სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ერეკლე არსენაშვილი კიდევ ერთი ხელბურთელია, ვინც ეროვნულ ნაკრებში 1998-99 წლებში დაბადებულთა თაობიდან მოვიდა და საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ასაკობრივ გუნდებში - 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში. ერეკლეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2016 წლის 2 ნოემბერს, სირაკუზაში ჰქონდა იტალიის წინააღმდეგ. 

— ერეკლე, თუ სწორად გვახსოვს შენ საქართველოში მხოლოდ „ქარიშხალაში“ თამაშობდი.

— არა, „ქარიშხალას“ გარდა „სტუ-შევარდენშიც“ ვიყავი. ორი სეზონი. „იმედი“ რომ გახდა ჩემპიონი, იმ წელიწადს მეორე ადგილი დავიკავეთ, 2017 წელს, წინა სეზონში - მესამე.

— მერე კი საბერძნეთში, „ფილიპოს ვერიასში“ წახვედი… თუმცა მოდი ჯერ ბავშვობის ამბავი მოგვიყევი. რამდენი წლის იყავი ხელბურთზე რომ მიხვედი?

— ვარჯიში 12 წლისამ დავიწყე, მართალია, ხელბურთელის შვილი ვიყავი (ელიზბარ არსენარსვილი, თბილისის მამულისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ხელბურთელი - რედ.), თავიდან თამაშს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. მაშინ ახლანდელივით მაღალი არ გახლდით. ტანი მერე ავიყარე, პატარაობისას კი დაბალი ვიყავი და წონის  პრობლემაც მქონდა. ცოტა ხანი წყალბურთზეც დავდიოდი.

— თავიდანვე გადაწყდა, რომ ხაზის მოთამაშე უნდა ყოფილიყავი? შენი სურვილი იყო ასეთი?

— ჩემი არა. მწვრთნელებმა რომ შემომხედეს, პირდაპირ მითხრეს, „ხაზი“ უნდა იყოო.

— ტანი რა ასაკში აიყარე?

— სწრაფი ზრდა 15 წლისამ დავიწყე. წონაშიც მაშინ დავიკელი. ახლა სიმაღლეში უკვე ორი მეტრი ვარ.

— ახლა კვლავ საბერძნეთში თამაშობ, ოღონდ უკვე სხვა გუნდში, „დიომიდის არგოსში“ ხარ. შენს ახალ და ძველ გუნდებს ხომ არ შეადარებდი ერთმანეთს? მათ შორის კლასში არის განსხვავება?

— კი, განსხვავება დიდია, რადგან „დიომიდის არგუსი“ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და სხვა დონეზე თამაშებს. ის პლეი-ოფის გუნდია. შარშან მეოთხე ადგილზე გავიდა და წელს „ჩელეჯ კაპზე“ ვითამაშეთ. სტავროპოლის „დინამოსთან“ წავაგეთ.

— შენ გუნდში მთავარი ხაზის მოთამაშე ხარ?

— შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად მთელ თამაშს მოედანზე ვატარებ. დაცვაში ჩვენი გუნდი ხშირად იყენებს იშვიათ, 3-3 განლაგებას და მე ცენტრალური მცველი ვარ.

— საბერძნეთში როგორ მოხვდი? აგენტი გყავს? 

— დიახ, ერთი ფრანგია და ერთიც გერმანელი.

— საბერძნეთის ჩემპიონატი დაძაბულია?

— ახლა განსაკუთრებით საინტერესო გახდა. ბუნებრივია, როგორც ყველა ჩემპიონატს საბერძნეთის A1 ლიგასაც ჰყავს თავისი ლიდერები: „ოლიმპიაკოსი“, „პაოკი“, „აეკი“… თუმცა წელს „აეკთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასე რომ ვერ იტყვი, თითქოს უშანსოდ ვართ. ცხრილში მეხუთე ადგილი გვიჭირავს.

—  ბერძნული კლუბები ლეგიონერების ნაკლებობას ალბათ არ განიცდიან.

— არიან დანიელები, ბრაზილიელები, ესპანელები… ჩვენთან კვიპროსის ნაკრების ორი წევრია - გარემარბი ხრისტოს არგაროუ და ინსაიდი დიმიტრის ბოცარისი.  ორივეს ხელი აქვს ნაღრძობი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ კვიპროსი ევრო 2022-ის შესარჩევში ჩვენი მეტოქეა. ხრისტოს არგაროუს ძმა, ჯულიო არგაროუ „აეკ-ის“ გამთამაშებელია. ტრავმის მიუხედავად,  მალტაზე, ჩვენს შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ორივე ძმა წამოვა.

ხრისტოსმა მითხრა, რომც ვერ ვითამაშო, ტურნირს აუცილებლად დავესწრებიო. ჩემს მეორე თანაგუნდელს, ბოცარისს კი ხელი ისეთ დღეში აქვს, რომ შევხედე, შემეშინდა. ის ნამდვილად ვერ გამოვა მოედანზე.

— კარგი მოთამაშეები არიან?

— დიდი ვარსკვლავები ნამდვილად არ არიან, მაგრამ დასაწუნიც არაფერი სჭირთ. „აეკის“ გამთამაშებელი ჯულიო არგაროუ  უკვე წლებია, სტაბილურად თამაშობს. ხაზთან კარგი კონტაქტი აქვს, პასები უვარგა, მოედანს ხედავს, მოძრავია, ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული, ერთადერთი შორიდან დარტყმა აქვს შედარებით სუსტი. ერთი სიტყვით, კვიპროსი იქნება ისეთი გუნდი, რომელთანაც ბრძოლა მოგვიწევს, თუმცა, მალტის ეტაპი უნდა დავძლიოთ. საქართველოს ნაკრები ახლა უკვე სხვა, უფრო ძლიერი გუნდია.

—  მოდი შენს სანაკრებო დოსიეს გადავხედოთ. ეროვნულ გუნდში უკვე გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ შეხვედრაში, იტალიაში. ასე რომ ფაქტიურად დებიუტი გაქვს.

—  დიახ, ასეა, თუმცა ნაკრებში ერთადერთი ხაზის მოთამაშე მე არ ვარ. რამდენადაც ვიცი, ადრე ეს პრობლემური პოზიცია იყო, ახლა კი ჩემს ამპლუაში სულ მცირე ოთხი კარგი მოთამაშეა. ახლა შეკრებაზე ვართ მე, უჩა მაისურაძე და ასევე რატი მსხვილიძე, რომელიც, ჩვეულებრივ, მარჯვენა ინსაიდია, მაგრამ ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენს პოზიციაზე ითამაშა.

ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ ბევრი ტურნირი დამიგროვდა. ბოლოს ოქტომბერში ვითამაშე კოსოვოში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, სადაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა. ახლა, თუ საშუალება მომეცემა, მზად ვარ, მაქსიმუმი გავიღო ეროვნული გუნდისთვის.

ერეკლე არსენაშვილი: დაიბადა 1998 წლის 18 ოქტომბერს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2010 წელსქარიშხალაში. კარიერა: ქარიშხალა (2010-15) - სტუ (2015-17, საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორი) - ფილიპოს ვერიასი (საბერძნეთი, 2017-18) - დიომიდის არგოსი (საბერძნეთი, 2018-19) - ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2016 წელს - 1 მატჩი, 1 გოლი

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: