სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში, ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა: რუსეთი - ჰოლანდია, ნორვეგია - ესპანეთი. თამაშები ზეგ გაიმართება. ფინალი კვირასაა. დღე დაიწყო იმით, რომ რუსეთმა 36-26 გაანადგურა ესპანეთი, მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ესპანელები მონტენეგროს იმედად დატოვა: შვედეთი მონტენეგროსთან ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემდეგ ესპანეთს ბურთების სხვაობით აჯობებდა და ნახევარფინალში გავიდოდა. 

რუსეთი-ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=zECClE0VtdE

პირველ ჯგუფში ჰოლანდიამ 40-33 დაამარცხა კორეა. ამით ჰოლანდიამ სერბეთს გადაუწურა ნახევარფინალში მოხვედრის შანსი, თავად კი სერბების მიერ დანიის დამარცხების შემთხვევაში ფინალურ ოთხეულში გასვლა განაღდებული ექნებოდა.

ჰოლანდია-კორეა: https://www.youtube.com/watch?v=lIV-WdmhHOA

სერბეთი მართლაც უგებდა დანიას, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ, 26-26 დასრულდა. ამით სერბები მაინც დარჩნენ დანიაზე წინ, მაგრამ ჰოლანდიის ბედი გაურკვეველი გახდა: საკმარისი იყო, ნორვეგიასა და გერმანიას ფრედ ეთამაშათ, რომ ორივე გავიდოდა ნახევარფინალში. იაპონიამ 37-20 მოსრა რუმინეთი და მეორე ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩატოვა.

სერბეთი-დანია: https://www.youtube.com/watch?v=SeOU3bc2dYc

დარჩენილი იყო ორი გადამწყვეტი მატჩი, ნორვეგია-გერმანია და შვედეთი-მონტენეგრო. მონტენეგრომ  შვედებს ნახევარფინალში გასვლის შანსი არ მისცა, 26-23 მოუგო და თავად გავიდა ჯგუფში მესამე ადგილზე.

ხოლო ნორვეგიასა და გერმანიის ფრეზე გარიგება, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ნორვეგიამ მეორის დასაწყისში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ბოლომდეც შეინარჩუნა 32-29,  გერმანია კი პირადი წაგებით სერბეთსაც ჩამორჩა და მხოლოდ მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს.

ასე და ამგვარად პარასკევის ნახევარფინალები ასე დაკომპლექტდა: ნორვეგია-ესპანეთი, რუსეთი-ჰოლანდია. მატჩებს იხილავთ ტელეკომპანია სილკ სპორტზე.

10 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=4E8HfUrlyUY

თითქმის გაირკვა 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურთა ბედი. ოლიმპიადის პირდაპირი კვალიფიკაცია აქვთ მასპინძელ იაპონიას და კონტინენტურ ჩემპიონებს: საფრანგეთს, კორეას, ანგოლასა და ბრაზილიას. მეექვსე პირდაპირ საგზურს მიიღებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო მომდევნო 6 გუნდი გავა საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება.

მეორე ეტაპის მონაწილეებიდან საკვალიფიკაციო შეჯიბრის საგზურები უკვე აქვთ ჰოლანდიასა და რუსეთს. შესაბამისად, 6 საგზური გაინაღდა მომდევნო ექვსმა გუნდმა: ნორვეგიამ, ესპანეთმა, სერბეთმა, მონტენეგრომ, შვედეთმა და გერმანიამ. 4 ნახევარფინალისტიდან ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი გახდება და პირდაპირ გავა ოლიმპიადაზე, საკვალიფიკაციო ტურნირის გამოთავისუფლებულ საგზურს კი მიიღებს დანია, ხოლო მე-12 ადგილზე გასულ რუმინეთს შესაძლოა ერგოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დისკვალიფიცირებული რუსეთის ადგილი.

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. მეორე ჯგუფური რაუნდი, 11 დეკემბერი

1 ჯგუფი------თ---მ--ფ---წ------ბ-----ქ

ნორვეგია------5---4---0---1--146-128--8

ჰოლანდია----5---3---0---2--153-136--6

სერბეთი------5---2---1---2--139-151--5

გერმანია------5---2---1---2--135-136--5

დანია----------5---1---2---2--123-124--4

კორეა----------5---0---2---3--144-165--2

ჰოლანდია-კორეა 40-33

აბინგჰი 11, პოლმანი 7 - რიუ 9

სერბეთი-დანია 26-26

პოპ-ლაზიჩი 6, ლიშჩევიჩი 5, ტომაშევიჩი 18/44 - ს. იორგენსენი 7, ოსტერგორი 5

ნორვეგია-გერმანია 32-29

ნორ: ბრატსეტი 6, არნცენი 5 (9 პასი), ოფტედალი 5 (9 პასი), იაკობსენი 5, სულბერგი 14/41

გერ: ბიოლკი 6, შმელცერი 4, შტოლე 4, ლაუენროტი 4, მინევსკაია 4, ეკერლე 12/42

2 ჯგუფი-------თ---მ--ფ---წ------ბ-------ქ

რუსეთი-------5---5---0---0---161-117--10

ესპანეთი------5---3---1---1---145-137---7

მონტენეგრო--5---3---0---2---137-137---6

შვედეთი------5---2---1---2---141-132---5

იაპონია--------5---1---0---4---143-150---2

რუმინეთი-----5---0---0---5---102-156---0

ესპანეთი-რუსეთი 26-36

კაბრალი 6 - ფროლოვა 9, ვიახირევა 5, სედოიკინა 13/34

რუმინეთი-იაპონია 20-37

პერიანუ 4, უდრისციოიუ 4 - სასაკი 8, სუნამი 7, კამეტანი 12/31

მონტენეგრო-შვედეთი 23-26

მეჰმედოვიჩი 7, კლიკოვაცი 5, რადიჩევიჩი 5 - ბლომი 7

--

13 დეკემბერი, ნახევარფინალი

12:30 რუსეთი - ჰოლანდია, 16:30 ნორვეგია - ესპანეთი

ფინალი 5-6 ადგ. 09:30 სერბეთი - მონტენეგრო

ფინალი 7-8 ადგ. 06:30 გერმანია - შვედეთი

15 დეკემბერი: ფინალი 16:30, 3 ადგილისთვის 12:30

--

კლასიფიკაცია. 9-24 ადგილები. 9. დანია 10. იაპონია 11. კორეა 12. რუმინეთი  13. საფრანგეთი 14. უნგრეთი 15. ანგოლა 16. არგენტინა 17. ბრაზილია 18. სენეგალი 19. სლოვენია 20. დრ კონგო, 21. კუბა 22. ყაზახეთი 23. ჩინეთი 23. ავსტრალია

სტატისტიკა

ბომბარდირები: რიუ, კორ 69; სტანკო, სლნ 62; აბინგჰი, ჰოლ 56

პასები: რაიჩევიჩი, მნტ 47; ვიახირევა, რუს 46; სუნამი, იაპ 40

გოლი+პასი: რიუ, კორ 69+31; აბინგჰი, ჰოლ 56+26; ოფტედალი, ნორ 42+37

დაცვა. ბლოკი: სენი, რუს 15; ბრატსეტი, ნორ 13; ცვიიჩი, სრბ 11; დულფერი, ჰოლ 11

დაცვა. ჩაჭრა: ტომორი, უნგ 10; სტანკო, სლნ 9, მელეგორი, შვდ 9; კაბრალი, ესპ 9

მეკარეები: ტოფტი, დან 90/229=39%, სულბერგი, ნორ 97/255=38%;

ეკერლე, გერ 96/262=37%; საკო, სნგ 85/228=37%

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal