გიორგი ცხოვრებაძემ 1 გოლი გაიტანა თავის სადებიუტო მატჩში ევროპის ლიგაზე, მონპელიემ კი სტუმრად 23-22 დაამარცხა ხორვატიის ნექსე.

ფრაანგულმა კლლუბმა პირველი მატჩის გამართვა მხოლოდ მესამე ტურში მოახერხა. ხორვატიის ქალაქ ნაშიცეს დარბაზში მაყურებელი არ ყოფილა.

მონპელიე თვიდანვე იგებდა. ცხოვრებაძე მოედანზე 22-ე წუთზე გამოჩნდა მარჯვენა გარემარბ იანის ლენის ნაცვლად და გამოსვლისთანავე გაიტანა: სწრაფი გარღვევისა და მელვინ რიშარსონის პასის შემდეგ. მონპელიე ამ გოლის შემდეგ 9-6 დაწინაურდა, ტაიმი კი 10-8 მოიგო.

სტუმრები წინ იყვნენ თამაშის ბოლომდე. მე-40 წუთზე უგო დესკამ მაქსიმალური სხვაობა დააფიქსირა (16-11),  მაგრამ ნექსემ ბოლომდე იბრძოლა და დასრულებამდე 24 წამით ადრე მარინ ელინიჩმა გაათანაბრა: 22:22. მონპელიეს მოაგებინა მარჯვენა ინსაიდმა მელვინ რიშარსონმა: მისი შედეგიანი დარტყმის შემდეგ მასპინძლებს სულ 7 წამი დარჩათ და მონპელიემ პირველ მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა: 23-22.

21 ნოემბერს მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად ეთამაშება ტრემბლეს, ხოლო 24 ნოემბერს მეორე თამაში აქვს ევროპის ლიგაში - თურქეთის ბეშიქთაშს მასპინძლობს.

ევროტურნირებზე ახლა ქართველი ქალების დროა. 20 და 22 ნოემბერს მედეა ჩოხელის გუნდი, მაკედონიის კუმანოვო ორჯერ თამაშობს უკრაინაში, ლვოვის გალიჩანკას წინააღმდეგ; 21 და 22 ნოემბერს კი ქეთევან ვენეცკის გუნდი, ისტოგუ, კოსოვოში ორჯერ მასპინძლობს ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. ორივე წყვილის გამარჯვებული გადის ევროპის თასის მერვედფინალში.

ხელბურთი. ევროპის ლიგა

C ჯგუფი, 17 ნოემბერი

ნაშიცე ნექსე (ხორ) - მონპელიე (საფ) 22-23

მნპ: შეგო, ბონფუა - დესკა 5, ბატე 3, ი. ლენი 3, რიშარსონი 3, ბორჟესი 2, პორტი 2, დუარტე 2, სიმონეტი 1, ცხოვრებაძე 1, პეტერსონი 1, ტრუხანოვიჩუსი, პელასი, ბოსი, ა. ლენი

მაგდებურგი - ცსკა 37-30, ბეშიქთაში - ალინგსასი 24-32

მაგდებურგი (გერ) 4 ქულა (2 თამაში), ალინგსასი (შვდ) 2 (2), ნექსე (ხორ) 2 (2), მონპელიე (საფ) 2 (1), ცსკა (რუს) 0 (1) ბეშიქთაში (თურ) 0 (2)

A: ვისლა პლოცკი (პოლ) 4 (2), ლეონი (ესპ) 3 (2), ტულუზი (საფ) 3 (3), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 2 (2), ფივერსი (ავს) 2 (3), მეტალურგი (მკდ) 0 (2)

B: კრისტიანსტადი (შვდ) 4 (3), ფუხსე ბერლინი (გერ) 2 (1),  ნიმი (საფ) 2 (2), სპორტინგი (პორ) 2 (1), ტატრან პრეშოვი (სლკ) 0 (1), დინამო ბუკურეშტი (რუმ) 0 (2)

D: შაფჰაუზენი (შვც) 3 (2), რაინ ნეკარი (გერ) 2 (1), ტრებნიე (სლნ) 2 (1), GOG (დანია) 2 (3), ეუროფარმ პელისტერი (მკდ) 1 (2), ტატაბანია (უნგ) 0 (1)

4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT