სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 10 იანვარს, დილით მიემგზავრება მალტაში, ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო ტურნირის სათამაშოდ, ორი დებიუტანტია. ერთი მათგანი გახლავთ საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის შავი ზღვის ბიჭების 22 წლის მარჯვენა გარემარბი, ირაკლი გოგოლაძე. მას ბევრი უთამაშია ასაკობრივ ნაკრებებში - 2014 წელს, ხორვატიასა და 2016 წელს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე, IHF ტროფიზე ანდორასა და ქუთაისში. ეროვნული გუნდის ჯერიც დადგა. 

— ირაკლი, ელოდი ამ გამოძახებას?

— არ დაგიმალავთ და ველოდი. ყოველ შემთხვევაში, შეკრებაზე მაინც რომ გამომიძახებდნენ, მჯეროდა.

— მაშინ, მალტის მოახლოებულ ტურნირზე გვითხარი რამე. ჩვენს შანსებს როგორ შეაფასებდი?

— მგონი ასეთ სუსტ ჯგუფში არასდროს მოვხვედრილვართ. ვფიქრობ, ფავორიტები ვართ. მალტას და აზერბაიჯანს უეჭველად უნდა მოვუგოთ. კვიპროსთან სავარაუდოდ, ყველაზე დაძაბული თამაში გველის, მაგრამ მაინც უნდა ვაჯობოთ.

— ნაკრების მწვრთნელზე, ჯორჯე რაშიჩზე რას გვეტყვი?

— 2014 წელს მიმუშავია მასთან. უფრო სწორად, მას უმუშავია ჩემთან. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ანდორაში თამაშობდა IHF ტროფიზე. იქ ფინალამდე ძალიან კარგად მივედით და აბსოლუტურ ფავორიტებად ვითვლებოდით ფინალშიც, მაგრამ მოულოდნელად წავაგეთ ფარერის კუნძულებთან. 

რაშიჩი სერიოზული სპეციალისტია. საინტერესო ვარჯიშები აქვს, გუნდურ თუ პერსონალურ დავალებას კარგად გიხსნის და თამაშიც კარგად მიჰყავს.

— შენს პოზიციაზე საკმაოდ მწვავე კონკურენციაა... 

— დიახ. მარჯვენა კუთხეში ვიქნებით რეზო ჭანტურია, მე და გიორგი დიხამინჯია, რომელიც ალბათ მარჯვენა ინსაიდადაც ითამაშებს. თამაში ყველას მოგვიწევს. ვეცდები, რა დროც მომეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენო.

— შემდეგ ეტაპზეც, პლეიოფში, დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან მოგვიწევს ბრძოლა. მაგალითად, არ არის გამორიცხული შენთვის ნაცნობი იტალია შეგვხვდეს.

— იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მართლაც მითამაშია. შარშან თბილისის ტურნირზე, რომელზეც მე ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. ნორმალური გუნდია. თუ, ვთქვათ იტალია, შეგვხვდება, საინტერესო თამაშს უნდა ველოდოთ.

— გასულ ზაფხულს, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე, თბილისში, სწორედ იტალიამ გაიმარჯვა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 

— ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდში „მონპელიეს“ ორი წევრი, ძმები მარკო და სიმონე მენგონები თამაშობდნენ. ისინი საფრანგეთში ჩვენი გიორგი ცხოვრებაძის თანაკლუბელები არიან. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ იტალიაში ხელბურთი აღმავლობის გზაზეა და ახალგაზრდული გუნდები დიდ ნაკრებზე უკეთესები ჰყავთ. იგივე ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც თბილისში ვიხილეთ შეკრული, კოლექტიური ხელბურთის მიმდევარი გუნდი იყო. კრიტიკულ სიტუაციებში არ იბნეოდა. 3-4 ბურთიან უპირატესობას რომ დაიჭერდა, თამაშის სადავეებს ხელში იღებდა და მის მსვლელობას აკონტროლებდა. იტალიელები დიდი უპირატესობის მოსაპოვებლად ენერგიას არ ხარჯავდნენ და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეჭვი არ არის, იმავე მენგონებს სულ მალე ვნახავთ უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.

— ბათუმის BSB-ში თამაშით კმაყოფილი ხარ? 

— ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თავს პროფესიონალად ვგრძნობ. გუნდის ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ მთვლიან. ვარჯიში დავიწყე ფონიჭალაში, მეშვიდე სკოლაში, ზაზა სამადაშვილთან, 12 წლის ვიყავი.  მერე გადავედი ქარიშხალაში, აქ უკვე უმაღლეს ლიგაში ვითამაშე, შემდეგ იყო სტუ და საქართველოს სამგზის ჩემპიონობა ამ გუნდში. ერთი სეზონი ვიყავი სამტრედიის ძალიან საინტერესო გუნდში - იმ წელს, 2016-ში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ ბათუმთან, ამის შემდეგ კი ბათუმში მიმიწვიეს - 2017 წელს ფინალი წავაგეთ თელავის იმედთან, შარშან კი ჩემპიონები გავხდით ქუთაისთან უდრამატულესი ფინალის შემდეგ.

— კარგი ბიოგრაფია დაგიგროვდა. უცხოეთიდან თუ გქონია შემოთავაზება?

— შარშან მქონდა, აზერბაიჯანიდან, მაგრამ არც ფინანსურად იყო საინტერესო და არც სპორტული თვალსაზრისით. ნამდვილად მინდა, უცხოეთში  მოვსინჯო ძალები. ვფიქრობ, ეს ჩემი განვითარებისთვის კარგი იქნება.

ირაკლი გოგოლაძე: დაიბადა 1996 წლის 15 ნოემბერს. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2008 წელს, მე-7 სკოლაში, ზაზა სამადაშვილთან. კარიერა: ქარიშხალა (2011-12) - სტუ-შევარდენი (2012-15, საქართველოს სამგზის ჩემპიონი) - სამტრედია (2015-16, ვერცხლის პრიზიორი) - ბათუმის შავი ზღვის ბიჭები (2016-19, საქართველოს ჩემპიონი) - ეროვნული ნაკრების დებიუტანტი.  უთამაშია ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში.

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: