21/04/14 მეოთხედფინალის პირველი წრე დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი წრის ბოლო მატჩში გერმანიის ფლენზბურგმა შინ 24:22 დაამარცხა მაკედონიის ვარდარი.
სკოპიელებმა მოიგეს პირველი ტაიმი (14:13), მაგრამ მეორეში ფლენზბურგის უპირატესობა აშკარა იყო. დასრულებამდე 3 წუთით ადრე ისინი 24:20 იგებდნენ და მხოლოდ ბოლოში გაუშვეს 2 გოლი.
გერმანულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელები – ანდერს ეგერტი (6 გოლი, 3 პენალტით) და ლასე სვანი (5), სტუმართაგან – ხორვატი იგორ კარაჩიჩი (9).
საპასუხო მატჩები 26-27 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულები გადიან ოთხთა ფინალში, რომელსაც უმასპინძლებს კიოლნი, 31 მაისსა და 1 ივნისს.
ფოტო: ანდერს ეგერტი
ჩემპიონთა ლიგა. კაცები მეოთხედფინალის პირველი მატჩები
21 აპრილი
ფლენზბურგი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:22
20 აპრილი
ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 38:31
19 აპრილი
პსჟ (საფ) – ვესპრემი (უნგ) 26:28
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კილი (გერ) 21:31
საპასუხო მატჩები – 26-27 აპრილს