facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ივნისისთვის გადაიტანა ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები, ხოლო ევროპულმა ფედერაციამ მინიმუმ 12 აპრილამდე შეაჩერა ყველა ევროტურნირი და სანაკრებო შეჯიბრება. შეჩერებულია ნაციონალური ჩემპიონატებიც.

ოლიმპიადის 3-3 საკვალიფიკაციო ტურნირი უნდა გამართულიყო 20-22 მარტს ქალთა შორის და 17-19 აპრილს კაცებში. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვადა ჯერჯერობით უცვლელია: 24 ივლისი - 9 აგვისტო.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა EHF პრეზიდენტის მიხაელ ვიდერერის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

„ევროპული ფედერაცია მთლიანად ინფორმირებულია SARS-CoV-2 ვირუსის გამო შექმნილი სიტუაციის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს, თუ როდის შეიძლება განახლდეს და როგორ დასრულდეს სეზონი, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია ისეთია, რომ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. ყველა ახალი ინფორმაცია გამქვეყნდება EHF  ვებგვერდზე, ჩვენ კი, ამ რთულ დროში გისურვებთ ყოველივე კარგს, უპირველესად - ჯანმრთელობას!“

რაც შეეხება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მუშაობას: საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩი 4 მარტს გაიმართა, რის შემდეგაც, ყველა, ექვსივე ჩემპიონატი - ქალთა და ვაჟთა უმაღლესი ლიგა და 2-2 ასაკობრივი პირველობა, შეჩერდა. ვერ დასრულდა კაცთა ახალგაზრდული ნაკრების მორიგი შეკრება,  რომელიც მძლეოსნობის სასახლეში მიმდინარეობდა და გადაიდო გოგონათა ნაკრების მორიგი სავარჯიშო ციკლი.

შინაური სეზონის განახლება-დასრულება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. უპირველესი, რა თქმა უნდა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal