მთავარი
11/12/13 შვიდი გუნდი უკვე პლეიოფშია
- Published: ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2013 06:26
ჯგუფური ტურნირის მესამე დღის შემდეგ შვიდმა გუნდმა უკვე გაინაღდა მერვედფინალში გასვლა სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
საფრანგეთმა მეორე ტაიმში გატეხა ჰოლანდია (23:19) და მონტენეგროსთან ერთად 3 მოგებით ლიდერობს A ჯგუფში.
B ჯგუფში ბრაზილიასთან დამარცხდა მასპინძელი, სერბეთის გუნდი - 23:25. სერბები მთელი თამაში მდევრები იყვნენ და სირენამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - 21:21, მაგრამ მეტი ვეღრ მოახერხეს. 5-5 გოლით ბრაზილიის გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ გარემარბი ალესანდრა ნასიმენტო და ინსაიდი ედუარდა ამორიმი. ამავე ჯგუფში 3 მოგება დანიის ნაკრებს აქვს.
C ჯგუფში წაუგებელი მხოლოდ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნორვეგიაა, ხოლო D ჯგუფში - უნგრეთი და გერმანია. გერმანელებმა პრინციპული მატჩი მოუგეს რუმინეთს (26:23), ხოლო ჩეხეთმა დაამარცხა ტუნისი - 28:24 და შესაძლოა, სწორედ ამ მოგების წყალობით მოხვდეს მერვედფინალში.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
10 დეკემბერი
A ჯგუფი
კორეა - დრ კონგო 34:20
მონტენეგრო - დომინიკელთა რესპუბლიკა 33:19
ჰოლანდია - საფრანგეთი 19:23
მონტენეგრო, საფრანგეთი 6, კორეა 4, ჰოლანდია 2 / დომ. რესპ, კონგო 0
B ჯგუფი
ჩინეთი - იაპონია 27:33
ბრაზილია - სერბეთი 25:23
დანია - ალჟირი 38:20
დანია, ბრაზილია 6, სერბეთი 4, იაპონია 2 / ჩინეთი, ალჟირი 0
C ჯგუფი
პოლონეთი - ანგოლა 32:23
ესპანეთი - არგენტინა 25:19
ნორვეგია - პარაგვაი 34:13
ნორვეგია 6, პოლონეთი, ანგოლა, ესპანეთი 4 / არგენტინა, პარაგვაი 0
D ჯგუფი
ჩეხეთი - ტუნისი 28:24
გერმანია - რუმინეთი 26:23
უნგრეთი - ავსტრალია 39:15
უნგრეთი, გერმანია 6, რუმინეთი 4, ჩეხეთი 2 / ტუნისი, ავსტრალია 0
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
დღეს
A ჯგუფი. 19:00 დომ. რესპ - კორეა, 21:15 ჰოლანდია - კონგო, 23:30 საფრანგეთი - მონტენეგრო
B ჯგუფი. 18:45 ბრაზილია - იაპონია, 21:00 ალჟირი - ჩინეთი , 23:15 სერბეთი - დანია