ქუთაისის სპორტის სასახლეში, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა ბოლო წუთზე, 32-31 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ და 6 ქულით „პეგასთან“ ერთად დაწინაურდა. სამტრედიამ მოუგო წყალტუბოს, 28-23. უმაღლესი ლიგა 26 ნოემბერს განახლდება. 

ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=uKbJqmE1C9s

ერთი თვის წინ, თასის ფინალში ბათუმმა 27-20 მოუგო ქუთაისს და დღევანდელ მატჩსაც თავიდან იგივე პირი უჩანდა. სამმა ცაციამ - მსხვილიძემ, გოგოლაძემ და ტიელიძემ ჩემპიონი 5-0 დააწინაურა და ქუთაისის მწვრთნელს, ბოყოჩაძეს ტაიმაუტის აღება დასაწყისშივე მოუხდა.

მაგრამ, ოთხჯერ გაიქცა სწრაფ გარღვევაში რუსტამოვი, თამაშში კარგად შემოვიდა მეკარე გულეიშვილი, გამზარდიამ ანგარიში გაათანაბრა (9-9), სურმავამ წინაც გაიყვანა თავისი გუნდი და ტაიმი ქუთაისმა 14-13 მოიგო.

შესვენების შემდეგ ბათუმმა ისევ მოიპოვა უპირატესობა - 19-16. ქუთაისელთა დევნა წარმატებით დააბოლოვეს სტურუამ და გამზარდიამ - ანგარიში ისევ გათანაბრდა - 24-24.

მსხვილიძის ორიგინალური პასის შემდეგ გუნდმა ორწუთიანი და შვიდმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გოლად აქცია გოგოლაძემ, შემდეგ კი აბრამიშვილმა ისევ მოუპოვა ბათუმს ოთხბურთიანი უპირატესობა, 28-24. ამ მონაკვეთში ქუთაისელებმა ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი ვერ გაუტანეს მეკარე ტორონჯაძეს.

ბათუმს ტრავმის გამო აკლდა სიმონია, დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი წითელი ბარათი მიიღო მსხვილიძემ, თუმცა, ჩემპიონის ოთხბურთიანი უპირატესობა თითქოს საკმაო უნდა ყოფილიყო გამარჯვებისთვის, მით უფრო, რომ მსხვილიძის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობდა ტიელიძე (9 გოლი).

მაგრამ ახლა ქუთაისმა მოაწყო ოთხბურთიანი გარღვევა და რუსტამოვმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა 28-28. რჩებოდა 4 წუთი. აბრამიშვილის 2 გოლის შემდეგ ბათუმი კიდევ ერთხელ დაწინაურდა- 31-29, მაგრამ ზარნაძემ და გამზარდიამ გაათანაბრეს, ქუთაისელთა ბოლო შეტევა კი სტურუამ დააბოლოვა - 32-31 და ჩემპიონს ბოლო შეტევაში დრო აღარ ეყო.  

მეორე მატჩში სამტრედიამ 28-23 დაამარცხა ბოლო წლების უცვლელი კონკურენტი, წყალტუბოს პრომეთე, ხოლო მათმა ლიდერმა, ნიკოლოზ ძნელაძემ 16 გოლი გაიტანა.

ახლა ჩემპიონატი შარშანდელისგან ოდნავ შეცვლილი ფორმატით გაგრძელდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი - ოთხდღიანი და 16-მატჩიანი ტური დაიყოფა ოთხ ნაწილად. თითოში გაიმართება 4-4 მატჩი. უახლოესი თამაშები გაიმართება 26 და 27 ნოემბერს თბილისში, იქამდე კი საქართველოს ნაკრების ის ხელბურთელები, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ გამართავენ პირველ საწვრთნელ შეკრებას იანვრის ძალიან საპასუხისმგებლო სანაკრებო მატჩების წინ.

საქართველოს ჩემპიონი კი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

წყალტუბო - სამტრედია 23-28

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - გ. გველესიანი 6, ხელაძე 6, ჯიმშელეიშვილი 4, მ. გველესიანი 3, მუკბანიანი 2, მეტონიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, აფხაძე, რ. ბაბუნაშვილი, კოვზირიძე, გოდოლაძე, ფანცხავა, ჩავჩიძე

სამ: ფახურიძე, დუნდუა - ძნელაძე 16, ხელისუფალი 3, აფრიდონიძე 3, ჟვანია 3, ხომერიკი 3, მანაგაძე, ხონელიძე, ადამია, ქავზინაძე, ნადირაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

BSB ბათუმი - ქუთაისი 31-32

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ტიელიძე 9, აბრამიშვილი 8, მსხვილიძე 4, გოგოლაძე 4, ლაპიაშვილი 3,  ბერძენიშვილი 1, მიქავა 1, გიორგაძე 1, ტალახაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, სტოლბოვი

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე - რუსტამოვი 9, გამზარდია 7, სტურუა 6, სურმავა 4, ზარნაძე 3, ხაჟომია 2, მერკვილაძე 1, ფერაძე, კობახიძე, ლომიძე, ჯუღელი, იმნაძე, აბულაძე  

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

 13 ნოემ.
                სხვ        
  ქუთაისი 3 3 0 0 121-84 6  
  პეგასი 3     3     0     0     100-79     6    
  BSB ბათუმი 3 2 0 1 101-77 4  
  იმედი სტუ 3 2 0 1 67-55
4  
  გორი 3     1     0     2     78-85     2    
  სამტრედია 3 1 0 2 78-102 2  
  სპორტუნი 3 0 0 3 95-121 0  
  წყალტუბო 3 0 0 3 71-108 0  

 

 

 

 

 

 

 

 

26 ნოემბერ, თბილისი

სპორტუნი - წყალტუბო, იმედი-სტუ - სამტრედია

27 ნოემბერი, თბილისი

სპორტუნი - სამტრედია, იმედი-სტუ - წყალტუბო

3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - გორი, ქუთაისი - პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - პეგასი, ქუთაისი - გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი - წყალტუბო, პეგასი - სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი - სამტრედია, პეგასი - წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - სპორტუნი, ქუთაისი - იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ, ქუთაისი - სპორტუნი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal