სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, 37 წლის რევაზ ჭანტურია კარიერას გააგრძელებს მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, სკოპიეს მეტალურგში, სადაც 2004-11 წლებში თამაშობდა.  

ჭანტურიამ ბოლო სეზონი სტრუგაში დაასრულა, მალე კი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს კლუბთან, რომელთან ერთადაც ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში 21 გოლი გაუტანია. რეზო მეტალურგში 2004 წელს, სტუ-შევარდენიდან გადავიდა და იქ 7 სეზონი გაატარა, შემდეგ ვარდარში, პელისტერში, სტრუმიცაში, ისევ პელისტერში და სტრუგაში ითამაშა, საქართველოს ნაკრებში კი მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება - ივნისში ის გუნდთან ერთად IHF ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ხელბურთელი 17 ივლისს გაემგზავრება მაკედონიაში და წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. გთავაზობთ ინტერვიუს რევაზ ჭანტურიასთან.

- მეტალურგის ვებგვერდზე ასე დაწერეს - ჭანტურია 8 წლის შემდეგ დაბრუნდა გუნდში, სადაც დაიწყო საერთაშორისო კარიერა და ალბათ აქვე დაასრულებსო. 1+1 კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ ერთწლიანი ვარჩიე. ჩემს ასაკში ყველაფერი ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული - აგერ, ერთა ჩემპიონატზე, უწყინარ სიტუაციაში შევხტი  ირლანდიის ნაკრების ზონაში და კუნთი გავიწყვიტე. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და კიდევ ორი წელი ვაპირებ თამაშს.

- იქამდე ალბათ მასტერ-კოუჩის ლიცენზიასაც აიღებ...

- ზუსტად მასე მაქვს დაგეგმილი. მწვრთნელობის ორი დონის კურსები უკვე დავხურე. ამ მომენტისთვის ჩემი ლიცენზიით ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდული გუნდში შემიძლია მუშაობა. ამას მოსდევს მესამე კატეგორია, რომელიც კაცთა გუნდში მწვრთნელობის უფლებას მაძლევს და ამის შემდეგ არის მასტერ-კოუჩის დონე, ურომლისოდაც 2022 წლიდან ვერც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბში იმუშავებ და ვერც ეროვნულ ნაკრებში.

მეტალურგი ერთ დროს მაკედონიის საუკეთესო გუნდი იყო, შემდეგ პირველობა ვარდარს დაუთმო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მაინც რეგულარულად თამაშობდა. წინა სეზონში, მაკედონიაში მეორე ადგილი ეუროფარმმა აიღო და წლეულს EHF თასზე მოგვიწევს გამოსვლა. მაგრამ ეგ არაფერი, ჩემთვის მეტალურგი ახლა იდეალური ვარიანტია - გუნდში სულ 4 ვეტერანი ვართ, დანარჩენები 23 წლამდე პერსპექტიული ბიჭები არიან, სერიოზული გეგმები აქვთ დასახული და იქ მოსამზადებლად, სპორტული ფორმის ასაკრეფად და შესანარჩუნებლად ყველა პირობა მექნება. ჩემთან ერთად აიყვანეს მილან პოპოვიჩი, მონტენეგროს ნაკრების ძირითადი მარცხენა გარემარბი, ძალიან კვალიფიციური მოთამაშე. ჩემს, მხარეს, მარჯვენა კუთხეში კი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავთ.

- ახლა საქართველოს ნაკრების ბოლო შეჯიბრება შევაფასოთ....

- საინტერესო ტურნირი იყო და მისი მოგება ნამდვილად არ ყოფილა იოლი. კუბა, აშშ და ბულგარეთი, ჩემი აზრით, არ ჩამოუვარდებიან იმ ევროპულ გუნდებს, რომლებთანაც ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებს ვთამაშობდით.

ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი სერიოზული პროფესიონალია. მას და ბექა ორჯონიკიძეს ეხმარებოდა დრაგან ჯუკიჩი, რომელიც კონსულტანტია და თამაშის დროს არ ჩანდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მწვრთნელები აანალიზებდნენ ჩვენი და ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაშს, სტატისტიკურ მონაცემებს, დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიდნენ მომავალ მეტოქეზე და მის ყველა მოთამაშეზე. უშუალოდ თამაშს კი ძალიან კვალიფიციურად უძღვებოდა მაქსიმოვიჩი - მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დიდ გუნდებშია.

ყველაფერი იწყება დაცვით და პირველ რიგში უნდა ვახსენო დაცვაში სწორი თამაში და ჩვენი მეკარე, შოთა თევზაძე. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, საკვანძო ფიგურა იყო ირაკლი ჩიქოვანი. დანარჩენები ახალგაზრდები არიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ მათ ძალიან კარგი მომავალი აქვთ.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, აქ უმტკივნეულოდ შემცვალა ირაკლი გოგოლაძემ, რომლისთვისაც ეს სულ მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო. მის გარდა, გვყავდა კიდევ უფრო ახალგაზრდა გიორგი მერკვილაძე. გიორგი დიხამინჯიამ ბოლო სეზონი სტრუგაში ინსაიდად ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა გარემარბის პოზიციიდანაც. როდესაც კარიერას დავასრულებ, შემიძლია ჩემს პოზიციაზე არ ვიდარდო - მშვენიერი ცვლა გვყავს.

ჯამში, ჩვენ ცხრა დღეში გვქონდა შვიდი თამაში და შვიდივე მოვიგეთ, რაც შეუძლებელი იქნებოდა, ერთ მტკიცე გუნდად რომ არ ვყოფილიყავით შეკრული. ყველამ, ვეტერანმაც და ახალგაზრდამაც მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის.

- ახლა მომავალზე - გველის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფი და მსოფლიო პირვეობის კვალიფიკაცია...

- ორივე ამ ტურნირის წილისყრა ივლისის ბოლოს იქნება. ევროპის პლეიოფს რაც შეეხება, სამი სავარაუდო მეტოქიდან მე ესტონეთთან თამაში მირჩევნია, ბელგიასთანაც არაუშავს. ფინეთიც არაა ჩვენზე ძლიერი, თუმცა, ძალისმიერი, ხისტად მოთამაშე გუნდია და თუ მაინცდამაინც,  ესტონეთი ან ბელგია სჯობს. თუ მოვიგეთ, ჩვენ გავდივართ ევროპის ელიტაში, მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში, 32 უძლიერეს გუნდს შორის, ამ 32 გუნდში კი ფინალური ეტაპის 20 საგზური თამაშდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც შეგვიძლია. აქაც დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებია - იტალია, რუმინეთი, ისრაელი, კოსოვო, ბელგია, საბერძნეთი, თურქეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერები, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ბრიტანეთი...

მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს, ვეტერანებიც ჯერჯერობით მწყობრში და მათ გვერდით ვართ, სანამ შეგვიძლია და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ხელბურთი ჩვენი თამაშია. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო დროს  ჩვენი მედია, ტელევიზია ხელბურთის ნაკრების თამაშებს დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - მოვიგებთ და დავბრუნდებით. სპორტის სასახლეც ისევე შეივსება, როგორც ბევრჯერ შევსებულა ხელბურთზე.

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: