და სერბეთმა 2-2 ქულა დააგროვეს. ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში უნგრეთს ბურთების სხვაობა +8 ჰქონდა, ჰოლანდიას - 0, სერბეთს -8. სერბეთი გავარდა, უნგრეთი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ მეორე ეტაპს ჰოლანდია დაიწყებს 2 ქულით, უნგრეთთან მოგების წყალობით. 

ჰოლანდია - უნგრეთი 28-24https://www.youtube.com/watch?v=57H0iyWmdrM

A ჯგუფში საქმე უფრო მარტივად იყო. მონტენეგრო და სლოვენია მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ და მონტენეგრომ ძლივს შეინარჩუნა შვიდბურთიანი უპირატესობა, რომელიც 48-ე წუთზე ჰქონდა: 24-17 და 26-25. 

მონტენეგრო - სლოვენია 26-25: https://www.youtube.com/watch?v=rSn4u2LI6S4

ბოლო მატჩი იყო დანია საფრანგეთი - ჯგუფში პირველობისა და მეორე ეტაპზე 4 ქულით გასასვლელად.  დანიამ ბოლომდე იბრძოლა ევროპოის 2018 წლის ჩემპიონის წინააღმდეგ და ტაიმი 11-12 წააგო, მაგრამ მეორეში ვერაფერი მოუხერხა ფრანგების დაცვასა და მეკარეებს. ამანდინ ლენომ 11 დარტყმა მოიგერია, მისი შემცვლელი კლეოპატრა დარლო კი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე და სამივე დარტყმა აიღო - ორი შვიდმეტრიანი და ერთი დამატება მოგერიების შემდეგ.

საფრანგეთი - დანია 23-20https://www.youtube.com/watch?v=YNIFUko0NxE

დღეს ჩემპიონატზე დასვენებაა, ხვალიდან კი მთავარი რაუნდის მატჩები იწყება. აქედან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ფინალი 20 დეკემბერსაა ჰერნინგში.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი, 8 დეკემბერი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

ჯგუფი. ჰერნინგი // საფრანგეთი 6, დანია 4, მონტენეგრო 2 - სლოვენია 0

მონტენეგრო - სლოვენია 26-25

მნტ: ბატინოვიჩი (10 სეივი), ბაბოვიჩი (2) - რადიჩევიჩი 9; დესპოტოვიჩი 6; იაუკოვიჩი 5; მეჰმედოვიჩი 3; გრბიჩი 2; რამუსოვიჩი 1

სლნ: პანძიჩი (6), ზეცი (6); გროსი 7; სტანკო 5; სვეტიკი 4; ომორეგი 3; კლემენჩიჩი, ლიეპოია 2; ჩოპი, გომილარი 1

საფრანგეთი - დანია 23-20

საფ: ლენო (11), დარლო (3); ზაადი, კანორი 5; ფოპა 3; კოატანეა, კუიატე, ლაკრაბერი 2; ვალენტინი, დემბელე, სერსიენი, ფლიპი 1

დან: ტოფტი (6), რაინჰარდტი (5); ჰანსენი, იორგენსენი, ბიდსტრუპი 4; ტრანბორგი 3; ნოლსოი, ოსტერგორი 2; ჰაუგსტედი 1

4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23, დანია - სლოვენია 30-23

6 დეკემბერი. სლოვენია - საფრანგეთი 17-27, მონტენეგრო - დანია 19-28

ჯგუფი. კოლდინგი // ხორვატია 6, უნგრეთი 2 (+8), ჰოლანდია 2 (0) - სერბეთი 2  (-8)

სერბეთი - ხორვატია 24-25

სრბ: ტომაშევიჩი (8); კრპეჟ-შლეზაკი 5; ლავკო, სტოილიკოვიჩი 4; პოპ-ლაზიჩი, ტრიფუნოვიჩი, ლისცევიჩი 3; რადოსავლიევიჩი 2 

ხორ: პიევიჩი (7); კრშნიკი 6; მიჩიევიჩი 5; ლ. კალაუსი 4;  მამიჩი 3; დებელიჩი, ს. პოშავეცი 2; პ. პოშავეცი, ბლაჟევიჩი, პრკაჩინი 1

ჰოლანდია - უნგრეთი 28-24

ჰოლ: ვესტერი (9); დულფერი 8; მალესტაინი 5; ჰოუსჰერი, ვან დერ ჰაიდენი, სნელდერი 3; ბონტი, ვან ვეტერინგი 2; აბინგჰი, ნუსერი 1

უნგ: ბირო (8); სოლოში, ჰაფრა, კოვაჩიჩი 4; ლუკაჩი 3; ტოვიზი, მარტონი, კლუიბერი, ჰელემბაი 2; შაცლი 1 

4-5 დეკემბერი. უნგრეთი - ხორვატია 22-24, ჰოლანდია - სერბეთი 25-29

6 დეკემბერი. სერბეთი - უნგრეთი 26-38, ხორვატია - ჰოლანდია 27-25

ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 6, შვედეთი 3, ესპანეთი 3 - ჩეხეთი 0

ჯგუფი.  კოლდინგი // ნორვეგია 6, გერმანია 3, რუმინეთი 2 - პოლონეთი 1

მთავარი რაუნდი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი

რუსეთი 4 ქულა, საფრანგეთი 4, დანია 2, შვედეთი 1, ესპანეთი 1, მონტენეგრო 0

10 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - რუსეთი, 23:30 საფრანგეთი - ესპანეთი

11 დეკემბერი: 21:15 საფრანგეთი - რუსეთი, 23:30 დანია - შვედეთი

13 დეკემბერი: 21:15 მონტენეგრო - შვედეთი, 23:30 დანია - ესპანეთი

15 დეკ: 19:00 მონტენეგრო - ესპანეთი, 21:15 საფრანგეთი - შვედეთი, 23:30 დანია - რუსეთი

1 ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები: რუს-ესპ 31-22, ესპ-შვდ 23-23, რუს-შვდ 30-26,

საფ-მნტ 24-23, დან-მნტ 28-19, საფ-დან 23-20

ჯგუფი. კოლდინგი

ნორვეგია 4, ხორვატია 4, ჰოლანდია 2, გერმანია 2, უნგრეთი 0, რუმინეთი 0

10 დეკემბერი. 21:15 ხორვატია - რუმინეთი, 23:30 ჰოლანდია - ნორვეგია

12 დეკემბერი: 19:00 უნგრეთი - გერმანია, 21:15 ხორვატია - ნორვეგია,

14 დეკემბერი: 21:15 ჰოლანდია - გერმანია, 23:30 უნგრეთი - რუმინეთი

15 დეკ: 19:00 ჰოლანდია - რუმინეთი, 21:15 ხორვატია - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ნორვეგია,

1 ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები: გერ-რუმ 22-19, ნორ-გერ 42-23, ნორ-რუმ 28-20,

ხორ-უნგ 24-22, ხორ-ჰოლ 27-25, ჰოლ-უნგ 28-24

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის