სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ქალთა სახელბურთო ნაკრების კაპიტანმა მედეა ჩოხელმა ორ მატჩში 13 გოლი გაიტანა რანგით მეორე ევროტურნირზე, EHF თასზე, თუმცა, მისი კლუბი, მაკედონიის კუმანოვო ორი მატჩის ჯამში დამარცხდა პრაღის სლავიასთან: 27-23, 24-31.

კუმანოვო ჩოხელითვის ახალი კლუბია. შარშანდელი სეზონი 20 წლის ქართველმა ხელბურთელმა პელისტერში გაატარა და კლუბთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის ქალთა სუპერლიგაში, წლეულს კი ვერცხლის პრიზიორმა, კუმანოვომ მიიწვია. 

EHF თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩი, კლუბების შეთანხმებით, მაკედონიაში გაიმართა.  პირველ მატჩში შეუდარებელი იყო ჩოხელი, რომელმაც 11 დარტყმიდან 10 გოლი გაიტანა. ჩეხური კლუბის მწვრთნელმა ფრანტიშეკ ურბანმა „სლავიას“ ვებგვერდზე წაგების მიზეზად სწორედ ქართველი ხაზის მოთამაშე მიიჩნია: „სამწუხაროდ, თამაშიდან ვერაფრით გამოვთიშეთ მასპინძელთა პივოტი, რომელმაც 10 გოლი გაგვიტანა“...

კუმანოვო მე-40 წუთისთვის 22-15 იგებდა, შემდეგ ზედიზედ გაუშვა 6 გოლი, თუმცა, მაინც მოიგო - 27-23. ჩოხელის გარდა თავი გამოიჩნა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა პელისტერში, ანგელა იანკულოვსკამ, ვინც 9 გოლი გაიტანა.

დღეს, მეორე მატჩში, სლავიამ საგანგებო ყურადღება დაუთმო ჩოხელს, რომელმაც ბურთი ოთხჯერ მიიღო და 3 გოლი გაიტანა. 50-ე წუთისთვის ჩეხური კლუბი ზუსტად იმავე ანგარიშთ იგებდა (27-23), მაგრამ დაბოლოება უკეთესად ჩაატარა, 31-24 გაიმარჯვა და მეორე წრეში დანიის ოდენსეს შეხვდება.

18 სექტემბერს კუმანოვო მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში ჩაებმება.

ჩოხელმა ევროტურნირებზე მესამედ იასპარეზა. 2016-17 სეზონში თბილისის მამულის შემადგენლობაში მან 3 გოლი გაუტანა ჩეხეთის სოკოლ პორუბას ჩელენჯ კაპზე, ხოლო 2018-19 სეზონში, იმავე ტურნირზე, 4 თამაშში 8 გოლი შეაგდო მაკედონიის პელისტერის შემადგენლობაში.

ხელბურთი EHF თასი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

14 სექტემბერი. კუმანოვო (მაკედონია) - სლავია (ჩეხეთი) 27-23

კუმ: ჩოხელი 10, იანკულოვსკა 9, ტრაიკოვიჩი 3,  ბორიზოვსკა 2, გიჩესვკა 2, გლიგორიადისი 1

15 სექტემბერი. სლავია - კუმანოვო 31-24

გიჩევსკა 8, იანკულოვსკა 8, ჩოხელი 3, ტრაიკოვიჩი 2,  გლიგორიადისი 1, კიპრიანოვსკა 1, პეჩანოვა 1

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
26 ნოემბერი. თბილისი
სპორტუნი - წყალტუბო
იმედი სტუ - სამტრედია
27 ნოემბერი. თბილისი
სპორტუნი - სამტრედია
იმედი სტუ - წყალტუბო
 13 ნოემ.
                სხვ        
  ქუთაისი 3 3 0 0 121-84 6  
  პეგასი 3     3     0     0     100-79     6    
  BSB ბათუმი 3 2 0 1 101-77 4  
  იმედი სტუ 3 2 0 1 67-55
4  
  გორი 3     1     0     2     78-85     2    
  სამტრედია 3 1 0 2 78-102 2  
  სპორტუნი 3 0 0 3 95-121 0  
  წყალტუბო 3 0 0 3 71-108 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
28 ნოემბერი. გლდანი
სამტრედია - ყვარელი
აჭარა - მამული
 
29 ნოემბერი. გლდანი
სამტრედია - მამული
აჭარა - ყვარელი
 15 ნოემ.
სხვ
  ქარიშხალა 5 5 0 0 141-118 10
  სამტრედია 3 3 0 0 79-57
6
  ფოთი 5 2 1 2 96-81 5
  ყვარელი 3 2 0 1 109-83 4
  აჭარა
3 1 1 1 60-46 3
  მამული 3 1 0 2 83-95 2
  პეგასი 5 1 0 4 106-134 2
  წყალტუბო 5 0 0 5 69-129 0

გოგონები 2004-05
21 ნოემბერი. გლდანი
12:00 სამტრედია - თელავი
13:00 აჭარა - გორი
14:00 წყალტუბო - მამული
15:00 ბათუმი - პეგასი
16:00 ტყიბული - ყვარელი
17:00 ქუთაისი - ქარიშხალა
18:00 თელავი - ფოთი 
 10 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 6   6   0   0 145-56 12
  ყვარელი 5   5   0   0 164-82 10
  ტყიბული 6   5   0   1 115-67 10
  ფოთი 6   4   0   2 85-58 8
  მამული
5   4   0   1 118-102 8
  BSG ბათუმი 6   3   0   3 91-85 6
  პეგასი 5   3   0   2 115-112 6
  ქარიშხალა 5   2   0   3 113-122 4
  წყალტუბო 6   2   0   4 73-114 4
  გორი 5   1   0   4 77-118 2
  აჭარა 6   1   0   5 54-104 2
  თელავი 5   0   0   5 81-132 0
  ქუთაისი 6   0   0   6 2-81 0

ჭაბუკები 2004-05
30 ნოემბერი. ზესტაფონი
7 დეკემბერი. ზესტაფონი
 17 ნოემ.
      სხვ  
  ფოთი 5   5   0   0 127-70 10  
  აჭარა 4   4   0   0 177-67 8  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  სამტრედია 5   3   0   2 124-108 6  
  ზუგდიდი 4   2   0   2 83-45 4  
  ქუთაისი 5   2   0   3 81-103 4  
  წყალტუბო 5   2   0   3 90-113 4  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 6   1   0   5 60-180 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 4   0   0   4 21-79 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 14 დეკემბერს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal