შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

ესპანეთი და გერმანია ბრძოლას აგრძელებენ

ევროპის ჩემპიონატზე, დანიაში, დღეს პირველი ეტაპის ბოლო 4 მატჩია. გუშინ მეორე რაუნდში გავიდნენ ესპანეთი და გერმანია. 

მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, ესპანეთი, ძლივს გადააურჩა შინ გამგზავრებას. ჩეხეთმა 16-10 მოიგო პირველი ტაიმი და ამ სხვაობას 42-ე წუთამდე ინარჩუნებდა მეკარე კუდლაჩკოვასა და უკანახაზელ ერჟაბკოვას წყალობით: 22-16. თუმცა, თამაშის ბოლო მონკვეთი ესპანეთმა 11-2 მოიგო, ხოლო ვეტერანმა კარმენ მარტინმა  ცხრიდან 9 შვიდმეტრიანი შეაგდო: 27-24, ესპანეთი შვედეთთან მოპოვებული 1 ქულით გავიდა მეორე რაუნდში.

ესპანეთი - ჩეხეთი, 27-24https://www.youtube.com/watch?v=j6vFlGADawE

D ჯგუფის ანალოგიურ მატჩში პოლონეთს გერმანიასთან 4 ბურთით მოგება სჭირდებოდა მეორე ეტაპზე გაასასვლელად და საჭირო სხვაობით ლიდერობდა კიდეც, ოღონდ თამაშის დასაწყისში: 6-2, მე-11 წუთი. დიდი ძალისხმევის შემდეგ გერმანიამ გამოასწორა სიტუაცია და ბოლოში წინაც იყო 21-19, თუმცა, პოლონეთმა გაათანაბრა 21-21. გერმანელებს ეს ქულა არ სჭირდებოდათ, რადგანაც პოლონეთი გავარდა, ხოლო გერმანია რუმინეთთან მოპოვებული 2 ქულით გავიდა მეორე რაუნდში.

გერმანია - პოლონეთი, 21-21: https://www.youtube.com/watch?v=GxEd98ILBx0

დღის ბოლო ორ მატჩში უნდა გარკვეულიყო  B და D ჯგუფების გამრჯვებულების ვინაობა. რუმინეთმა პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა ნორვეგიასთან (13-13) და მე-40 წუთზე წინაც გავიდა (16-15), მაგრამ მაინც ბევრით წააგო, რადგანაც ნორვეგიის მეკარემ კატრინ ლუნდემ ჯამში 15 დარტყმა მოიგერია. ნორვეგიამ 28-20 მოიგო და 4 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე, რუმინეთი - უქულოდ.

რუმინეთი - ნორვეგია 20-28: https://www.youtube.com/watch?v=V-kEBPSzRDQ

B ჯგუფში რუსეთი 11-5 უგებდა შვედეთს, მაგრამ 35-ე წუთზე გულდენმა გაათანაბრა (16-16) და ბოლომდე ბრძოლა იყო. საბოლოოდ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 30-26 მოიგო და მეორე რაუნდში 4 ქულა გაიყოლა, შვედეთი და ესპანეთი მეორე ეტაპს თითო ქულით დაიწყებენ.

რუსეთი - შვედეთი 30-26: https://www.youtube.com/watch?v=_Xn3aja1kHM

დღეს დასრულდება პირველი ჯგუფური ეტაპი A დ C ჯგუფებში და საბოლოოდ დაკომპლექტდება მეორე რაუნდის ორი ჯგუფი. საფრანგეთსა, დანიასა და ხორვატიას ბრძოლის განაღდება გარანტირებული აქვთ, თუმცა, „ოქროს ქულებისთვის“ იბრძოლებენ. A ჯგუფში მესამე ადგილისთვის ითამაშებენ მონტენეგრო და სლოვენია, ხოლო C ჯგუფში ორ დარჩენილ საგზურს გაითამაშებენ სერბეთი, ჰოლანდია და უნგრეთი.   

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი, 7 დეკემბერი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 6, შვედეთი 3, ესპანეთი 3 - ჩეხეთი 0

ესპანეთი - ჩეხეთი 27-24

ესპ: ნავარო (4), კასტელანოსი (8); მარტინი 12; პენია 4; ლ. გონსალესი, ფერნანდესი, ერნანდესი 2; კამპოსი, მ. გონსალესი, გუტიერესი, გასამა, როდრიგესი 1

ჩეხ: კუდლაჩკოვა (13); ერჟაბკოვა 8; კნედლიკოვა 5; მალა 4; კონეჩნა, კორდოვსკა, ჰურიჩოვა 2; კვასოვა 1

რუსეთი - შვედეთი 30-26

რუს: სედოიკინა (4), კალინინა (1); დმიტრიევა 6; მანგაროვა, სკორობოგატჩენკო, კოჟოკარი 4; ვედეხინა, ბობროვნიკოვა, ილინა 3; გორშენინა, სამოხინა, მაკეევა 1

შვდ: რუდე (8); ტორლეიფსდოტირი 6; რასკი, ლინდსტრომი, ლაგერკვისტი 3; ჰაგმანი, გულდენი, პეტრენი, ბლომი 2; რობერტსი, ლინდკვისტი, დანო 1

3 დეკემბერი. რუსეთი - ესპანეთი 31-22, შვედეთი - ჩეხეთი 27-23

5 დეკემბერი. ჩეხეთი - რუსეთი 22-24, ესპანეთი - შვედეთი 23-23

ჯგუფი.  კოლდინგი // ნორვეგია 6, გერმანია 3, რუმინეთი 2 - პოლონეთი 1

გერმანია - პოლონეთი 21-21

გერ: ეკერლე (9), როხი (2); ზაპფი 4; გრიზელსი, მაიდჰოფი, შულცე 3; სმიტსი, ლაუენროტი, მინევსკაია 2; ბოლკი, ლოტი 1

პოლ: გავლიკი (11); როსიაკი 4; გეგა, ნოსეკი, კოხანიაკი, შარავაგა 3; დრაბიკი 2; ვაბუდა, გრჟიბი, სვერჟევსკა 1

რუმინეთი - ნორვეგია 20-28

რუმ: დედუ (9), დუმანსკა (6); ოსტასე 6; ნიაგუ, ბუჩესკი 4; პოპა 3; ლასლო 2; იუგანუ 1

ნორ: ლუნდე (15); ჰერემი 6; ბრატსეტი, ოფტედალი 5; მორკი 4; აუნე 3; კრისტიანსენი 2; ლოკე, სკოგრანდი, რაისტადი 1

3 დეკემბერი. რუმინეთი - გერმანია 19-22, ნორვეგია - პოლონეთი 35-22

5 დეკემბერი. პოლონეთი - რუმინეთი 24-28, გერმანია - ნორვეგია 23-42

ჯგუფი. ჰერნინგი // დანია 4, საფრანგეთი 4, მონტენეგრო 0, სლოვენია 0

8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - სლოვენია (სილკ 1), 23:30 საფრანგეთი - დანია

4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23, დანია - სლოვენია 30-23

6 დეკემბერი. სლოვენია - საფრანგეთი 17-27, მონტენეგრო - დანია 19-28

ჯგუფი. კოლდინგი // ხორვატია 4, უნგრეთი 2, სერბეთი 2, ჰოლანდია 0

8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - ხორვატია (სილკ 3), 23:30 ჰოლანდია - უნგრეთი

4-5 დეკემბერი. უნგრეთი - ხორვატია 22-24, ჰოლანდია - სერბეთი 25-29

6 დეკემბერი. სერბეთი - უნგრეთი 26-38, ხორვატია - ჰოლანდია 27-25

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი

რუსეთი 4 ქულა, შვედეთი 1, ესპანეთი 1 + A1, A2, A3

ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი

ნორვეგია 4 ქულა, გერმანია 2, რუმინეთი 0 + C1, C2, C3 

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის