სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

15 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის „ხელბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2020-30 წლებისთვის“ მოსმენა.

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი.

სხდომაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე. მან წარმოადგინა სამნაწილიანი ნაშრომი:  ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაოს სრული ანალიზი 2012-19 წლებში და მდგომარეობა 2020 წლისთვის; განვითარების სტრატეგიულ გეგმა 2020-30 წლებისთვის; სტრატეგიული გეგმის განსახორციელებელი ბიუჯეტი პირველი 4 წლისთვის (2021-24).

ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრა 2012-20 წლებში გაწეულ სამუშაოსა და შედეგებზე: - საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში დაიმკვიდრა საერთაშორისო ფედერაციების საიმედო პარტნიორისა და ტოპ-ორგანიზატორის სახელი, წარმატებით ჩაატარა ათზე მეტი უმაღლესი რანგის შეჯიბრება, ხოლო 2022 წლისთვის მიიღო გოგონათა 32-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება თბილისსა და ბათუმში; ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრები რეგულარულად გამოდის ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, რის შედეგედაც ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ხელბურთელი, ხოლო ნაკრები გუნდები დაწინაურდნენ საერთაშორისო რეიტინგებში; დიდი პაუზის შემდეგ აღორძინდა ქალთა ხელბურთი;  დაინერგა ქვიშის ხელბურთი, რომელსაც უკვე გააჩნია ოლიმპიური მომავალი; დასტაბილურდა შინაური შეჯიბრებების კალენდარი - ბოლო 6 წელია, რეგულარულად იმართება 6 ჩემპიონატი: ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა და ორ-ორი ასაკობრივი კატეგორიის პირველობა გოგონებსა და ჭაბუკებში.

ბოლო წლების განმავლობაში ფედერაციას სრული მხარდაჭერა ჰქონდა სპორტის ყველა მმართველი ორგანოდან. ფედერაციის ბიუჯეტი რეგულარულად იზრდებოდა, მაგრამ წინ ახალი ათწლეულია და ახალი გამოწვევები, პრობლემები კი კვლავაც ბევრია. ერთ-ერთი უპირველესია ის, რომ ფედერაციის საკუთრებაში არაა არცერთი სპორტული ობიექტი და ბიუჯეტის თითქმის მესამედი არენების იჯარაზე იხარჯება; დასარეგულირებელია საკლუბო ხელბურთის სისტემა - კაცთა უმაღლესი ლიგის რვიდან მხოლოდ ორ გუნდს გააჩნია დაფინანსება; ახალი ათწლეული კი ზუსტად ის პერიოდია, როდესაც უნდა დავიწყოთ მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება - ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოეს წლებში რეალურად შეუძლია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასასვლელად ბრძოლა. სრულიად განსაკუთრებული ნიშაა ქალთა სპორტი, რომელიც ჩვენში ფაქტიურად აუთვისებელია და ვფიქრობთ რომ ამ ადგილის დაჭერა ქალთა ხელბურთს შეუძლია;  ერთი სიტყვით, უკეთესი შედეგებისთვის საჭიროა მეტი მატერიალური შესაძლებლობა, მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის მოზიდვა და მათთვის მეტი მოტივაციის შექმნა; მეტი კვალიფიციური მწვრთნელის აღზრდა...

კაკაბაძის მოხსენების შემდეგ გაიმართა განხილვა.

ძალიან საინტერესოდ ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ვეტერანმა ხელბურთელმა გენადი მარგველაშვილმა, შემდეგ კი სიტყვა ითხოვა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: - მახსოვს, რომ 2017 წელსაც გვქონდა კომიტეტში ხელბურთის შესახებ მსჯელობა. მაშინაც ყველანი შევთანხმდით, რომ ხელბურთს ჩვენში დიდი პერსპექტივა აქვს, ხოლო ფედერაცია მენეჯმენტის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, პრობლემები, როგორც ხედავთ, დღესაც არის. ვისურვებდი, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უფრო ქმედითი გამომდგარიყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ ყოველმხრივ მხარს უჭერს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენებას, ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციიის მხრიდან ამგვარი საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადება.

განხილვაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ანატოლი კორეპანოვი: - ხელბურთის განვითარების სტრატეგია მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს შესაბამისად. ხელბურთის სტრატეგია არის შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შუალედური (2025 წლისთვის) და საბოლოო (2030 წლისთვის მისაღწევი) შედეგები. სტრატეგიის გათვალისწინებით, ასევე მომზადდა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია საჭირო ფინანსური რესურსიც.  

სხდომა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის

თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა:

„საქართველოსთვის ხელბურთი არ არის სპორტის ახალი სახეობა და წლების წინ 

ჩვენ არაერთი წარმატებული სპორტსმენი გვყავდა. კარგია, რომ ფედერაცია აქტიურობს და 

ყველაფერს აკეთებს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და 

განვითარებისთვის. რაც შეეხება კომიტეტის მხრიდან ხელბურთის 

განვითარების ხელშეწყობას, სხდომაზე წარმოდგენილ

ანგარიშის საფუძველზე კომიტეტი რეკომენდაციებს 

მოამზადებს და შესაბამის უწყებებს წარუდგენს“.

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal