სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა ფინეთთან, 21-37 (12-14). პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა 24-24.  

საპასუხო მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი მნიშვნელოვანი გამოდგა.

კარგად დაიწყო თამაში შოთა თევზაძემ - მოიგერია პირველი ორი დარტყმა, ფინელებმა კი მის კარში დანიშნული ორივე შვიდმეტრიანი ააცილეს. მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ და ჩვენი პირველი გოლი ჩიქოვანმა გაიტანა მე-5 წუთზე, 1-2. ფინეთი პირველ ტაიმში 3 ბურთითაც გავიდა წინ,, 12-9, მაგრამ ცხოვრებაძემ და ჭანტურიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ტაიმი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ბოლო შეტევაში ბურთი დავკარგეთ, მასპინძლებმა კი სწრაფი გარღვევა მოაწყვეს და 14-12 მოიგეს.  პირველ ნახევარში თევზაძეს 7 მოგერიება დაუგროვდა, თემო ორჯონიკიძეს კი 6 გოლი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორივე მარცხენა გარემარბმა თითო ბურთი ააცილა, მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, კუთხეში კბილაშვილი გადაეყვანათ, მიქავა კი ხაზზე წითელიშვილმა შეცვალა (კბილაშვილიც და წითელიშვილიც უკანახაზელები არიან). ასეც დავიწყეთ მეორე ტაიმი.

საწყის 2 წუთში ცხოვრებაძემ და ჩიქოვანმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა თითო ბურთამდე (14-15), მაგრამ შემდეგ მიყოლებით გაგვიძევეს კბილაშვილი, ჩიქოვანი და ორჯონიკიძე. მეტოქემ მაქსიმალურად გამოიყენა მეტობა,  ჩვენი გუნდის თამაში კი აქ მოიშალა - ზედიზედ გავუშვით 10 გოლი და 14 წუთის  განმავლობაში ვერ გავიტანეთ: 14-25 46-ე წუთზე და თამაში უკვე მეორე შემადგენლობამ დაასრულა. 21-37.

ტურნირმა აჩვენა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულია უმაღლეს დონეზე სათამაშოდ -  სამი ვეტერანით (თევზაძე, 38 წლის; ჭანტურია 37; ჩიქოვანი 30) გუნდის საშუალო ასაკი სულ 24 წელია (მათ გარეშე - 22), ხოლო ჩვენი ორი ხელბურთელი საერთოდ თინეიჯერია - გიორგი ცხოვრებაძეს (18) კიდევ ორი წელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც შეუძლია თამაში, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძე (17) ჯერაც  ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ფინეთს კი ჰყავდა ძალიან გამოცდილი გუნდი, რომლის სამი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მონაწილის, რიიჰიმიაენ კოქსის წევრია - სწორედ ამ სამეულმა (ტამინენი, რონბერგი, სიურიალა) გადაწყვიტა მატჩის ბედი თბილისშიც და რიიჰიმიაკიშიც.

ფინეთის გარდა, ადგილი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში დაიცვეს ესტონეთმა და ბელგიამ, რომლებმაც 2-2 მატჩი მოუგეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს, ლუქსემბურგსა და კვიპროსს. ერთი წლის შემდეგ  ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის მომდევნო, 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ისევ პირველი რაუნდიდან დაიწყებს.  

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. საპასუხო მატჩი (პირველი 24-24)

ფინეთი - საქართველო 37-21

ფინეთი: როსლანდერი, ლაიტინენი - რონბერგი 8, შომანი 7, ჰელანდერი 6, ტამინენი 5, ფორსი 2, მ. გრანლუნდი 2,  მარტინი 2, საკინენი 2, კილსტედტი 1, სიურიალა 1, სუნდბერგი 1, კოლიონენი, რ. გრანლუნდი, ჰელაკოსკი

საქ:  თევზაძე, ცინცაძე - ორჯონიკიძე 7, ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 4, დიხამინჯია 2, ჭანტურია 1, რუსტამოვი, წითელიშვილი, მიქავა, კბილაშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე

მსაჯები: ფლორიან ჰოფერი, ანდრეას შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: ალგის მიკუჩონისი (ლიტ)

დღესვე: ესტონეთი - ლუქსემბურგი 31-20 (38-33), კვიპროსი - ბელგია 16-31 (7-24)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ოლიმპიური სასახლე. თბილისი
3 მარტი
სპორტუნი - BSB ბათუმი
იმედი სტუ - ქუთაისი
4 მარტი
სპორტუნი - ქუთაისი
იმედი სტუ - BSB ბათუმი
ზესტაფონი
10 მარტი
წყალტუბო - გორი
სამტრედია - პეგასი
11 მარტი
სამტრედია - გორი
წყალტუბო - პეგასი
 26 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 12 9 0 3 376-298 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 12     4     0     8     379-427     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

5 მარტი
ფოთი - პეგასი
წყალტუბო - ქარიშხალა
6 მარტი
ფოთი - ქარიშხალა
წყალტუბო - პეგასი
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
29 თებერვალი. ყვარელი
13:00 პეგასი - ყვარელი
14:00 მამული - ქარიშხალა
15:00 თელავი - ყვარელი
16:00 გორი - მამული
 
1 მარტი. სენაკი
13:00 აჭარა - სამტრედია
14:00 წყალტუბო - ფოთი
15:00 ტყიბული - სამტრედია
16:00 ქუთაისი - BSG ბათუმი
17:00 ფოთი - ტყიბული
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 7 მარტს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
1 მარტი. გლდანი
12:00 ქარიშხალა - აკადემია
12:45 რუსთავი - ყვარელი
13:30 გორი - აკადემია
14:15 პეგასი - ქარიშხალა
15:00 ყვარელი - აკადემია
15:45 პეგასი - რუსთავი
16:30 გორი - ქარიშხალა
 23 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  ქარიშხალა 10 7 1 2 103-52 15
  გორი 11 7 1 3 115-89 15
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  პეგასი 11 7 0 4 97-79 14
  ყვარელი 11 3 0 8 64-108 4
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 11 1 0 10 17-73 2
  აკადემია 10 0 0 10 2-67 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal