21/09/14 ჩემპიონთა ლიგა სტარტისთვის მზადაა
ქალთა სახელბურთო ლიგაზე, საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ ჯგუფური ეტაპის ორი საგზური მოიპოვეს გერმანიის ლაიპციგმა და ხორვატიის პოდრავკამ.
ლაიფციგის ნახევარფინალში მასპინძლებმა 22:18 დაამარცხეს ბნტუ მინსკი, ხოლო უნგრეთის რაილ-კარგო ფერენცვაროშმა – ჰოლანდიის დალფსენი 33:28. ფინალის ძირითადი დრო 28:28 დასრულდა, დამატებითი – 38:38, ხოლო შვიდმეტრიანების სერიაში ლაიპციგმა მოიგო.
მეორე ჯგუფი სერბიის კრაგუევაცში თამაშობდა. მასპინძელთა გუნდმა, რადნიჩკიმ, ნახევარფინალში მოუგო შარშანდელი ოთხთა ფინალის მონაწილეს, დანიის მიდტიულანდს – 29:24. ძირითადი დროის შემდეგ ანგარიში 24:24 იყო, თუმცა, დამატებითში სერბებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანეს. ხორვატიის პოდრავკამ ნორვეგიის ბიასენ ტრონჰეიმსაც მოუგო – 31:23 და ფინალში მასპინძელ სერბებსაც აჯობა – 28:24.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: კრიმი (სლნ), დინამო ვოლგოგრადი (რუს), ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს), ლაიფციგი (გერ)
B: ბუდუჩნოსტი (მნტ), ტიურინგერი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), პოდრავკა (ხორ)
C: დიორი ეტო (უნგ), ვიბორგი (დან), ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), სევეჰოფი (შვდ)
D: ლარვიკი (ნორ), ბაია მარე (რუმ), მეცი (საფ), ლუბლინი (პოლ)
ჯგუფური ეტაპის თამაშები დაიწყება 17 ოქტომბერს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპზე გავა 3-3 გუნდი. შეჯიბრება გაგრძელდება 2015 წელს. ორი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, ხოლო შეჯიბრებას დაასრულებს ოთხთა ფინალი.
ამ კვირაში კი უკვე იწყება კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი.
A ჯგუფი: კილი (გერ), მეტალურგ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), ლა რიოხა (ესპ), პსჟ (საფ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ)
B: ბარსელონა (ესპ), კოლდინგი (დან), ალინგსასი (შვდ), ვისლა პლოცკი (პოლ), ფლენზბურგი (გერ), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)
C: ვესპრემი (უნგ), ცელიე ლაშკო (სლნ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), მონპელიე (საფ)
D: ტარგი კელცე (პოლ), დიუნკერკი (საფ), შაფჰაუზენი (შვც), პიკ სეგედი (უნგ), ოლბორგი (დან), ბეშიქთაში (თურ)
ჯგუფური ტურნირის 8 ტური შობამდე გაიმართება, დანარჩენი ორი კი – 2015 წელს. ჯგუფების 4-4 გამარჯვებული გავა პლეიოფში, საბოლოოდ კი ჩემპიონი მაისის ბოლოს, კიოლნში, ოთხთა ფინალის შემდეგ გამოვლინდება.
ჯგუფური ტურნირი იწყება ხუთშაბათს, შვეიცარიის შაფჰაუზენისა და პოლონეთის ტარგი კელცეს თამაშით. კვირს პირველი ტური დასრულდება.
ფოტო: ხორვატიის პოდრავკა ლიგაზე გასვლას ზეიმობს