17/03/15 ტრაბზონის ტურნე დასრულდა, წინ ქუთაისია

 

თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოს გოგონათა ნაკრები, რომელმაც დაასრულა მზადება ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. 20 მარტს ქუთაისში პირველი მატჩია ლიტვასთან.

გუნდმა ორი მატჩი გამართა თურქეთის თანატოლთა ნაკრებთან. ორივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს – 27-17 და 42-21.

დიდი სხვაობით წაგება, განსაკუთრებით მეორე მატჩში, რამდენიმე მიზეზმა განაპირობა – ორივე ძირითად მეკარეს, ყაველაშვილსა და ჯავახიას, ტრავმები ბოლომდე არ მოურჩენია და  მწვრთნელებმა არ გარისკეს – კარში მხოლოდ ნაკრების დებიუტანტი, ანა ვარდიშვილი იდგა. კიდევ რამდენიმე ხელბურთელს სეზონის დიდი ნაწილი ასევე ტრავმების გამო გაუცდა და ახლაღა შედის ფორმაში, ამიტომაც, ოფიციალური მატჩების წინ მწვრთნელებმა ყოველგვარი რისკი გამორიცხეს და გუნდი კონტაქტურ თამაშს ერიდებოდა.

საქართველო ნაკრები უკვე დაბანაკდა წყალტუბოში, სადაც 18 და 19 მარტს საკვალიფიკაციო ტურნირის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება – ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა და საქართველო. ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო ნაკრები გადის.

16 მარტი, ტრაბზონი, ამხანაგური მატჩი. 17წ, გოგონები

თურქეთისაქართველო 42-21 (199)

თურ: არსლანი 11, უიანი 7, ოზქანი 7, ბოზდოგანი 5, ბინმითი 3, დემირი 3, უზუნი 3, კალიონჯუოღლუ 2, ოზთურქი 1

საქ: ვარდიშვილი – გადელია 12, გაბისონია 4, ჩოხელი 4, თეთრაშვილი 1, ღვალაძე, ვენეცკი, ყველაშვილი, ბერიძე, ქიტესაშვილი, ჩოგოვაძე, მიხელიძე, კუნელაშვილი, მორჩაძე

მსაჯები: ბაინამი, აიდემირი

15 მარტი, თურქეთისაქართველო 27-17

თურ: – არსლანი 11, ბოზდოგანი 6, უიანი 5, ტეზქორქმაზი 1, ბინმიში 1, ჩეთინი 1, აქალინი 1, ე. არსლანი 1 – მწვ. ოზქანი

საქ: ვარდიშვილი (ჯავახია, ყაველაშვილი) – გაბისონია 5, ღვალაძე 4, ჩოხელი 3, გადელია 2, ვენეცკი 1, ყველაშვილი 1, ბერიძე 1, ქიტესაშვილი, ჩოგოვაძე, მიხელიძე, კუნელაშვილი, მორჩაძე, თეთრაშვილი – მწვ. ერაძე, გვაზავა

ევროპის გოგონათა (17) ჩემპიონატის კვალიფიკაცია.

ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი

20 მარტი

16:00 ნორვეგია-ჰოლანდია

18:00 ლიტვა-საქართველო

21 მარტი

16:00 ნორვეგია-ლიტვა

18:00ჰოლანდია-საქართველო

22 მარტი

14:00 ჰოლანდია-ლიტვა

16:00 საქართველო-ნორვეგია

Leave a Reply