ესპანეთის ნაკრებმა ფინალში 22-20 დაამარცხა ხორვატია და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ხელბურთში. მესამე ადგილისთვის ნორვეგიამ 28-20 მოუგო სლოვენიას.  

ესპანეთი-ხორვატია: https://www.youtube.com/watch?v=aEkpMeDPaes

ხორვატები  არასოდეს ყოფილან ევროპის ჩემპიონები. მათი 69 წლის მწვრთნელი ლინო ჩერვარი სანაკრებო კარიერას ასრულებდა და მხოლოდ ეს ტიტული აკლდა - ის უკვე ყოფილა ხორვატიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

ფინალის დასაწყისი ხორვატების იყო. მე-19 წუთზე მარინო მარიჩმა თავისი გუნდი სამით დააწინაურა, 10-7.  პასუხად ხორდი რიბერამ წუთშესვენება აიღო და მოედანზე შეიყვანა ხორხე მაკედა, რომელმაც ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, 10-10. ხორვატიამ ზედიზედ 9 წუთი ვერ გაიტანა გოლი და ენტრერიოსის დარტყმის შემდეგ ესპანეთმა ტაიმი 12-11 მოიგო.

33-ე წუთზე ხორვატებს ძვირად დაუჯდათ ზლატკო ჰორვატის გაძევება: ალეიქს გომესმა ჯერ შვიდმეტრიანი გაიტანა, შემდეგ კი ორჯერ ზუსტად დაარტყა ცარიელ კარში - 16-12.

აქ უკვე ესპანეთს დაუდგა 9-წუთიანი კრიზისი, რომლის დროსაც ხორვატიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, 49-ე წუთზე მარკო მამიჩმა გაათანაბრა (18-18), დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი შტეპანჩიჩმა ხორვატია დააწინაურა - 19-18.

დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში 19-19 იყო, როდესაც ორწუთიანში წავიდა ესპანელი რაულ ენტრერიოსი. ხორვატებს კარგი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ დაბოლოება ასეთი გამოვიდა: ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა დომაგოი დუვნიაკმა ბურთი დაკარგა, შემდეგ შეტევაში კი იგორ კარაჩიჩმა გარბენი გააკეთა. ამის პასუხად ალექს დუიშებაევმა ჯერ შვიდმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი შორეული დარტყმით მატჩის ბოლო გოლი გაიტანა - 22-20, ესპანეთმა კი ჩემპიონობასთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ყველა საინტერესო ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

26 იანვარი. სტოკჰოლმი, შვედეთი. ტელე 2 არენა

ფინალი. ესპანეთი - ხორვატია 22-20

ესპ: პერესი 8/19, კორალესი 0/9 - გომესი 5, მაკედა 3, ენტრერიოსი 3, სარმიენტო 2, აგინაგალდე 2, კანელასი 2, დუიშებაევი 1, ფერნანდესი 1, სოლე 1, გონი 1, ფიგერასი 1, არინიო, გვარდიოლა, მოროსი - მწვ. ხორდი რიბერა 

ხორ: შეგო 4/19, აშანინი 1/7 - დუვნიაკი 5, კარაჩიჩი 4, მარიჩი 3, შტეპანჩიჩი 3, ჰორვატი 2, მანდიჩი 1, მამიჩი 1, ბროზოვიჩი 1, მუსა, ცინდრიჩი, მატანოვიჩი, სარაცი, შიპიჩი, ჰრსტიჩი - მწვ. ლინო ჩერვარი

მსაჯები: ნაჩევსკი, ნიკოლოვი (მკდ), 17 769 მაყურებელი

25 იანვარი. მე-3 ადგილისთვის. ნორვეგია - სლოვენია 28-20

იონდალი 7, ბიორნსენი 5, ბერგერუდი 14/32 - ბომბაჩი 5, ფერლინი 14/42  

მე-5 ადგილისთვის. გერმანია - პორტუგალია 29-27

კუნი 6, გოლა 4, ვოლფი 11/33 - ფერასი 4, ბორჟესი 4, კინტანა 12/40

ოლ-სტარი: MVP დომაგოი დუვნიაკი, ხორ - GK გონსალო პერესი, ესპ - LW მაგნუს იონდალი, ნორ - LB სანდერ საგოსენი, ნორ - CB იგორ კარაჩიჩი, ხორ - RB ხორხე მაკედა, ესპ - RW ბლაჟ იანცი, სლნ - LP ბენცე ბანჰიდი, უნგ - მცველი ჰენდრიკ პეკელერი, გერ - ბომბარდირი საგოსენი, 65 გოლი

https://www.youtube.com/watch?v=1fpcDF0vh4U

სტატისტიკა. გოლები: საგოსენი, ნორ 65 - თამაშიდან გატანილი: საგოსენი 51 - 7-მეტრიანი: ვაილუპაუ , ბლრ 20/25 - პასები: საგოსენი 53; ბილიკი, ავს 35; ბომბაჩი, სლნ 34 - გოლი+პასი: საგოსენი 65+53; ბილიკი 46+35: დუიშებაევი, ესპ 36+32 - დაცვა: ბლაგოტინშეკი, სლნ 13 ბლოკი; ა. დუიშებაევი, ესპ 11 ჩაჭრა; მამიჩი, ხორ 6+6; - მეკარეები: ბერგერუდი, ნორ 90 მოგერიება; ფერლინი, სლნ 86; კინტანა, პორ 84

კლასიფიკაცია: 1. ესპანეთი 2. ხორვატია 3. ნორვეგია 4. სლოვენია 5. გერმანია 6. პორტუგალია - 7. შვედეთი 8. ავსტრია 9. უნგრეთი 10. ბელარუსი 11. ისლანდია 12. ჩეხეთი - 13. დანია 14. საფრანგეთი 15. მაკედონია 16. შვეიცარია 17. ჰოლანდია 18. მონტენეგრო 19. უკრაინა 20. სერბეთი 21. პოლონეთი 22. რუსეთი 23. ბოსნია 24. ლატვია

ესპანეთმა, ხორვატიამ და ნორვეგიამ მოიპოვეს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური

ესპანეთმა მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური

სლოვენია და პორტუგალია გავიდნენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე

ოლიმპიადა 2020, ტოკიო. დანია (მსოფლიო ჩემპიონი 2019), იაპონია (მასპინძელი), ესპანეთი (ევროპა), ბაჰრეინი (აზია), ეგვიპტე (აფრიკა), არგენტინა (ამერიკა). დანარჩენი 6 ადგილი განაწილდება 3 საკვალიფიკაციო ტურნირზე, 17-19 აპრილს:

ნორვეგიაში: ნორვეგია, ბრაზილია, ჩილე, კორეა

საფრანგეთში: საფრანგეთი, ხორვატია, ტუნისი, პორტუგალია

გერმანიაში: გერმანია, შვედეთი, სლოვენია, ალჟირი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გ  ა  დ  ა  ი  დ  ო
წყალტუბო  -  გორი
სამტრედია  -  პეგასი
სამტრედია  -  გორი
წყალტუბო  -  პეგასი
 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal