სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების გათამაშებელი, 21 წლის ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც წინა სეზონი უკრაინის სუპერლიგაში გაატარა, საკლუბო კარიერას მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, სკოპიეს მეტალურგში გააგრძელებს. 

მეტალურგის ოფიციალური ვებ-გვერდი ახალი შენაძენს ასე გამოეხმაურა:

https://rkmetalurg.mk/metalurg-dobi-nov-sreden-bek/ - „21 წლის სუპერ-ტალანტი, ირაკლი კბილაშვილი მეტალურგი ახალი მოთამაშეა. კბილაშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ხელბურთელად ითვლება. ახლახან მან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა თბილისში გამართული IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო, კბილაშვილმა კი ამ ტურნირზე 22 დარტყმიდან 15 გოლი გაიტანა. მასთან კონტრაქტის გაფორმება რამდენიმე სხვა კლუბიც ცდილობდა, მაგრამ ამ სეზონიდან ის ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. კბილაშვილი მეტალურგში მეორე ქართველია რევაზ ჭანტურიას შემდეგ, რომელმაც ახლახან გააფორმა კონტრაქტი. კლუბის დებიუტანტი გამთამაშებლის პოზიციაზე სათამაშო დროს ლუკა სტოიანოვიჩთან გაიყოფს.“

მეტალურგი მაკდონიის ერთ-ერთი უძიერესი კლუბია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი 2006, 08, 10, 11, 12 და 2014 წლებში გახდა (აქედან 4 ტიტული რევაზ ჭანტურიამაც მოიპოვა). ბოლო წლებში მეტალურგმა პირველობა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს, ვარდარს დაუთმო, მაგრამ თავადაც მუდმივად  თამაშობდა უმთავრეს ევროტურნირზე. ბოლო საშინაო სეზონი მეტალურგმა მესამე ადგილზე დაასრულა და ითამაშებს EHF თასზე, სადაც ბრძოლაში ბოლო, მესამე საკვალიფიციო რაუნდიდან ჩაებმება.

მესამე ადგილი წარუმატებლობად ჩაითვალა: კლუბმა გაუშვა 12 მოთამაშე და შეიძინა 7, ძირითადად ახალგაზრდები. ამჟამად გუნდში 10 მაკედონიელი, 2-2 სერბი, ქართველი და მონტენეგროელი, თითო ხორვატი და სლოვენიელი ხელბურთელი ირიცხება. შეიცვალა მწვრთნელთა შემადგენლობაც.

ახალი მთავარი მწვრთნელია 40 წლის სერბი  დამირ სტოიანოვიჩი, რომელიც ამას წინათ თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან თითოკვირიანი საწვრთნელი კემპი ჩაატარა. მას ეხმარებოდა ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, რომელიც ასევე იმუშავებს მეტალურგის სტაფში .

ირაკლი კბილაშვილი 1998 წელს დაიბადა, თამაში სახელბურთო კლუბ ქუთაისში დაიწყო, ორი სეზონი თბილისის ქარიშხალაში თამაშობდა, შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა და საქართველო ჩემპიონატი ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, თითო სეზონი საბერძნეთისა და უკრაინის სუპერლიგებში აქვს ნათამაშები. გაიარა გზა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 2015 წელს, ისრაელში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჰქონდა.

ირაკლი კბილაშვილი: დაიბადა 1998 წლის 2 ოქტომბერს, ბაღდათში. ხელბურთის თამაში დაიწყო 2011 წელს. კარიერა: ქუთაისი (2011-12), ქარიშხალა (2012-14) - ქუთაისი (2014-16, საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი) - ეგეოს სერიფატო (საბერძნეთი, 2016-17) - ქუთაისი (2017-18, საქართველოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი) - ოდესა (უკრაინა, 2018-19) - მეტალურგი (მაკედონია, 2019-) - ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2015 წლიდან - 14 მატჩი, 33 გოლი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გოგონები 2004-05
12 ოქტომბერი. გლდანი
ყვარელი 29-15 პეგასი
ქარიშხალა 19-23 მამული
ყვარელი 44-18 თელავი
მამული 29-17 გორი
 
13 ოქტომბერი. სენაკი
სამტრედია 27-5 აჭარა
ფოთი 20-5 წყალტუბო
სამტრედია 30-13 ტყიბული
BSG ბათუმი 10-0 ქუთაისი
ტყიბული 13-9 ფოთი
 13 ოქტ.
        სხვ    
  ყვარელი 3   3   0   0   104-52   6  
  სამტრედია 3   3   0   0   84-32   6  
  ტყიბული 4   3   0   1   64-47   6  
  ბათუმი 3   2   0   1   46-30   4  
  ფოთი 3   2   0   1   49-37
  4  
  მამული ^ 3   2   0   1   71-67   4  
  ქარიშხალა 3   2   0   1   66-58   4  
  პეგასი 2   1   0   1   41-46   2  
  ქუთაისი 2 0 0 2 0-20 0
  გორი 3   0   0   3   51-79   0  
  წყალტუბო 2   0   0   2   19-47   0  
  თელავი 2   0   0   2   36-67
  0  
  აჭარა 3   0   0   3   23-72   0  
 
გლდანი - 26 ოქტომბერი, 9 ნოემბერი
სენაკი - 27 ოქტომბერი, 10 ნოემბერი
საერთო ტური გლდანი. 21-25 ნოემბერი

საქართველოს თასი
2019. კაცები
გლდანი. 15-17 ოქტომბერი
15 ოქტომბერი. 1/4 ფინალი
გორი 35-45 BSB ბათუმი
სამტრედია 25-29 იმედი სტუ
პრომეთე 24-43 პეგასი
სპორტუნი 32-40 ქუთაისი
 
16 ოქტომბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 34-21 იმედი სტუ
პეგასი 32-41 ქუთაისი
 
17 ოქტომბერი. ფინალი
BSB ბათუმი 27-20 ქუთაისი
 
1   BSB ბათუმი
ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტური
ქალები. საბოლოო
1  ყვარელი
2  ფოთი
3  წყალტუბო
4  აჭარა
5  BSB ბათუმი
6  გორი
7  ბათუმის სპორტსკოლა
კაცები. საბოლოო
1  გორი
2  ქუთაისი
3  ქორები
4  სამტრედია
5  წყალტუბო
6  BSB ბათუმი
7  ფოთი
ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg





ჩვენი პარტნიორები: