სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო. თბილისის სპორტის სასახლეში 39-13 დავამარცხეთ მალტა, ბურთების სხვაობით გადავასწარით ბულგარეთს და ლიდერები ვართ. ხვალ 18 საათზე საქართველო-ირლანდიის თამაშია.

9 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - მალტა 39-13

საქ: ცინცაძე 11/24 (თევზაძე) - დიხამინჯია 10/8, ცხოვრებაძე 7/6, კალანდაძე 6/6, მიქავა 5/4, გოგოლაძე 5/4, იმნაძე 6/4, ორჯონიკიძე 5/2, კბილაშვილი 2/2, არსენაშვილი 3/2, რუსტამოვი 3/1 (ჩიქოვანი, ჭანტურია) - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

მალ: ჟ.პ. კარუანა 0/10, გალეა 1/28, გაუჩი 2/4 - ჯ. ფენეჩი 4, ზაიფერტი 3, შიკლუნა 2, ჰარისონი 2, დ. ფენეჩი 1, მ. კარუანა 1, ჩაპარა, რიცო, აზოპარდი, ნაუდი

მსაჯები: ელ ბელტაგი, ნასერი (ეგვიპტე)

ოფიციალები: ჰაგენი (შვდ) - შოოში (უნგ), კულიბალი (სძნ) - გადელია, წივწივაძე (საქ)

გუშინდელი სასტარტო შემადგენლობიდან თამაში არ დაუწყიათ თევზაძეს, ჩიქოვანს, ჭანტურიას, რუსტამოვსა და არსენაშვილს. ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ყველას მისცა თამაშის საშუალება, ხოლო ვეტერანთა სამეული თევზაძე, ჭანტურია და ჩიქოვანი საერთოდ დაასვენა.

ახალგაზრდებს თამაშის დასალაგებლად დრო დასჭირდათ და მერვე წუთზე ანგარიში ჯერ კიდევ თანაბარი იყო - 3-3, ამის შემდეგ კი ქართველების უპირატესობა პროგრესულად იზრდებოდა. 16-7 შესვენებაზე და 39-13 თამაშის ბოლოს.

გოლი მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ გაიტანა მეკარე ცინცაძის გარდა, ყველაზე მეტი, 8, გიორგი დიხამინჯიას დაუგროვდა, ხოლო 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ ეროვნული ნაკრებების დონეზე მატჩის საუკეთესო მოთამაშის პირველი ჯილდო შთამბეჭდავი სტატისტიკით მიიღო - შეტევაში: 6 დარტყმიდან 6 გოლი და 6 საგოლე პასი, დაცვაში კი - 3 ჩაჭრილი ბურთი და 3 დაბლოკილი დარტყმა!

საქართველოს ნაკრები რომ კარგად შეკრული გუნდია, სასიამოვნო ჟესტით დაგვიდასტურა ირაკლი გოგოლაძემ: მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ერთადერთი უგოლო ხელბურთელი ხაზეინ რუსტამოვი იყო, რომელიც მწვრთნელმა დაასვენა და ცოტა ხნით ათამაშა, თუმცა, ჩვენს მარცხენა გარემარბს თამაში არ წაუვიდა და ორჯერ ააცილა. ერთ-ერთ ბოლო სწრაფ გარღვევაში გოგოლაძეს თავადაც შეეძლო გაქცევა და ბურთის უახლოესი პარტნიორისთვის გადაცემაც, მაგრამ მან საკმაოდ რთული პასი სწორედ რუსტამოვს მიაწოდა და თანაგუნდელს პირადი ანგარიში გაახსნევინა.

ჩვენს ჯგუფში ბულგარეთი თავიდან 11-3 უგებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში კი რამდენჯერმე წინაც გაუშვა მეტოქე, თუმცა, დაბოლოება მაინც უკეთ ჩაატარა - 38-35. ირლანდიისა და ნიგერიის მატჩში ჩემპიონატის პირველი ფრე დაფიქირდა - 31-31.

A ჯგუფში 2 მოგებით ლიდერობს კუბა. თითო მოგება აქვთ აზერბაიჯანს, ბრიტანეთს, კოლუმბიასა და ჩინეთს.  ხვალ ჩემპიონატზე მესამე სათამაშო დღეა. ჯგუფური ეტაპი 13 ივნის დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეიოფია. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს ცალკე ანგარიში აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

9 ივნისი

კოლუმბია - აზერბაიჯანი 35-30

ჩინეთი - კუბა 24-30

ბრიტანეთი - ინდოეთი 38-28

ბულგარეთი - აშშ 38-35

მალტა - საქართველო 13-39

ირლანდია - ნიგერია 31-31

ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

კუბა--------------2---2---0---0---65-51---4

აზერბაიჯანი----2---1---0---1---75-64---2

ბრიტანეთი------2---1---0---1---65-63---2

კოლუმბია-------2---1---0---1---60-58---2

ჩინეთი-----------2---1---0---1---52-55---2

ინდოეთი--------2---0---0---2---57-83---0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

საქართველო----2---2---0---0---66-27---4

ბულგარეთი-----2---2---0---0---76-48---4

აშშ----------------2---1---0---1---72-70---2

ირლანდია-------2---0---1---1---63-68---1

ნიგერია----------2---0---1---1---45-58---1

მალტა------------2---0---0---2---26-77---0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია - კუბა

14:00 ინდოეთი - ჩინეთი

16:00 აშშ - მალტა

18:00 საქართველო - ირლანდია

20:00 ნიგერია - ბულგარეთი

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - კუბა

12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი

14:00 კოლუმბია - ინდოეთი

16:00 ირნალდია - ბულგარეთი

18:00 საქართველო - აშშ

20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე. თბილისი
10 დეკემბერი 
გორი 30-29 წყალტუბო
პეგასი 38-27 სამტრედია
11 დეკემბერი
გორი 39-36 სამტრედია
პეგასი 28-23 წყალტუბო
 11 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  პეგასი 7     5     0     2     225-203     10    
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  გორი 7 3 0 4 219-264 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
გაგრძელდება იანვარში
 29 ნოემ.
      სხვ
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
გაგრძელდება 2020 წელს
 8 დეკ.
      სხვ  
  აჭარა 7   7   0   0 304-115 14  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  წყალტუბო 7   4   0   3 154-149 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  ზუგდიდი 7   3   0   4 125-120 6  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  ქუთაისი 7   2   0   5 102-140 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 7   1   0   6 77-217 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 2020 წელს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal