ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 45-33 დაამარცხა სტუ-იმედი და 26 ქულით ლიდერობს.  24 ქულა აქვს ქუთაისს, რომელმაც 43-34 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს.

 სპორტუნმა ბრძოლა გაუმართა ქუთაისს და დასაწყიში 6-3 დაწინაურდა, შემდეგ ქუთაისელთა 16 წლის მეკარემ გიგი რუხაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა, კიდევ კარგა ხანი ფრე იყო: 11-11, მე-18 წუთი. ქუთაისმა, რომლის მწვრთნელები რამდენიმე წამყვან მოთამაშეს ასვენებდნენ, ტაიმი 20-17 მოიგო.

შესვენების შემდეგ ქუთაისელთა უპირატესობა 5-6 ბურთის ფარგალში იყო, თუმცა, გამზარდიამ სულ ბოლო წამზე მაინც აიყვანა სხვაობა ცხრამდე, 43-34. ორი მოთამაშის მონაგარი 10 გოლს ასცდა - ქუთაისელმა სურმავამ 12 გოლი გაიტანა, სპორტუნის გიორგი იობაშვილმა - 11.

„შავი ზღვის ბიჭებისა“ და სტუ-იმედის პირველი წრის მატჩში, ქუთაისში, სერიოზული ბრძოლა იყო და ჩემპინმა მხოლოდ 3 ბურთით მოიგო, 28-25. ბრძოლა იყო თბილისური თამაშის პირველ ნახევარშიც. სტუ-იმედი ხუთით ჩამორჩა 6-11, მაგრამ ალანიას ორი სწრაფი გარღვევის შემდეგ, 22-ე წუთზე, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (12-13), შესვენებაზე კი ლიდერის უპირატესობა მხოლოდ 2 ბურთი იყო - 17-15.

შესვენების შემდეგ ბათუმელთა გუნდში მოედანზე გამოვიდა რატი მსხვილიძე და ოთხჯერ გაიტანა, უკანახაზელებმა, ტალახაძემ და სიმონიამ პირადი ანგარიში რვამდე გაზარდეს, სხვაობამ კი პროგრესულად იწყო ზრდა და სირენის წინ თორმეტამდე ავიდა: 45-33. ბათუმი 26 ქულით ლიდერია.

მეორე წრის ბოლომდე 4 მატჩია დარჩენილი, მაგრამ 17 მარტამდე ჩემპიონატში იძულებითი შესვენებაა - ეწ კორონავირუსის გავრცელების გამო.  ყველა ტურნირის შესწორებული განრიგი დამატებით გამოქვეყნდება.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 4 მარტი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი - ქუთაისი 34-43

სპ: ხანდოლიშვილი - იობაშვილი 11, ბულბულაშვილი 7, ზურაბიანი 6, ჩაკვეტაძე 5, იმნაძე 4, დელიბაშვილი 1, გულდედავა

ქუთ: რუხაძე, გულეიშვილი - სურმავა, 12, ზარნაძე 6, ჯუღელი 5, იმნაძე 4, გამზარდია 4, კობახიძე 3, ფერაძე 3, სტურუა 3, ლომიძე 2, აბულაძე 1, ხაჟომია, რუსტამოვი, მერკვილაძე 

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

იმედი-სტუ - BSB  ბათუმი 33-45

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - ალანია 9, ყორიაული 7, გრიშიკაშვილი 3, ერისთავი 3, აბჟანდაძე 3, კორსანტია 3, თიგიშვილი 3, გოგალაძე 2,  გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ტალახაძე 8, სიმონია 8, ლაპიაშვილი 6, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 4, მსხვილიძე 4, მიქავა 3, ტიელიძე 2, ცხადაია 2, გიორგაძე 1, მჟავანაძე 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე წრის ბოლომდე

წყალტუბო - გორი

სამტრედია - პეგასი

სამტრედია - გორი

წყალტუბო - პეგასი

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal