ხელბურთის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ბოლო მატჩი 21-30 წააგო კოსოვოსთან და ახლა 16 და 19 იანვარს უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები აქვს ფინეთთან.

 

მესამე მატჩი გუნდმა განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო: ცინცაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. მწვრთნელები ასვენებდნენ ვეტერანებს, თევზაძესა და ჩიქოვანს, ორივე გუნდის მოტივაცია კი ერთნაირი იყო - დაეკავებინათ მეორე ადგილი, რომელიც არაფერს იძლევა - რუმინეთის ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა პლეიოფში გასვლა.

თამაში საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით დაიწყო. დაცვის ცენტრში მშვენივრად იდგნენ ორჯონიკიძე და წითელიშვილი და შეტევაშიც აწყობილი გვქონდა საქმე. მალევე დავწინაურდით 7-2, 11-7. აშკარად ჩანდა რომ საქართველო კოსოვოზე ძლიერი გუნდია. მე-19 წუთზე მეტოქემ ტაიმაუტი აიღო.

ამის შემდეგ მოხდა აუხსნელი რამ. ჩვენი შემადგენლობა ნელ-ნელა შეიცვალა, თამაშის საშუალება მიეცა ყველას, ვისაც აქამდე ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, გუნდმა უმატა შეცდომებს და 12-წუთიანი მონაკვეთი 0-9 წააგო - 11-7-დან 11-16-მდე! ტაიმი 13-18 დასრულდა და მეორე ტაიმში ვერც ჩიქოვანმა გვიშველა, ვერც თევზაძემ და ვერც ვერაფერმა: 21-30, ეს თამაში დასავიწყებელია და შეიძლება ბენევენტოს ტურნირის მოკლე შეჯამებაც.

ფორმალურად სამივე მეტოქე ჩვენზე მაღლა დგას: რუმინეთს, იტალისაც და კოსოვოსაც უკვე განაღდებული აქვთ ადგილი ევრო-2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, ჩვენ კი იქ გასაღწევად ფინეთი გვყავს დასამარცხებელი, რეალურად კი, ჩვენ თანაბრად ვებრძოლეთ რუმინეთს, აშკარად ვაჯობეთ იტალიას და შეგვიძლია ფინეთის ძლევაც.

ნაკრები თბილისში 14 იანვარს ბრუნდება. 16 და 19 იანვარს კი ფინეთთან მატჩებია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო დაპირისპირება ბოლო 20 წელიწადში არ გვქონია - მას შემდეგ, რაც 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში დანიას ვეთამაშეთ.

ფინეთთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად, ანუ თვისობრივად ახალ დონეზე გადავა. ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, რადგანაც 32 გუნდი ფინალური ეტაპის 20 საგზურს გაათამაშებს.

საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გადის პლეიოფში)

+-        
  რუმინეთი 3       3       0       0     90-69     6    
  კოსოვო 3       1       1       1     77-79     3    
  საქართველო 3       1       0       2     73-84     2    
  იტალია
3       0       1       2     75-83     1
   

 

 

 

 

 

12 იანვარი. კოსოვო - საქართველო 21-30

კოს: გერბესკი, ზენა - იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე - ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

იტალია - რუმინეთი 24-29

1 ჯგუფი. ლიტვა 6, სლოვაკეთი 4, ფარერის კუნძულები 2, ლუქსემბურგი 0

11 იან. ლიტვა - სლოვაკეთი 25-24, ლუქსემბურგი-ფარერები 22-24

2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი - ფინეთი 14-23

4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. 19:00 საქართველო-ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. 18:00 ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

12 იანვარი. კოსოვო - საქართველო 30-21

კოს: გერბესკი  - იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, ზენა, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე - ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

21:00 იტალია - რუმინეთი

1 ჯგუფი. ლიტვა 6, სლოვაკეთი 4, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები 0

11 იან. ლიტვა - სლოვაკეთი 25-24, ლუქსემბურგი-ფარერები

2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი - ფინეთი 14-23

4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე

19:00 საქართველო-ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა

18:00 ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გ  ა  დ  ა  ი  დ  ო
წყალტუბო  -  გორი
სამტრედია  -  პეგასი
სამტრედია  -  გორი
წყალტუბო  -  პეგასი
 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal