შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

ეროვნული ნაკრები მარტში ითამაშებს

უახლოესი ტურნირი ხელბურთის ეროვნული ნაკრებისთვის იქნება ევრო 2024-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 2021 წლის 12-14 მარტს გაიმართება. 

მონაწილეები არიან საქართველო, კვიპროსი, ბულგარეთი და დიდი ბრიტანეთი. ტურნირის მასპინძლის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. 2 საუკეთესო გუნდი გავა პლეიოფში, სადაც გათამაშდება მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურები.  მთავარი შესარჩევი ეტაპი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება 32 გუნდის მონაწილეობით. გათამაშდება ევრო 2024-ის 20 საგზური. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმსპინძლებს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, პანდემიის გამო, მარტისთვის გადადება ამჯობინა.

ხელბურთი. ევრო 2021. კაცები.

პირველი შესარჩევი ეტაპი. 12-14 მარტი, 2021

კვიპროსი, საქართველო, ბულგარეთი, ბრიტანეთი

2 საუკეთესო გავა პლეიოფში