facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

გიგა ტორონჯაძე საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია, თამაშობს - 2009 წლიდან მხოლოდ ერთი სანაკრებო სეზონი აქვს გამოტოვებული. ის გუნდის კაპიტნის, შოთა თევზაძის შემცვლელია. საკლუბო დონეზე რამდენჯერმე ამხდარა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი ცოტა დააკლდა თურქეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლამდე. ინტერვიუში ის თავის კარიერაზე და ნაკრების მომავალ საკვალიფიკაციო თამაშებზე გვესაუბრება.    

— გიგა, როდის დაიწყე ხელბურთში ვარჯიში?

— 2002 წლიდან. გლდანის დარბაზში, თამაზ ჩხაიძესთან.

— ალბათ, გლდანში ცხოვრობდი.

— არა, დედაჩემი, ნანა ბარბაქაძე  იყო ხელბურთელი. ისიც მეკარე, მის კვალს გავყევი. მან მიმიყვანა

სავარჯიშოდ.

— მეკარეებს ნიჭი თავიდანვე ეტყობათ? 

— ალბათ. გატყობენ, რისი მიდრეკილებაც გაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამპლუის არჩევაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. თავიდანვე კარში ჩავდექი.

— დიდ ხელბურთში როდისღა მოხვდი?

— 2005 წელს „ქარიშხალაში“ გადავედი ბექა ორჯონიკიძესთან და საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობაც იქიდან დავიწყე. მერე იყო „სტუ-შევარდენი“ საიდანაც 2013 წელს „ტრაბზონსფორში“ წავედი. 2015 წელს ერთი სეზონით ისევ „სტუ-შევარდენში“ დავბრუნდი, შემდეგ ასევე ერთი სეზონი გავატარე „ქუთაისში“ და ბოლოს ორი სეზონი ბათუმის BSB-ში ვითამაშე. საქართველოში ყველა ტიტული მოგებული მაქვს.

— ნაკრებში როდის გქონდა დებიუტი?

— ნაკრებში პირველად მოლდოვაში ვითამაშე, „ჩელენჯ ტროფიზე“. მაშინ 19 წლის ვიყავი. მას მერე მხოლოდ ერთი სანაკრებო სეზონი მაქვს გამოტოვებული. ნათამაშები მაქვს ყველა ასაკობრივ ეროვნულ გუნდში.

— ნაკრებში დიდი ხანია, მთავარი მეკარე შოთა თევზაძეა…

— მე რეგულარულად მიწვევენ ხოლმე, ოღონდ შოთას შემცვლელად, ასე ვთქვათ მეორე მეკარედ.

— ამ ხნის განმავლობაში გამორჩეული მატჩიც გექნებოდა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა.

 — 2012 წელს, საკლუბო უნივერსიადაზე პორტუგალიელებთან ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა, რომელშიც შოთა მოედნიდან გააძევეს. მან შემდეგი თამაში ფრანგებთან ავტომატურად გამოტოვა და მე მომიწია სტუ-ს კარის დაცვა. იმ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ყველა თამაში მოიგო. 

— „ტრაბზონსფორში“ ძირითადი მეკარე იყავი?

— ტრაპიზონში პირველ და მეორე მეკარედ არ ვიყავით დაყოფილები. ასე რომ, პირველი მეკარეც ვიყავი და მეორეც. ხან ჩემი კოლეგა იწყებდა თამაშს, ხან მე. რამდენიმე გუნდთან ამ ხერხს ტაქტიკადაც კი ვიყენებდით. ვთქვათ, პირველ 10 წუთს მე ვითამაშებდი და შემდეგ 10 წუთს ის, ან პირიქით. ხანდახან ერთი ტაიმი მისი იყო, მეორე კი ჩემი.

— როგორი გუნდი იყო „ტრაბზონსფორი“?

— კარგი გუნდი იყო, შეიძლება ითქვას სრულიად ნორმალური, მაგრამ როგორც ყველა თურქული გუნდი, ისიც ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა და დაიშალა. ბიჭების ვალიც კი დარჩათ. თორემ ისე, ფლეი-ოფშიც გავდიოდით და იქაც ტოლს არავის ვუდებდით. ერთხელ, მაგალითად, ბრინჯაოს მედლისთვის ფლეი-ოფში მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა წავაგეთ. მე და რატი მსხვილიძე ვთამაშობდით იქ.

— კეთილი, ნაკრებზე რას იტყვი? ჯორჯე რაშიჩთანთან ვარჯიში როგორ მოგწონს? 

—  ჯორჯეს ადრეც ვიცნობდი, პირველად რომ იყო საქართველოში ჩამოსული და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს მწვრთნელთან ურთიერთობა არ მქონია. დღეს ის ვარჯიშებზე გვეუბნება, რომ გუნდით კმაყოფილია, მაგრამ ცოტა მეტი ყურადღებისკენ მოგვიწოდებს. მასთან მოდუნება არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა გადაღლილი ხარ თუ არა.

რაშიჩს აქვს ერთი თვისება, რომელიც ძალიან მომწონს — როგორც მწვრთნელი თამაშს კარგად კითხულობს. ის ყველა მოთამაშის გამოყენებას ცდილობს. რასაკვირველია, ყველას ერთნაირი სათამაშო დრო ვერ ექნება, მაგრამ გუნდში ყველას თავისი როლი აქვს და ჯორჯე ამას შესანიშნავად გრძნობს. ორი წუთით იქნება, ხუთით თუ ათით, ცდილობს ყველას თავისი ფუნქცია შეასრულებინოს. არ დამავიწყდება როგორ მენდო თბილისში, თურქეთთან დაძაბულ შეხვედრაში, როდესაც თამაში ბურთი-ბურთზე მიდიოდა.

— იმ მეტოქეებიდან, რომელთაც მალტაში უნდა შეხვდეთ, რომელიმეს თამაში იცი?

— ბევრს ვერაფერს ვიტყვი. კვიპროსელებს კარგა ხნის წინ ახალგაზრდულ ნაკრებში შევხვდი ერთხელ და სულ ეს იყო. არც თურქეთში გამიგია, რომ რომელიმე გუნდს კვიპროსელი მოთამაშე ჰყოლოდა.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, ამასწინათ „შავი ზღვის ბიჭები“ ბაქოში ვეთამაშეთ ფაქტობრივად აზერბაიჯანის ნაკრებს. რა გითხრათ, ერთი უკრაინელი ჰყავთ დამატებული, თუმცა უკრაინელი სათამაშოდ ბაქოში რომ წახვალ, ესე იგი საუკეთესოთა შორის ვერ უნდა იყო.

მალტაზე კი საერთოდ არაფერი მსმენია. მალტურ ხელბურთს მგონი დიდი ხნის ისტორია არც კი აქვს.

ასე რომ, ამ ტურნირზე მოგების გარდა სხვა შედეგზე  ფიქრის უფლება არც კი გვაქვს. 

გიგა ტორონჯაძე: დაიბადა 1989 წლის 7 თებერვალს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2002 წელს გლდანის სპორტსკოლაში. კარიერა: ქარიშხალა (2005-07) - სტუ-შევარდენი (2007-13, საქართველოს ჩემპიონი) - ტრაბზონსფორი (თურქეთი, 2013-15) - სტუ (2015-16) - ქუთაისი (2016-17) – BSB ბათუმი (2017-19, საქართველოს ჩემპიონი) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2009 წელს - ოჯახი: მეუღლე თამარ ბაკურაძე, შვილები: ანიტა (5 წლის), ნიცა (2)

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე. თბილისი
10 დეკემბერი 
გორი 30-29 წყალტუბო
14:00 პეგასი - სამტრედია
11 დეკემბერი
16:00 გორი - სამტრედია
18:00 პეგასი - წყალტუბო
 5 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  პეგასი 5     3     0     2     159-153     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  გორი 5 1 0 4 150-199 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
გაგრძელდება იანვარში
 29 ნოემ.
      სხვ
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
გაგრძელდება 2020 წელს
 8 დეკ.
      სხვ  
  აჭარა 7   7   0   0 304-115 14  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  წყალტუბო 7   4   0   3 154-149 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  ზუგდიდი 7   3   0   4 125-120 6  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  ქუთაისი 7   2   0   5 102-140 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 7   1   0   6 77-217 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 2020 წელს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal