facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მოგებით დაასრულა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში. ბოლო დღეს 29-28 დავამარცხეთ კოსოვო და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ.

კოსოვო წინადღით სულ ერთი ბურთით დამარცხდა მაკედონიასთან, ჯგუფურ ეტაპზე კი ასევე მინიმალური სხვაობით წააგო ფარერის კუნძულებთან, ხოლო ნახევარფინალისტ თურქეთს ბოლომდე ებრძოლა (24-28), შესაბამისად, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ფავორიტადაც ითვლებოდა.

თამაში ქართველების უპირატესობით დაიწყო - 5-2, თუმცა, ტაიმის მეორე ნახევარში კოსოვომ სიტუაცია გამოასწორა (19-13), ხოლო 41 წუთის შემდეგ ექვსბურთიანი უპირატესობა ჰქონდა - 19-13. ჩვენმა დაცვამ ვერაფერი მოუხერხა ტანმაღალ უკანახაზელ ვერონიკა კასტრატის, რომელმაც კოსოვოს გოლების ნახევარი, 14 გაიტანა.

მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაასტაბილურა. სხვაობა ოთხჯერ შემცირდა სამამდე, მაგრამ ამას კასტრატის გოლები მოჰყვა და დასრულებამდე 6 ქუთით ადრე კოსოვო 27-23 ლიდერობდა. აქ თამაშში გარდატეხა შეიტანა ჩვენმა მარჯვენა ინსაიდმა, ლანა გოგიამ. მან ჯერ გოლი გაიტანა და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა, შემდეგ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა ანა ჩხაიძე, ბოლოს კი ორჯერ შეაგდო ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ - 27-27, რჩება 2 წუთი.

მომდევნო შეტევაში ნენო ჯგერენაიამ მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომელიც გოლად აქცია ლიზა ჩხაიძემ, თუმცა, კოსოვოს ბოლო შეტევაში რინა რეჯეპიმ შვიდმეტრიანითვე გაათანაბრა - 28-28. დარჩენილი იყო 27 წამი, ტაიმაუტის შემდეგ უკვე ლიზა ჩხაიძემ მოატყუა მცველი და შვიდმეტრიანი დაიმსახურა. გამარჯვების გოლი ჯგერენაიამ შეაგდო - 29-28, თამაშის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი გოგიამ მიიღო. ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ორგანიზატორები ადგენდენ სიმბოლურ ნაკრებებს. აქამდე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ, ეს პატივი ჩვენმა ხაზის მოთამაშემ მარიამ დვალიშვილმა დაიმსახურა, დღის ბოლოს კი შესაძლოა ამ სიაში გოგიაც მოხვდეს. საღამოს კლაიპედაში პირველობისთვის ითამაშებენ ჩეხეთი და შვეიცარია. 

საქართველოს ნაკრები თბილისში ორშაბათს ღამით დაბრუნდება, 25 ივლისამდე დაისვენებს და შემდეგ დაიწყბს მზადებას სეზონის მთავარი შეჯიბრების, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 3-11 აგვისტოს.

კლაიპედაში მოთამაშე 16 ხელბურთელიდან 13 სწორედ ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების წევრია. აქცენტი შეგნებულად გაკეთდა მათზე - გოგონებმა 2 წლით უფროს მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მშვენიერი სათამაშო პრაქტიკაც მიიღეს. თბილისში, ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად გვყავს ფინეთი, ლიტვა, ლატვია და შვეიცარია და თანატოლებთან ბრძოლაში ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია. მეორე ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, უკრაინა, ფარერები, ბულგარეთი და საბერძნეთი.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

20 ივლისი, ფინალები

7-8 ადგილები. საქართველო - კოსოვო 29-28

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი - გოგია 7, ჯგერენაია 7, ა. ჩხაიძე 5, ე. ჩხაიძე 4, გაგნიძე 3, დვალიშვილი 2, ბურკაძე 1, კორძაია, საბაშვილი, ქ. ცინცაძე, იაშვილი, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე

ფარ: ლ. გაში, უკა - კასტრატი 14, კელმენდი 4, რეჯეპი 4, ე. მულაი 3, მატაროვა 1, მ. მულაი 1, ზიმბერი 1, რადონიჩი, გ. გაში, ჰალიტაი, რეჯაი

მსაჯები: ბრასეტი, სუნდეტი (ნორ), დელეგატები: მასიჩი (სრბ), დილმენი (თურ)

(5-6) ფარერები - მაკედონია 30-28

(3-4) 16:00 ლიეტუვა - თურქეთი

(1-2) 18:00 ჩეხეთი - შვეიცარია

საქართველოს ნაკრები

GK: 33. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

LW: 14. ქეთი იაშვილი (2000, მამული - 2 გოლი), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა), 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა - 14 გოლი)

RW, RB: 93. ლანა გოგია (2002, ფოთი - 15 გოლი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი - 6 გოლი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)

P: 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა - 7 გოლი), 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი - 1 გოლი)

LB, CB: 18. ანა ქებაძე (2000, პეგასი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი - 29 გოლი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი - 16 გოლი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია - 5 გოლი)

მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, მენეჯერი: ლანა მარგიანი

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: