სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს თასის ფინალში, 13 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და სახელბურთო კლუბი ქუთაისი. 

პირველ ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „შავი ზღვის ბიჭებმა“ 33-25 მოუგო სტუ-იმედს. სტუ დასაწყისში 6-5 იგებდა, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 8 გოლი: 6-13. ამაში მთავარი დამნაშავე იყო ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის მეკარე გიგა ტორონჯაძე. მან დღეს მოიგერია ოთხივე შვიდმეტრიანი, სულ კი მის კარში წასული 33 დარტყმიდან გაუშვა 16 და უკუაგდო 17, რაც 50 პროცენტზე მეტია და კაცთა ხელბურთში უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. გიგამ 50-ე წუთზე დაუთმო ადგილი ახალგაზრდა ვარშალომიძეს, ამ დროისთვის კი ბათუმი 31-16 იგებდა.

დღესვე რამდენიმე ახალგაზრდა მეკარემ აჩვენა კარგი თამაში: 16 სეივი ჰქონდა ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატს ელიზბარ ჩხიკვაძეს (სამტრედია), 13 - სანდრო ხანდოლიშვილს (სტუ) და ირაკლი დიხამინჯიას (პეგასი), 12 - ნაზიმ ალიევს (ქარიშხალა და ჭაბუკთა ნაკრები), 10 - ფოთელ ბექა კეკუას. 

მეორე ნახევარფინალში ქუთაისმა იოლად მოუგო სპორტის უნივერსიტეტს: 45-30. სტუდენტებს, მეოთხედფინალში პეგასის დამარცხების შემდეგ მეორე მოულოდნელობის შემოსათავაზებლად ძალა არ ეყოთ. უკიდურესად დაძაბული იყო მე-5-8 ადგილების პლეიოფი, სადაც ფოთმა 33-28 აჯობა ქარიშხალას, ხოლო სამტრედიამ - პეგასს, 30-27.

ბათუმ-ქუთაისის ფინალი საქართველოს თასზე ზედიზედ მეორედ გაიმართება. 2019 წლის 17 ოქტომბერს, გლდანში, ბათუმმა 27-20 მოიგო, 2018 წლის მაისში კი, საქართველოს ჩემპიონატის უკიდურესად დრამატულ ფინალში, შვიდმეტრიანების სერიაში დაამარცხა იგივე მეტოქე, 31-30. ეს ორი გუნდი 2019-20 სეზონის, ვადამდე შეწყვეტილ ჩემპიონატშიც პირველ-მეორე ადგილებზე იყო, ასე რომ, ფინალის შემადგენლობა უდაოდ ლოგიკურია.

ვინ შეიძლება იყოს ფავორიტი? ბათუმი ქვეყნის სამგზის ჩემპიონი (2016, 18, 19) და თასის ორგზის მფლობელია (2015, 19), ქუთაისს ტიტული ჯერ არა აქვს - ერთხელ იყო თასის ფინალისტი (2019), ჩემპიონატში კი ვერცხლისა (2018) და ბრინჯაოს (2015) მედლები მოუპოვებია.

შემადგენლობებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი სეზონისთვის ქუთაისი აშკარად გაძლიერდა - მათ დღევანდელ გუნდში ბათუმელთა შარშანდელი ძირითადი შვიდეულის ორი ხელბურთელია - სიმონია და გოგოლაძე. ქუთაისელებს უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ და სწრაფ თამაშში უპირატესობა უნდა ჰქონდეთ; სამაგიეროდ, ბათუმს ზოგიერთ პოზიციაზე უკეთესი შემსრულებლები ჰყავს, უკეთესად დგას დაცვაში და პოზიციური შეტევაც უფრო ეხერხება. 

გამარჯვებული 13 ნოემბერს გვეცოდინება, ხვალ კი  გლდანის აკადემიაში 12 საათზე მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ ქარიშხალა და პეგასი, 14 საათზე ფოთი და სამტრედია შეხვდებიან მეხუთე ადგილისთვის.

ტურნირი დასრულდება პარასკევს, სპორტის სასახლეში. 13 საათზე იქ მესამე ადგილისთვის მატჩია სტუ-იმედსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის, 15 საათზე კი ფინალიც დაიწყება.

ტურნირზე მაყურებელი არ დაიშვება, თუმცა, ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი ხელმისაწვდომია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

11 ნოემბერი, გლდანის აკადემია. ნახევარფინალი

BSB ბათუმი - სტუ-იმედი 33-25

ბათ: ტორონჯაძე (17 მოგერიება, 52%), ვარშალომიძე (1) -  ახალბედაშვილი 8, აბრამიშვილი 7, ლაპიაშვილი 6, მსხვილიძე 5, გიორგაძე 3, ბერძენიშვილი 1, ტიელიძე 1, ზაქარაძე 1, თურმანიძე 1, მჟავანაძე, ბაინაზიშვილი, კაკულია, კახიძე

სტუ: ხანდოლიშვილი (13), სეთურიძე (1) - ყორიაული 7,  ტალახაძე 6, გოგალაძე 4, ერისთავი 4, ჭელიძე 2, ნაწილაშვილი 1,  კობახიძე 1, გრიშიკაშვილი

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

ქუთაისი - სპორტუნი 45-30

ქუთ: მაისურაძე (5), გულეიშვილი (4), რუხაძე (5) - სიმონია 9, სურმავა 9, გოგოლაძე 7, ფერაძე 5, სტურუა 5, ხაჟომია 4,  გამზარდია 4, მერკვილაძე 1, ჯუღელი 1

სპ: აბდელდაიემი 1 გოლი (9 მოგერიება) - ბულბულაშვილი 12, ლ. იმნაძე 5, ჩიკვილაძე 4,  მიქავა 2,  ჯ. იმნაძე 2, იობაშვილი 2, ზურაბიანი 1, შევჩენკო 1, კორსანტია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

პლეიოფი 5-8 ადგილებისთვის

ოქროს ვერძი ფოთი - ქარიშხალა 33-28

ფოთ: გოგოხია (3), ბ. კეკუა (10), თ. კეკუა - ჟვანია 12, ალანია 8, დიდია 6,  მელიავა 3, ბჟალავა 3, ბერაია 1, კვარაცხელია

ქარ: ალიევი (12), ქირია (2), გაბიდაური - გ. მუკბანიანი 9, ჩაფიძე 7, ლ. მუკბანიანი 5, მიხელიძე 5, ძაგნიძე 1, ფანჩვიძე 1, გურასპაული, შარიფაშვილი, სლოევი, ხუციშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

სამტრედია - პეგასი 30-27

სამ: ჩხიკვაძე (16), დუნდუა (1), გაგუა - ვ. ხელისუფალი 12, ხომერიკი 10, ადამია 5, აფრიდონიძე 2, ბერიძე 1, დ. ხელისუფალი, სულიკო კიკაბიძე, ხონელიძე, მანია, საბა კიკაბიძე

პეგ: დიხამინჯია (13), გორგოძიანი, თავაძე - კოხრეიძე 10, კობახიძე 5, უთმელიძე 4, ჟვანია 3, პატაშური 3, ჩეჩელაშვილი 2, არეშიძე, გრიშიკშვილი, ლანჩავა, დარსანია

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე - ვ. ბერიაშვილი

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

12:00 მე-7-8 ადგ. ქარიშხალა - პეგასი

15:00 მე-5-6 ადგ. ფოთი - სამტრედია

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგ. სტუ-იმედი - სპორტუნი

15:00 ფინალი. BSB ბათუმი - ქუთაისი

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal