20/12/14 ფინალში ნორვეგია და ესპანეთი ითამაშებენ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა 19-18 დაამარცხა 2012 წლის ჩემპიონი მონტენეგრო, ხოლო ნორვეგიამ 29-25 მოუგო შვედეთს.

ნორვეგია ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ფინალში, საერთოდ, კი წინა 10 ტურნირზე მათ ანგარიშზე 5 ჩემპიონობა, 3 წაგებული ფინალი და 1 ბრინჯაოს მედალია. ესპანეთი ერთადერთხელ ყოფილა ვერცხლის პრიზიორი, 2008 წელს, როდესაც ფინალი ნორვეგიასთან წააგო. ნორვეგიამ მოიგო ამ გუნდების მატჩიც მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ეტაპზე – 29-26.

ოლიმმპიური ჩემპიონი მთელი თამაში უგებდა შვედეთს, სადაც მხოლოდ იზაბელ გულდენი გამოირჩეოდა. მისი მეცადინეობით გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა 1 გოლამდე, მაგრამ მომავალი გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო არცერთ მომენტში არ გამხდარა. გადამწყვეტი გამოდგა მე-40-45-ე წუთების მონაკვეთი, როდესაც 18-17-დან ნორვეგიამ სხვაობა 5 გოლამდე აიყვანა – 22-17. საუკეთესო იყო ნორა მორკი – 5 გოლი და 10 საგოლე პასი.

დრამატიზმით და შეცდომებით იყო სავსე ესპანეთ-მონტენეგროს მატჩი. მონტენეგრომ შეტევების მხოლოდ 32% დაასრულა გოლით, შეტევის დროს კი  16 ბურთი დაკარგა. დაახლოებით ასეთივე იყო ესპანეთის მაჩვენებელი (35%, 18 ტერნოვერი) და გადამწყვეტი გამოდგა მეკარე სილვია ნავაროს კარგი თამაში.

25 წუთის შემდეგ ესპანეთი 12-5 იგებდა. მონტენეგროელები დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ პივოტ ელისაბეტ ჩავესს (192 სმ), ხოლო შეტევაში თამაში არ წაუვიდათ ლიდერებს – მილენა კნეზევიჩს (7 დარტყმა, არცერთი გოლი) და კატარინა ბულატოვიჩს (10/4). ტაიმი მორჩა 13-8, ხოლო მონტენეგრო მხოლოდ მაშინ ჩაერთო თამაშში, როცა რამდენიმე ბურთი მოიგერია სათადარიგო მეკარე რაიჩიჩმა, ხოლო ესპანეთმა 14 წუთის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანა – 14-17, 53-ე წუთზე. დასრულებამდე ზუსტად ორი წუთით ადრე იოვანკა რადიჩევიმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 17-18, მაგრამ იქვე ელიზაბეტ პინედომ შეაგდო, ხოლო რადიჩევიჩის ბოლო გოლის შემდეგ (18-19) ესპანეთს შეტევისთვის 20 წამი დარჩა და ბურთიც შეინარჩუნა.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია

19 დეკემბერი, ბუდაპეშტი

მატჩი მეხუთე ადგილისთვის

უნგრეთი -საფრანგეთი 25-26

ნახევარფინალი

მონტენეგრო – ესპანეთი 18-19

მნტ: ბარიაკტაროვიჩი (4/19), რაიჩიჩი (7/11) – რადიჩევიჩი 6, კ. ბულატოვიჩი 4,  იოვანოვიჩი 2 (5 პასი), პავიჩევიჩი 2, პეტროვიჩი 2, ა. ბულატოვიჩი 1, მეჰმედოვიჩი 1, კნეზევიჩი, კლიკოვაცი, მალოვიჩი, რამუშოვიჩი,  დესპოტოვიჩი

ესპ: ნავარო (18/36) – პინედო 5, მანგე 4, ჩავესი 3, პენია 3 (3 პასი), კაბრალი 2, ფერნანდესი 1, აგილარი 1, მარტინი, ელორსა, გონსალესი, ლოპესი, ეგოსკე

ნორვეგია – შვედეთი 29-25

ნორ: ს. სოლბერგი (14/36), სანდო (0/3) – ლოკე 6, მორკი 5 (10 პასი), რიგელჰუტ-კორენი 4, კრისტიანსენი 3, ოფტედალი 3, ჰერემი 3, ალსტადი 2, შ. სოლბერგი 2,  ბ. რიგელჰუტი 1, ბრეივანგი, ვიბე

შვდ: იდენი (7/28), ბუნდსენი (1/8) – გულდენი 9, ოდენი 3, ტორსტენსონი 2, ჰაგმანი 2, სანდი 2, ჯ. ალმი 2, ჰელებერგი 1, ფოგელსტრიომი 1, რობერტსი 1,  ი. ალმი 1, იოჰანსონი 1, იაკობსენი, ბლომი, აგრენი

21 დეკემბერი, ბუდაპეშტი

მესამე ადგილისთვის

18:30 შვედეთი – მონტენეგრო

ფინალი

21:00 ნორვეგია – ესპანეთი

ფოტო: ესპანეთი-მონტენეგრო, მეკარე სილვია ნავარო

Leave a Reply