სიახლეების კალენდარი

იანვარი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ და ზეგ, სკოპიეში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მაკედონიის ეროვნულ გუნდთან. ამ ქვეყნის სახელბურთო ვებ-გვერდმა, 24 რაკომეტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და სკოპიეს მეტალურგის ხელბურთელ რევაზ ჭანტურიასთან. 

ჭანტურია 2004 წლიდან მაკედონიაში ცხოვრობს, თამაშობს და იქვე დაოჯახდა. სკოპიეს მეტალურგში ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და 21 გოლიც გაუტანია მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში.  მეტალურგის გარდა თამაშობდა ვარდარში, პელისტერში, სტრუმიცასა და სტრუგაში.

საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს  კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.

საქართველოს ნაკრები ორშაბათიდან სკოპიეშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჭანტურიაც, თუმცა, მისი თამაში მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი არაა, რადგანაც 37 წლის მარჯვენა გარემარბს ცოტათი აწუხებს ივნისში მიღებული ტრავმა.

ჩვენმა მეოქემ, მაკედონიამ,  უვე გამართა ორი ამხანაგური თამაში თურქეთში. 5 მოწინავე ხელბურთელის გარეშე გუნდმა 26-23 დაამარცხა მასპინძელი, თურქეთი, და გუშინ ფრედ, 26-26 ეთამაშა ჩვენს მომავალ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, იტალიას. საქართველოსთან გუნდს ემატებიან კირილ ლაზაროვი (ნანტი, საფრანგეთი), დეიან მანასკოვი (ვესპრემი, უნგრეთი), ფილიპ კუზმანოვსკი (მაგდებურგი, გერმანია), ფილიპ ტალესკი (ბალინგენი, გერმანია) და მეკარე ბორკო რისტოვსკი (ბენფიკა, პორტუგალია).

ახლა კი, მაკედონიელების ინტერვიუ ჭანტურიასთან:

ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს

„ხელბურთის ფედერაციამ და ჩვენი ნაკრებების სპორტულმა დირექტორმა დრაგან ჯუკიჩმა ორი ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა მაკედონიაში და მთელ სანაკრებო კვირას აქ გავატარებთ. ჯუკიჩის გარდა ჩვენს სტაფში შედიან მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი. ყველა მათგანი სერიოზული პროფესიონალია. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლაა - ვეტერანებიდან დავრჩით შოთა თევზაძე, მე და ირაკლი ჩიქოვანი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც მაკედონიაშიც იცნობენ: კბილაშვილი  სკოპიეს მეტალურგიდან და წითელიშვილი ოჰრიდიდან. მაკედონიაში უთამაშიათ ასევე დიხამინჯიასა და ორჯონიკიძეს. მათ გარდა ვყავს არსენაშვილი პორტუგალიის ბრაგადან და ცხოვრებაძე საფრანგეთის მონპელიედან. დანარჩენები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენი მიზანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მომზადება და ეს ორი თამაში მაკედონიასთან ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 15 წელია მაკედონიაში ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია და გადავწყვიტეთ, არ გამერისკა. მაკედონიის ნაკრებში ბევრი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ამხანაგური მატჩი გვექნება აქ.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ მაკედონიასთან, ისევე როგორც 10-12 იანვარს, იტალიაში - იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი, რათა მოვხვდეთ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. ჩვენს წინააღმდეგ იქნებიან მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავები - კირე ლაზაროვი, დეიან მანასკოვი, ბორკო რისტოვსკი... დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მაკედონიის ხელბურთის ფედერაციას თბილი დახვედრისა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მატჩებს რაც შეეხება, მე ვუქომაგებ მაკედონიის ნაკრებს და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს“...

ხელბურთი. ამხანაგური მატჩები

სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა

25 ოქტომბერი, 22:00. მაკედონია - საქართველო

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია - საქართველო

საქართველოს ნაკრები მაკედონიაშ

GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ)

ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

მაკედონია

GK ბორკო რისტოვსკი (1982, ბენფიკა), მარტინ ტომოვსკი (1997, ფრიზენჰაიმი, გერ), მარკო კიზიჩი (2001, ვარდარი)

LW დეიან მანასკოვი (1992, ვესპრემი, უნგ), ბოიან მაძოვსკი (1994, ეუროფარმ-რაბოტნიკი), დიმიტარ დიმიტრიოსკი (1998, ვარდარი)

LB ფილიპ ტალესკი (1996, ბალინგენი, გერ), ფილიპ კუზმანოვსკი (1996, მაგდებურგი, გერ), დარკო დიმიტრიევსკი (1993, სინფინი, ესპ), მარიო ტანკოსკი (1998, მეტალურგი), დეიან კუკულოვსკი (1998, ვარდარი), მიჰაილო მლადენოვიჩი (2000, მეტალურგი)

CB გორან კრსტევსკი (1996, ლინცი, ავს), მარკო მიშევსკი (1999, გრენობლი, საფ)

RB კირილ ლაზაროვი (1981, ნანტი, საფ), ტომისლავ იაგურინოვსკი (1998, მეტალურგი), მარტინ ველკოვსკი (1997, ეუროფარმ-რაბოტნიკი)

RW ნენად კოსტესკი (2001, ზაგრები, ხორ), მარტინ პოპოვსკი (1994, პროლეტი)

ჟარკო პეშევსკი (1991, შტუტგარტი), ფილიპ არსენოვსკი (1998, მეტალურგი)

ამხანაგური მატჩები, ესქიშეჰირი, თურქეთი

20-21 ოქტომბერი. თურქეთი - იტალია 30-28, 24-23

22 ოქტომბერი. მაკედონია - თურქეთი 26-23

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი - პეშევსკი 8,  პოპოვსკი 6, ტანკოსკი 4, მაძოვსკი 4, დიმიტრიევსკი 1, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მიშევსკი 1,  კოსტევსკი, დიმიტრიოსკი, ველკოვსკი, მლადენოვიჩი, არსენოვსკი, კუკულოვსკი

23 ოქტომბერი. მაკედონია - იტალია 26-26

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი - პოპოვსკი 8, პეშევსკი 4, ტანკოსკი 4, მიშევსკი 3, დიმიტრიოსკი 2, ველკოვსკი 1, მაძოვსკი 1, იაგურინოვსკი 1, კოსტესკი 1, დიმიტრიევსკი 1, არსენოვსკი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, მლადენოვიჩი 

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში

2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი - მიმოსვლით, ორ წრედ (ოქტომბერი-იანვარი)

1 ტური. ისრაელი - ფინეთი 33-32, კვიპროსი - საბერძნეთი 18-31

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო - 10-12 იანვარი, იტალიაში

10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო - საქართველო

1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი - 10-12 იანვარს ლუქსემბურგში

4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი - 25-27 ოქტომბერს, თურქეთში

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველო-ფინეთი - ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 15/16-18/19 იანვარი

ლუქსემბურგი - ესტონეთი, კვიპროსი - ბელგია

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ოლიმპიური სასახლე. თბილისი
27 იანვარი
12:00 სპორტუნი - იმედი სტუ
13:45 გორი - პეგასი
28 იანვარი
16:00 პეგასი - სპორტუნი
17:45 იმედი სტუ - გორი
29 იანვარი
16:00 სპორტუნი - გორი
17:45 იმედი სტუ - პეგასი
 18 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 7
6
0 1 301-220 12
 
  BSB ბათუმი 7
6
0 1 261-185 12
 
  პეგასი 7     5     0     2     225-203     10    
  იმედი სტუ 7 4 0 3 196-182
8  
  გორი 7 3 0 4 219-264 6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  სპორტუნი 7     1     0     6     211-262     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
ქუთაისის სპორტის სასახლე
23 იანვარი
სამტრედია 27-30 ქარიშხალა
აჭარა 17-24 პეგასი
24 იანვარი
სამტრედია 25-20 პეგასი
აჭარა 20-23 ქარიშხალა
 24 იან.
      სხვ
  ქარიშხალა 7   7   0   0 194-165 14
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 7   2   0   5 150-176 4
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
გაგრძელდება 2020 წელს
 8 დეკ.
      სხვ  
  აჭარა 7   7   0   0 304-115 14  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  წყალტუბო 7   4   0   3 154-149 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  ზუგდიდი 7   3   0   4 125-120 6  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  ქუთაისი 7   2   0   5 102-140 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 7   1   0   6 77-217 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 2020 წელს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal