სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ დილით მიემგზავრება მალტაში, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოთ. დღეს ბოლო ვარჯიშია, რომლის შემდეგაც მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი 16-კაციან შემადგენლობას გამოაცხადებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ 24 წლის მარცხენა გარემარბი ზურაბ აბრამიშვილი გუნდში იქნება. ის 2013 წლიდან თამაშობს ეროვნულ გუნდში. 

— პირველად სანაკრებო შეკრებაზე 2012 წელს გამომიძახეს, უნივერსიადისთვის რომ ვემზადებოდით. საქართველოს ნაკრებმა იმ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. ის შეკრება დუშეთში ჩატარდა, თუმცა უშუალოდ უნივერსიადაზე მე არ წავუყვანივართ. პირველი შეხვედრა კი 2013 წელს პანევეჟისში, ლიტვასთან ჩავატარე და მას მერე სულ ნაკრებში ვარ.  ერთადერთი, ისრაელში არ ვყოფილვარ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში.

— ზურა, ხელბურთზე როდის მიხვედი?

— ალბათ 12 წლის ვიქნებოდი. დიდი სიმაღლით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ უქმად რომ არ ვყოფილიყავი მშობლებმა გადაწყვიტეს ხელბურთზე ვეტარებინეთ. ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო მოხდა — გლდანში ვცხოვრობთ და ხელბურთელთა დარბაზიც ჩვენი სახლის შორიახლოს იყო. ეს არის და ეს. ჩემი პირველი მწვრთნელი ჯიმშერ დვალიშვილი გახლდათ. შემდეგ ელზა მერაბიშვილი მავარჯიშებდა, შემდეგ იყო „ქარიშხალა“, რომელსაც ბექა ორჯონიკიძე და გიორგი ქობელაშვილი წვრთნიდნენ.  

— უმაღლეს ლიგაში პირველად როდის გამოხვედი?

— სწორედ მაშინ, როდესაც „ქარიშხალა“ საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთო. უმაღლეს ლიგაში ჩემი დებიუტი „ქარიშხალას“ შემადგენლობაში შედგა. შემდეგ უკვე  „სტუ-შევარდენში“ გადავედი და ბოლოს ბათუმის BSB-ში დავმკვიდრდი.

— ბათუმში რომელი წლიდან თამაშობ? 

— 2014 წლიდან .

— ყოველთვის ერთსა და იმავე ამპლუაში გამოდიოდი? 

— თავიდან, ძალიან ცოტა ხანი, გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ გარემარბად იმდენად მალე გადამიყვანეს, რომ ჩემი გამთამაშებლობა შეიძლება აღარც კი ვახსენოთ. მას მერე სულ მარცხენა კუთხეში ვთამაშობ.

— სიმაღლეში რომ გაიზარდე ინსაიდობა არავის შემოუთავაზებია?

— არა, ინსაიდობაზე არავის არაფერი უთქვამს. გარემარბად ბექა ორჯონიკიძემ დამაყენა და მას მერე სულ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. 193 სანტიმეტრი ვარ.

— ახლა, ის გვითხარი, მალტის შესარჩევი ტურნირის წინ რა ხდება, როგორ ემზადებით? 

— ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ჯორჯე რაშიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ის ძალიან ინტენსიურ და საინტერესო ვარჯიშებს ატარებს. ჯორჯეს ხელში გუნდი კოლექტიურ  ხელბურთს თამაშობს. კომბინაციებს  ვამუშავებთ. ჯორჯე რაშიჩი რომ ძლიერი მწვრთნელია, ეს საქართველოში მისი პირველი ყოფნისას დამტკიცდა. ხომ გახსოვთ, როგორი ხელბურთი ათამაშა გუნდს და როგორი შედეგები ჰქონდა…

 — შენი ანუ მარცხენა გარემარბის მონაწილეობით გაქვთ კომბინაციები დამუშავებული?

— როგორ არა. ჩარბენებია ჩემი… არის კომბინაციები, რომლებშიც ვმონაწილეობ, ზოგს ვაბოლოვებ.

— შანსებზე რას იტყვი?

— უეჭველად უნდა მიგოთ. ცოტა ხნის წინ ჩვენი კლუბი იყო ბაქოში ვიყავით და იქაური ჩემპიონატის მონაწილეთა ნაკრებს ვეთამაშეთ. ეს გუნდი აზერბაიჯანელებით არის დაკომპლექტებული და ერთი-ორი უცხოელით გაძლიერებული. მათ შორის უკრაინელი ინსაიდი დამამახსოვრდა. მერე გავიგე თითქოს კიდევ ვიღაცები დაუმატებიათ, თუმცა, კერძოდ ვინ, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

— როგორი შთაბეჭდილება დატოვა აზერბაიჯანის ნაკრებმა? 

— ვფიქრობ, აზერბაიჯანის ნაკრებს BSB ბათუმი მოუგებს. რაც შეეხება მალტას, როგორ ვიცი ამ კუნძულზე ხელბურთს მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისიდან თამაშობენ და მათ ჩვენ წინააღმდეგობა ვერ უნდა გაგვიწიონ. მათი ახალგაზრდული გუნდი კი ქუთაისში 2016 წელს IHF ტროფიზე ვნახეთ — ყველასთან დამარცხდა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდში ყველა ლეგიონერი ჩამოსულია, ტრავმირებული არავინ არის. ვფიქრობ, დაცვაშიც კარგად ვდგავართ. პირადად მე მთელი ცხოვრება დაცვაშიც  კუთხეში, ანუ პირველ კაცს ვთამაშობ, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოოდ მაინც არ ვიცი როგორ დააყენებს დაცვას  ჯორჯე რაშიჩი.

— ევრო 2022-ის შესარჩევში ჩვენი მიზანი რა შეიძლება იყოს, მხოლოდ ამ ეტაპის დაძლევა თუ ფინალურ შეჯიბრებაში მოხვედრა?

— შემდეგი ეტაპები მალტის ტურნირთან შედარებით უფრო რთული იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. რამდენადაც ვიცი, მეორე შესარჩევ საფეხურზე, პლეოფში მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის მეტოქეები შეგვხვდებიან, რომელთათვისაც ადრე მოგვიგია. აი, მესამე ეტაპზე კი ნებისმიერ გრანდს შეიძლება გადავეყაროთ, მაგრამ ყველა მათგანი ჩვენს ჯგუფში ხომ არ მოხვდება. ასე რომ, თუ გაგვიმართლებს არც ის არის გამორიცხული, რომ ევრო 2022-ზე გავიდეთ.

ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს ისიც, რომ ლეგიონერებს ძალიან აქვთ მომატებული. ეტყობათ, მაღალი დონის ჩემპიონატებში რომ თამაშობენ. ერთი სიტყვით, დიდი შანსია, რომ 2020 წლამდე კიდევ უფრო გავძლიერდებით.

- უკვე კარგა ხანია, პროფესიონალი ხელბურთელი ხარ. კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე არ გიფიქრია? 

-კი. მქონია კიდეც შემოთავაზება თურქეთის სუპერლიგის კლუბიდან. მაგრამ იქაური გუნდები ფინანსური სტაბილურობით არ გამოირევიან. ამიტომაც უარი ვთქვი. ვფიქრობ, მექნება შანსი, უკეთეს ლიგაში მოვხვდე. 

ზურაბ აბრამიშვილი: დაიბადა 1994 წლის 23 იანვარს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2006 წელს, გლდანის სპორტსკოლაში, ჯიმშერ დვალიშვილთან. კარიერა: ქარიშხალა (2010-12) - სტუ-შევარდენი (2012-14, საქართველოს ორგზის ჩემპიონი) - ბათუმის შავი ზღვის ბიჭები (2014-19, საქართველოს თასის მფლობელი და ორგზის ჩემპიონი) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2013 წელს; სულ: 15 მატჩი, 3 გოლი 

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტაა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: