EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

22/05/14 მეორე მოგება და განაღდებული ნახევარფინალი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ანდორაში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის ევროპული ზონის ტურნირზე. ქართველებმა 34:24 მოუგეს ბრიტანეთს და ნახევარფინალში გასვლა გაინაღდეს.

ნახევარფინალამდე, პარასკევს, კიდევ ერთი მატჩი გვაქვს მოლდოვასთან, შაბათ-კვირას კი პლეიოფია. ტურნირის გამარჯვებული გავა ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც გაიმართება 2015 წელს და სადაც კონტინენტური ტურნირების გამარჯვებულები ითამაშებენ.

 

IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014
A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია
B
ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი
21
მაისი. საქართველოალბანეთი 45:18
22 მაისი. საქართველობრიტანეთი 34:24
23
მაისი, 18:00 მოლდოვასაქართველო
24
მაისი, ნახევარფინალები
25
მაისი, ფინალი

საქართველოს ახალგაზრდული (20 ) ნაკრები
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)
მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი

 

Leave a Reply