შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

პირველი მოულოდნელობა

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მასპინძელმა დანიამ 30-23 მოუგო სლოვენიას, უნგრეთი დამარცხდა ხორვატიასთან 22-24, ხოლო საფრანგეთმა 24-23 აჯობა მონტენეგროს. 

ევროპის 2018 წლის ჩემპიონს უმძიმესი მატჩი ჰქონდა ტურნირის 2012 წლის გამარჯვებულთან. საფრანგეთი მონტენეგროსთან პირველად დაწინაურდა მხოლოდ 53-ე წუთზე (21-20) და მოიგო მხოლოდ იმის წყალობით, რომ მწვრთნელ კრუმჰოლცს ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰქონდა და თექვსმეტივე ხელბურთელი ათამაშა. გადამწყვეტი გამოდგა ახალბედა ესატუ კუიატეს 3 გოლი თამაშის ბოლო 10 წუთში, 24-23.

საფრანგეთი - მონტენეგრო , ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=oNJhmTf4qGU

საკმაოდ რთულ, A ჯგუფში დანიამ გაანეიტრალა სლოვენიელთა ლიდერი, ანა გროსი და 30-23 მოიგო, მეკარე სანდრა ტოფტმა კი 10 დარტყმა მოიგერია.

დანია - სლოვენია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=YcdwIX9jOW0

უნგრეთის მზარდი გუნდის წაგება ხორვატიასთან ჩემპიონატის პირველი მოულოდნელობა იყო. თანაბარ თამაშში უნგრეთი კატრინ კლუიბერის (9 გოლი) დარტყმის შემდეგ, 48-ე წუთზე დაწინაურდა (19-18),  მაგრამ აქ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი. თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა ფრანგული მეცის უკანახაზელი კამილა მიჩიევიჩი (194 სმ, 4 გოლი). ხორვატიამ 24-22 მოიგო.

უნგრეთი - ხორვატია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=IcKv4ew7N3Q

ამავე,  C ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონ ჰოლანდიისა და სერბეთის მატჩი გადაიდო და დღეს, 23:30 გაიმრთება.  

დღესვე მორიგი 4 მატჩია B და D ჯგუფებში. მეორე რაუნდში ბრძოლას 3-3 გუნდი აგრძელებს ერთმანეთში დაგროვილი ქულებით.  ევროპის ჩემპიონატი 1994 წლიდან იმართება. 13 ტურნირიდან 7 მოიგო ნორვეგიამ, 3 - დანიამ, თითო - უნგრეთმა, მონტენეგრომ და საფრანგეთმა.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი, 4 დეკემბერი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

ჯგუფი. ჰერნინგი

საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23

საფ: ლენო (5 სეივი), დარლო (6); ვალენტინი, ფლიპი, ნიაკატე, კუიატე 3; ზაადი, სერსიენი, ედვიჟი, ლაკრაბერი 2;  ნოკანდი, კოატანეა, დემბელე, ნზემინკო 1

მნტ: ბატინოვიჩი (5), ნენეზიჩი (1); რადიჩევიჩი, მეჰმედოვიჩი 5; იაუკოვიჩი, რამუსოვიჩი, დესპოტოვიჩი 3; გრბიჩი 2; მუგოშა, ბ. კლიკოვაცი 1

დანია - სლოვენია 30-23

დან: ტოფტი (10), რაინჰარდტი (1); ნოლსოე 6; კ. იორგენსენი, ოსტერგორი 5; ჰანსენი 3; ჰაინდალი, ჰაუგსტედი, ბიდსტრუპი 2; ტრანბორგი, ოგოტი, ბურგორი, ჰოილუნდი, ივერსენი 1

სლნ: პანძიჩი (5), ვოინოვიჩი (2); ლიეპოია, ლაზოვიჩი 5; სტანკო 4; გროსი, ომორეგი 3; ზულიჩი 2; სვეტიკი 1

6 დეკემბერი. 21:15 სლოვენია - საფრანგეთი, 23:30 მონტენეგრო - დანია

8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - სლოვენია, 23:30 საფრანგეთი - დანია

ჯგუფი. კოლდინგი

უნგრეთი - ხორვატია 22-24

უნგ: სიკორა (5), ბირო (3); კლუიბერი 9; სოლოში, შაცლი, მარტონი, ლუკაჩი, ტომორი 2; ტოვიზი, კოვაჩიჩი, ჰაფრა 1

ხორ: პიევიჩი (10); მიჩიევიჩი 4; იეზიჩი, დებელიჩი, ბლაჟევიჩი 3; კრშნიკი, ს. პოშავეცი, კალაუსი, ვიდაკი 2; პ. პოშავეცი, იაპუნძა, მამიჩი 1

ჰოლანდია - სერბეთი გაიმართება  დღეს, 23:30

6 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - უნგრეთი, 23:30 ხორვატია - ჰოლანდია

8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - ხორვატია, 23:30 ჰოლანდია - უნგრეთი

ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 2, შვედეთი 2, ჩეხეთი 0, ესპანეთი 0

3 დეკემბერი. რუსეთი - ესპანეთი 31-22, შვედეთი - ჩეხეთი 27-23

5 დეკემბერი. 21:15 ჩეხეთი - რუსეთი (სილკ 3), 23:30 ესპანეთი - შვედეთი (სილკ 3)

7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი - ჩეხეთი, 23:30 რუსეთი - შვედეთი

ჯგუფი.  კოლდინგი // ნორვეგია 2, გერმანია 2, რუმინეთი 0, პოლონეთი 0

3 დეკემბერი. რუმინეთი - გერმანია 19-22, ნორვეგია - პოლონეთი 35-22

5 დეკემბერი. 19:00 პოლონეთი - რუმინეთი (სილკ 1), 21:15 გერმანია - ნორვეგია (სილკ უნივერსალი)

7 დეკემბერი. 21:15 გერმანია - პოლონეთი, 23:30 რუმინეთი - ნორვეგია

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი

ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის