21/02/14 ლიგის წილისყრა 25 თებერვალს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 25 თებერვალს გაიმართება, იქამდე მოხდა გუნდების წინასწარი განთესვა, ხოლო ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა.

 

გერმანიის ლიოვენმა დაამარცხა სლოვენიის ცელიე, ვინც წინა ტურში გაინაღდა პლეიოფში გასვლა – 35:25. ესპანურმა ლა რიოხამ 38:34 მოუგო შვედეთის ჰალმსტადს და ქულებით დაეწია ოლბორგსა და გორენიეს, მაგრამ რადგანაც ორივე კონკურენტთან უარესი ბალანსი აქვს, პლეიოფში ვერ გავა.

ერთდერთი დარჩენილი საგზურისთვის შაბათს იბრძოლებენ მოტორ ზაპოროჟიე და ოსიგურანიე ზაგრები.

წილისყრის გამართვის წესი ცნობილია. ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები ოთხ კალათში გადანაწილდებიან. პირველ კალათში იქნებიან ვესპრემი, კილი, ბარსელონა, ჰამბურგი ან ფლენზბურგი. პირველი ოთხეულის გუნდები მეოთხე ადგილებზე გასულს შეხვდებიან, მეორე – მესამეს, ოღონდ ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები ერთმანეთს არ ეთამაშებიან. ერთი ქვეყნის ორი გუნდის შეხვედრა დაშვებულია. მერვედფინალები გაიმართება 19-23 და 26-30 მარტს.

ფოტო: ლიოვენი – ცელიე

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

10 ტური. 19-23 თებერვალი

A ჯგუფი

20 თებ. რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ)ცელიე ლაშკო (სლნ) 35:25

22 თებ, 19:00 მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) ვესპრემი (უნგ)

22 თებ, 22:00 ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)სტ. პეტერბურგი (რუს)

ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 16, ცელიე 9, ზაპოროჟიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

19 თებ. კილი (გერ)პორტუ (პორ) 30:25

23 თებ, 19:55 კოლდინგი (დან)დიუნკერკი (საფ)

23 თებ, 22:00 ტარგი ლცე (პოლ) – ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი 17, კოლდინგი 12, ლცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3

C ჯგუფი

22 თებ, 21:00 პსჟ (საფ) ვარდარ სკოპიე (მკდ)

23 თებ, 20:30 ვაკერ თიუნი (შვც)დინამო მინსკი (ბლრ)

23 თებ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) ბარსელონა (ესპ)

ბარსელონა 17, პსჟ 11, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1

D ჯგუფი

20 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) დროტ ჰალმსტადი (შვდ) 38:34

22 თებ, 23:30 გორენიე ველენიე (სლნ) ფლენზბურგი (გერ)

23 თებ, 17:15 ჰამბურგი (გერ)ოლბორგი (დან)

ჰამბურგი 16, ფლენზბურგი 15, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 8, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

Leave a Reply