შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება

ჰოლანდიის ნაკრებმა წაგებით დაიწყო ევრო 2020 დანიაში:  მსოფლიო ჩემპიონი 25-29 დამარცხდა სერბეთთან. ევროპის ჩემპიონტზე დღეს ჯგუფური ეტაპი გაგრძელდება.

ჰოლანდიელებს აკლიათ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის MVP, ესტავანა პოლმანი, მაგრამ ჰყავთ აბინგჰი, ვან დერ ჰაიდენი, სნელდერი და თითქოსდა დამაჯერებლად იგებდნენ: 22-16 44-ე წუთზე.

6 წუთში სერბეთმა ზედიზედ გაიტანა 7 გოლი და მათმა საუკეთესო ბომბარდირმა, მარჯვენა გარემარბმა კატარინა კრპეჟ-შლეზაკმა თავისი გუნდი დააწინაურაა: 23-22. ვან დერ ჰაიდენმა ისევ გაათანაბრა 24-24, მაგრამ სერბეთმა ბოლო 6-წუთიანი მონაკვეთი 5-1 მოიგო. C ჯგუფში დღეს ორი მნიშვნელოვანი მატჩია: სერბეთი-უნგრეთი და ჰოლანდია-ხორვატია.

ჰოლანდია - სერბეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=pdiWBSGs820

D ჯგუფში პოლონეთმა ტაიმი 15-11 მოუგო რუმინეთს, 45-ე წუთამდე წინ იყო, შემდეგ უკვე გაუთანაბრა ანგარიში (21-21, 52-ე წუთი), მაგრამ მაინც დამარცხდა, 24-28.

პოლონეთი - რუმინეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=EWNyR_rKDjg

ამ ჯგუფში ნორვეგიამ 42-23 გაანადგურა გერმანია და 4 ქულით ლიდერობს. ქალთა ხელბურთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს კვლავ ჰყავს უკანა ხაზის უძლიერესი სამეული - კრისტიანსენი-ოფტედალი-მორკი, უკვე გასულია მეორე ეტაპზე და მეტსაც დაუმიზნებს.

ნორვეგია - გერმანია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=HUq5Ql1c2YA

B ჯგუფში ოლიმპიურ ჩემპიონ რუსეთს მძიმე მატჩი ჰქონდა. ჩეხები თავიდან 8-5 იგებდნენ, 41-ე წუთზე ჯერაც ფრე იყო 17-17, მაგრამ რუსებმა მაინც მოიგეს მეორე მატჩი 24-22 და მეორე  ეტაპზე გასვლა გაინაღდეს.

ჩეხეთი - რუსეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=hssR8EETbe4

ესპანეთი დიდხანს უგებდა შვედეთს, მაგრამ საბოლოოდ თამაში მეკარე სილვია ნავაროს 15 სეივის გამო გადაარჩინა. ბოლო წუთზე ფრე იყო, როცა შვედმა მელისა პეტრენმა შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა - 23-23. სამქულიანი შვედეთიც უკვე მეორე ეტაპზეა, ხოლო მესამე გუნდს ბოლო ტურის მატჩი, ესპანეთი-ჩეხეთი გამოავლენს.

ესპანეთი - შვედეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=9MF3SzZYxpY

დღეს მეორე ტურის მატჩებია A დ C ჯგუფებში. მეორე რაუნდში ბრძოლას 3-3 გუნდი აგრძელებს ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. ორი ექვსგუნდიანი ჯგუფის 2-2 გამარჯვებული კი ნახევარფინალში გადის. ფინალი 20 დეკემბერსაა ჰერნინგში.

მესამე დღე, 5 საუკეთესო გოლი: https://www.youtube.com/watch?v=hykG_eRV9p8

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი, 5 დეკემბერი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 4, შვედეთი 3, ესპანეთი 1, ჩეხეთი 0

ჩეხეთი - რუსეთი 22-24

ჩეხ: კუდლაჩკოვა (16 სეივი); ერჟაბკოვა 6; კნედლიკოვა, პოლაშკოვა 3; კვასოვა, მარჩიკოვა, მალა 2; მანაკოვა, კორდოვსკა, ჰურიჩოვა, კოვაროვა 1

რუს: სედოიკინა (5), კალინინა (5); დმიტრიევა, ვედეხინა, სამოხინა, მანაგაროვა 3; ბობროვნიკოვა, მაკეევა, ილინა, სკორობოგატჩენკო, მასლოვა 2; კოჟოკარი, ფომინა 1

ესპანეთი - შვედეთი 23-23

ესპ: ნავარო (15), კასტელანოსი (1); პენია 6; ერნანდესი 4; მარტინი, გუტიერესი, ს. ლოპესი; ჩაპჩე, მ. გონსალესი 2; ლ. გონსალესი, ფერნანდესი, როდრიგესი 1

შვდ: რუდე (3), იდენი (5); პეტრენი 8; ბლომი 5; ლინდკვისტი 3; სტრომბერგი, ლუნდსტრომი, ლაგერკვისტი 2; რასკი 1

3 დეკემბერი. რუსეთი - ესპანეთი 31-22, შვედეთი - ჩეხეთი 27-23

7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი - ჩეხეთი, 23:30 რუსეთი - შვედეთი

ჯგუფი.  კოლდინგი // ნორვეგია 4, რუმინეთი 2, გერმანია 2, პოლონეთი 0

პოლონეთი - რუმინეთი 24-28

პოლ: გავლიკი (7); როსიაკი 7; ვაბუდა 5; გეგა 3; გრჟიბი, ზიხი, ნოსეკი 2; კოხანიაკი, შარავაგა, ნოცუნი 1

რუმ: დედუ (5), დუმანსკა (3); ნიაგუ 8; ლასლო, ოსტასე 6; დინკა 3; პოპა, იუგანუ 2; ბუჩესკი 1

გერმანია - ნორვეგია 23-42

გერ: ეკერლე (4), როხი (3); სმიტსი, ბოლკი 4; მაიდჰოფი 3; ბერგერი, გრიზელსი, ბენკე, ლაუენროტი 2; ზაპფი, ვაიგელი, მინევსკაია, შულცე 1

ნორ: სანდო (2), გრანლუნდი (6); მორკი 12; ჰერემი 7; ბრატსეტი, რაისტადი, ოფტედალი 4; კრისტიანსენი, იაკობსენი 3; არნცენი 2; სკოგრანდი, აუნე, სოლბერგი 1

3 დეკემბერი. რუმინეთი - გერმანია 19-22, ნორვეგია - პოლონეთი 35-22

7 დეკემბერი. 21:15 გერმანია - პოლონეთი, 23:30 რუმინეთი - ნორვეგია

ჯგუფი. კოლდინგი // სერბეთი 2, ხორვატია 2, უნგრეთი 0, ჰოლანდია 0

ჰოლანდია - სერბეთი 25-29

ჰოლ: ვესტერი (15); სნელდერი 5; ვან დერ ჰაიდენი, აბინგჰი 4; ნუსერი, ვან ვეტერინგი, სმეეტსი, მალესტაინი, ჰოუსჰერი 2; დულფერი, სმიტსი 1

სრბ: რისოვიჩი (11), ტომაშევიჩი (4); კრპეჟ-შლეზაკი 10; იანუშევიჩი 4; რადოსავლიევიჩი, სტოილიკოვიჩი 3; ლეკიჩი, ლავკო, ნიკოლიჩი, ლისცევიჩი 2; პოპ-ლაზიჩი 1

4 დეკემბერი. უნგრეთი - ხორვატია 22-24

6 დეკემბერი. 19:00 სერბეთი - უნგრეთი (სილკ 2), 21:15 ხორვატია - ჰოლანდია (სილკ-უნივერსალი)

8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - ხორვატია, 23:30 ჰოლანდია - უნგრეთი

ჯგუფი. ჰერნინგი // დანია 2, საფრანგეთი 2, მონტენეგრო 0, სლოვენია 0

4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23, დანია - სლოვენია 30-23

6 დეკემბერი. 21:15 სლოვენია - საფრანგეთი, 23:30 მონტენეგრო - დანია (სილკ 3)

8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - სლოვენია, 23:30 საფრანგეთი - დანია

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი

ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის