სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო. 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს - 17 წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. 2017 წელს თბილისში უკვე გამართა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა, რომელშიც 24 უძლიერესი გუნდი თამაშობდა. 2021 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 32 გუნდამდე გაზარდა. ეს ნიშნავს 116 მატჩს 13 სათამაშო დღის განმავლობაში 4 სხვადახვა არენაზე.

საქართველოს ფედერაცია ამ ტურნირის ჩატარებას გეგმავს თბილისსა და ბათუმში, სადაც მალე მწყობრში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ორი არენა. მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის შესახებ უკვე მიიღო. 32 მონაწილე ქვეყანა კონტინენტური ჩემპიონატების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საკითხი აქაც გადაწყვეტილია და შეჯიბრების დროა 2021 წლის აგვისტო. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამჯერ გაიმართა: 2016 და 2018 წლებში 18-წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო 2019 წელს - 17-წლამდელ გოგონათა შორის. მსგავსი ფორმატის ტურნირებში, როგორც წესი, მონაწილეობს 8-დან 12 გუნდამდე. ზუსტი რაოდენობა და მონაწილე ქვეყნები წლეულს, შემოდგომაზე გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირზე ერთი თაობის, 2004-05 წლებში დაბადებული გოგონები ითამაშებენ.  ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფედერაციამ ორივე შეჯიბრების მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი. მიზანი ქალთა ხელბურთში თაობათა უწყვეტობის უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებაა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გამოვიდა ხელბურთელი გოგონების რამდენიმე თაობა, ხოლო აქ აღზრდილი რამდენიმე მოთამაშე წარმატებით ასპარეზობს ევროპულ კლუბებში. 2021 წელს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

უკვე არსებობს 2004-05 წლებში დაბადებულთა ნაკრებიც და მას საერთაშორისო დებიუტი ამ ზაფხულს, შვედეთში, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა ჰქონოდა, მაგრამ, პანდემიის გამო შეჯიბრება გაუქმდა. ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობდა 10 სხვადასხვა ქალაქიდან. ყველა კლუბში არიან ნაკრების კანდიდატები, რომელთა რიცხვი ორმოცდაათს აღწევს.

იძულებითი პაუზის შემდეგ, ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადების განახლება აგვისტოში იგეგმება.  

აგვისტოშივე უნდა დაიწყოს ერთობლივი ვარჯიში ყველა სხვა ასაკობრივმა ნაკრებმაც.  ჭაბუკთა ორი, 20 და 18-წლამდელთა გუნდის ევროპის ჩემპიონატები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ზაფხულიდან იანვარში გადაიტანა. გაისად ევროპირველობა უწევს გოგონათა 19-წლამდელთა ნაკრებსაც და ასევე ჭაბუკთა ახალ თაობას, 2004-05 წლებში დაბადებულებს. ნაკრების ყველა კანდიდატი აქამდე შინ, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ემზადებოდა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დიდი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო ფედერაციებში და უმაღლესი დონის შეჯიბრებების ერთ-ერთ საუკეთესო  ორგანიზატორად ითვლება. 2015 წლიდან მოყოლებული აქ გაიმართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3 ფინალური და 2 შესარჩევი ტურნირი, IHF ერთა თასი, EHF ქალთა თასი და IHF/EHF 2 ჩელენჯ-ტროფი; ამას გარდა, 2012 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში. კიდევ ერთი ტურნირი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში - 2020 წლის ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატები, რომლებისთვისაც ივლისში ბათუმს უნდა ემასპინძლა, პანდემიის გამო გაუქმდა.

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal