სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ წააგო სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის არენაზე - 28-29. 

მაკედონიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ანუ, ფორმალურად ეს ორი მატჩი სხვადასხვა რანგის გუნდების შეხვედრა იყო, რეალობაში კი მოედანზე ორი თანაბარი გუნდი თამაშობდა. მაკედონიამ 25-21 და 29-28 მოიგო.

ჩვენმა გუნდმა მეორე თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ჩიქოვანი, კბილაშვილი, არსენაშვილი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია. თავიდან ნიკოლა მაქსიმოვიჩმა დაცვაში 5-1 განლაგება არჩია წინწაწეული თემო ორჯონიკიძით. ამან ერთი ხანობა გაამართლა, თუმცა, 2-3 დასაწყისის შემდეგ ჩავარდნა გვქონდა და მეტოქე 8-3 დაწინაურდა - ზუსტად იე, როგორც პირველ მატჩში.

თამაში შესანიშნავად დაიწყო შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა, ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ - 7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში.  ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თამაში გაათანაბრა და მეტოქეს კვალში ჩაუდგა. ერთადერთი, რაშიც მაკედონია პირველ ტაიმში აშკარად გვჯობნიდა, უფრო მრავალფეროვანი შეტევა იყო - მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს კუთხეებიდან, ჩვენ კი ამ ორი პოზიციიდან ერთადერთხელ, ისიც უშედეგოდ შევუტიეთ.

საქართველოს ნაკრების დაცვა 6-0 განლაგებაზე გადავიდა და ეს ეფექტური გამოდგა, თუმცა, მასპინძლები კიდევ ერთხელ გაგვექცნენ 5 ბურთით - 14-9. პირველ ტაიმში მოედანზე შემოვიდა კბილაშვილი, ფლანგებზე თამაშში ჩაერთვნენ რუსტამოვი და გოგოლაძე. ჩიქოვანის ჩაჭრილი ბურთის შემდეგ არსენაშვილი წავიდა სწრაფ გარღვევაში 13-15, მაკედონიამ კი ბოლო შეტევაში გაგვიტანა და ტაიმი 17-14 მოგვიგო. 

მეორე ნახევარში დაცვაში შემოვიდა ლექსო წითელიშვილი, თევზაძემ კიდევ სამი დარტყმა მოიგერია, ორჯერ ეფექტურად ჩაირბინა ხაზზე რუსტამოვმა, რეგულარულად გაჰქონდა ჩვენს ხაზის მოთამაშეს, არენაშვილს (9 გოლი), და დიხამინჯიამაც შეაგდო მარჯვენა კუთხიდან. კბილაშვილის ორი ძალისმიერი გარღვევისა და ერთი შედეგიანი პასის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (21-22) და ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა. აქ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელმაც 4 დარტყმა მოიგერია.

ჩვენმა ნაკრებმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, წინ ვერა და ვერ გავიდა. ტრავმა მიიღო არსენაშვილმა და ის უჩა მაიურაძემ შეცვალა, ბოლო წუთები კი გიორგი ცხოვრებაძის იყო, რომელმაც ჩვენი ბოლო 5 გოლიდან 4 გატანა. ორჯონიკიძის გაძევების შემდეგ მაკედონია ორით დაწინაურდა (27-25), მაგრამ ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან ორჯერ გაათანაბარა - 27-27 და 28-28. დარჩენილი იყო წუთნახევარი.

მაკედონიელთა ბოლოსწინა შეტევაში  ბურთი მათმა პივოტმა არსენოვსკიმ მიიღო. ირაკლი კბილაშვილმა მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, არსენოვსკიმ კი ხელის მოქნევა მოასწრო და დარტყმის იმიტაცია გააკეთა - შესაბამისად, კბილაშვილი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დაისაჯა - 28-27, რჩება 27 წამი.

დასრულებამდე ხუთიოდ წამით ადრე ცხოვრებაძემ მორიგი გოლი გაიტანა 9 მეტრიდან (28-28) და წესით თამაში ასევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა მოასწრეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა და პოპოვსკიმ 9 მეტრიდან დაარტყა - გოლი გავიდა და სირენაც გაისმა. მაკედონიამ 29-28 მოიგო.

საქართველოს ნაკრებს ახლა იანვარში უწევს 5 ოფიციალური თამაში. 10-12 იანვარს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გვაქვს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინეთთან ორი მატჩი: 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს - მეტოქის მოედანზე. სწორედ ფინეთთან დაპირისირებამ უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპულ ელიტაში შესვლას და 32 უძლიერეს გუნდთან ერთან ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშს.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა

26 ოქტომბერი

მაკედონია - საქართველო 29-28

მკდ: ტომოვსკი (6 მოგერიება), კიზიჩი (4), რისტოვსკი  - ტალესკი 7, პოპოვსკი 6, დიმიტრიოსკი 6, პეშევსკი 3, კოსტესკი 2, ტანკოსკი 2, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მაძოვსკი 1, მიშევსკი, არსენოვსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, მლადენოვიჩი, ლაზაროვი, ველკოვსკი

საქ: თევზაძე (10), ცინცაძე (4) – არსენაშვილი 9, ცხოვრებაძე 8,  ორჯონიკიძე 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 2, დიხამინჯია 2, ჩიქოვანი 1, აბრამიშვილი, გოგოლაძე, წითელიშვილი, მაისურაძე (ტორონჯაძე - ჭანტურია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე)

მსაჯები: დიმიტარ მიტრევსკი, ბლაგოიჩე ტოდოროვსკი (მკდ)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal