შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

ხორვატების მეორე სენსაცია

ევროპის ჩემპიონატზე, დანიაში, ხორვატიის ნაკრებმა 27-25 დამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდია და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

ამ ქვეყნის კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, ხორვატიის ქალთა ეროვნული გუნდი აქამდე არაფრით გამოირჩეოდა: სულ ერთხელ, 2012 წელს უთამაშია ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ გასულა  მეოთხედფინალში, ხოლო ევროპის წინა ჩემპიონატზე ბოლო, მე-16 შედეგი აჩვენა.  

მაგრამ გუნდმა, რომლის შემადგენლობაში მწვრთნელ ნენად შოშტარიჩს არცერთი მოთამაშე არ ჰყავს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ხორვატული კლუბიდან, პოდრავკა ვეგეტადან, პირველ ტურში უნგრეთი დაამარცხა.

ხორვატია ჰოლანდიასთან მე-20 წუთზე 11-8 იგებდა, შემდეგ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი, 11-13, მაგრამ ცხადი იყო, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. უნგრეთის ფეჰერვარის მეკარემ, თეა პიევიჩმა 15 დარტყმა მოიგერია, ხოლო ზაგრების ლოკომოტივას 24 წლის უკანახაზელმა ლარისა კოლაუსმა 10 დარტყმიდან 9 გაიტანა (არცერთი შვიდმეტრიანი).

ჰოლანდია ბოლოს 54-ე წუთზე დააწინაურა ლაურა ვან დერ ჰაიდენმა (24-23), მაგრამ ზედიზედ გაუშვა 3 გოლი და წერტილი კალაუსმა დასვა ბოლო წუთზე - 27-25.

ხორვატია - ჰოლანდია, ყველა გოლიhttps://www.youtube.com/watch?v=MgXEWMFdLTw

სერბეთი, ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ უბრძოლველად დანებდა უნგრეთს 26-38 და C ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: ხორვატია უკვე გასულია მეორე ეტაპზე, თუმცა, სერბეთთან მოგება სჭირდება, რათა 4 ქულით დაიწყოს მთავარი რაუნდი, ხოლო ჰოლანდიას, შესაძლოა, უნგრეთის დამარცხებაც არ ეყოს და პირველი ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება მოუხდეს: მსოფლიო ჩემპიონი ხორვატია-სერბეთის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.

სერბეთი - უნგრეთი: https://www.youtube.com/watch?v=peZQGe3DTe8

A ჯგუფში საფრანგეთმა იოლად მოუგო სლოვენიას 27-17 და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

სლოვენია - საფრანგეთი,: https://www.youtube.com/watch?v=1TWF-WqMpug

4 ქულა აქვს დანიასაც. მონტენეგრო პირველი ტაიმის შემდეგ ბრძოლაში იყო (11-13), მაგრამ მეორეში, 16-წუთიანი მონაკვეთი 0-9 წააგო, 19-28 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. ბოლო ტურში, 8 დეკემბერს, დანია და საფრანგეთის მეორე ეტაპზე გამყოლი ოქროსს ქულებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესმე გუნდს მონტენეგროსა და სლოვენიის მატჩი გამოავლენს.

მონტენეგრო - დანია: https://www.youtube.com/watch?v=iituDUlHUTk

დღეს სრულდება პირველი ჯგუფური ეტაპი B დ D ჯგუფებში.  მეორე რაუნდში ბრძოლას 3-3 გუნდი აგრძელებს ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომელთა 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. ფინალი 20 დეკემბერსაა ჰერნინგში. 

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი, 6 დეკემბერი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

ჯგუფი. ჰერნინგი // დანია 4, საფრანგეთი 4, მონტენეგრო 0, სლოვენია 0

სლოვენია - საფრანგეთი 17-27

სლნ: ზეცი (7 სეივი), პანძიჩი (2), ვოინოვიჩი (1); გროსი, ლაზოვიჩი (4); სტანკო, ჩოპი, ზულიჩი 2; კლემენჩიჩი, ომორეგი, სვეტიკი 1

საფ: ლენო (8), დარლო (5); ნზემინკო, ლაკრაბერი 7; ზაადი, ფოპა, სერსიენი, კუიატე, კოატანეა 2; ვალენტინი, დემბელე, ფლიპი 1

მონტენეგრო - დანია 19-28

მნტ: ბატინოვიჩი (6); რადიჩევიჩი, რამუსოვიჩი 4; მეჰმედოვიჩი, დესპოტოვიჩი, პლეტიკოშიჩი, ვუკჩევიჩი 2; იაუკოვიჩი,  მუგოშა, უიკიჩი 1

დან: ტოფტი (11), რაინჰარდტი (2); ნოლსოი, ბიდსტრუპი, ოსტერგორი 4; ბურგორი, ჰანსენი 3; ტრანბორგი, იორგენსენი, ჰოილუნდი 2; ტოფტი, ჰაუგსტედი, დამგორი, ოგოტი 1

4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23, დანია - სლოვენია 30-23

8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - სლოვენია, 23:30 საფრანგეთი - დანია

ჯგუფი. კოლდინგი // ხორვატია 4, უნგრეთი 2, სერბეთი 2, ჰოლანდია 0

სერბეთი - უნგრეთი 26-38

სრბ: ტომაშევიჩი (4), რისოვიჩი (7); რადოსავლიევიჩი 5; ტრიფუნოვიჩი, ლავკო, პოპ-ლაზიჩი 4; ნიკოლიჩი 3; აგბაბა 2; კრპეჟ-შლეზაკი, მილოევიჩი, იოვოვიჩი, ლისცევიჩი 1

უნგ: ბირო (14), სიკორა (2); სოლოში-ზაჩიკი 10; ლუკაჩი 6; შაცლი 5; კოვაჩიჩი, ჰაფრა 4; კლუიბერი 3; კაჩორი, ფალუვეგი 2; ლაკატოში, ბირო 1

ხორვატია - ჰოლანდია 27-25

ხორ: პიევიჩი (15); ლ. კალაუსი 9; მიჩიევიჩი 6; კრშნიკი 4; პ. პოშავეცი, იეჟიჩი, სიმარა 2; მამიჩი, ვიდაკი 1

ჰოლ: ვესტერი (8) - დულფერი, აბინგჰი 5; ვან დერ ჰაიდენი 4; მალესტაინი 3; ბონტი, სნელდერი, ჰოუსჰერი 2; ნუსერი, ვან ვეტერინგი 1

4-5 დეკემბერი. უნგრეთი - ხორვატია 22-24, ჰოლანდია - სერბეთი 25-29

8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - ხორვატია, 23:30 ჰოლანდია - უნგრეთი

ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 4, შვედეთი 3, ესპანეთი 1, ჩეხეთი 0

7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი - ჩეხეთი (სილკ 2), 23:30 რუსეთი - შვედეთი (სილკ 2)

3 დეკემბერი. რუსეთი - ესპანეთი 31-22, შვედეთი - ჩეხეთი 27-23

5 დეკემბერი. ჩეხეთი - რუსეთი 22-24, ესპანეთი - შვედეთი 23-23

ჯგუფი.  კოლდინგი // ნორვეგია 4, რუმინეთი 2, გერმანია 2, პოლონეთი 0

7 დეკემბერი. 21:15 გერმანია - პოლონეთი (სილკ 3), 23:30 რუმინეთი - ნორვეგია (სილკ 3)

3 დეკემბერი. რუმინეთი - გერმანია 19-22, ნორვეგია - პოლონეთი 35-22

5 დეკემბერი. პოლონეთი - რუმინეთი 24-28, გერმანია - ნორვეგია 23-42

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი

ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის