facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბმა, ბრაგამ, პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო რაუნდში მოხვდა. 

პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 წრედ თამაშობდა და 6 უძლიერესი ჩემპიონობისთვისა და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლის უფლებას იღებდა. ბრაგამ ამოცანა ბოლო ტურში გადაჭრა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ კლუბი მერვე ადგილამდე დაეშვა, მაგრამ მოიგო ბოლო სამი თამაში, მათ შორის გადამწყვეტი, 26-ე ტურის მატჩი მაია ისმაისთან, 29-22 და 53 ქულით (13 მოგება, 1 ფრე, 12 წაგება), მეექვსე ადგილზე გავიდა.

ქართველი ხაზის მოთამაშე ბოლო სამ მატჩში გამორჩეული იყო და 13 გოლი გაიტანა. სულ არსენაშვილმა პირველი ეტაპის ყველა, 26 მატჩში ითამაშა და 63 გოლი დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, 66.40 ქულა, არსენაშვილს ბრაგაში მეორე შედეგი ჰქონდა, მთელ ჩემპიონატში კი 34-ე პოზიციაზე იყო. 21 წლის ქართველი პორტუგალიის ჩემპიონატში ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა, იქამდე კი ორი წელი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა. საქართველოში ის ქარიშხალასა და სტუ-ს ღირსებას იცავდა და ქვეყნის ყველა ნაკრებში უთამაშია.

ჩემპიონატი ასე გაგრძელდება: 6 საუკეთესო კლუბი - პორტუ, სპორტინგი, ბენფიკა, ბელენენსეში, აგუაშ სანტაში და ბრაგა ერთმანეთში კიდევ ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპზე გუნდებს გადაჰყვათ პირველ რაუნდში დაგროვილი ქულების ნახევარი. ბრაგა 27 ქულით მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება აგუაშ სანტაშს და ორით - მეოთხე ადგილზე მყოფ ბელენენსეშს. შესაბამისად, გუნდი ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძოლებს, ჩემპიონის ვინაობა კი ორ გრანდს, პორტუსა და სპორტინგს შორის გაირკვევა.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. პირველი ეტაპის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. პორტუ 77 ქულა, 2. სპორტინგი 75, 3. ბენფიკა 67, 4. ბელენენსეში 57, 5. აგუაშ სანტაში 56, 6. ბრაგა 54 - 7. გაია 53, 8. მადეირა 49, 9. მაია-ისმაი 46, 10. ბოა ჰორა 45, 11. ავანკა 44, 12. ჰორტა 43, 13. ბოავიშტა 32, 14. ვიტორია 30

მეორე ეტაპის წინ: პორტუ 39 ქულა, სპორტინგი 38, ბენფიკა 34, ბელენენსეში 29, აგუაშ სანტაში 28, ბრაგა 27

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal