სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

იმ გუნდიდან, რომელმაც 2015 წელს თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, შემდეგ კი აქვე, ევროპისა და მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატები ითამაშა ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე ხელბურთელი მოხვდა. მათგანი პირველი იყო ირაკლი კბილაშვილი, რომელსაც 2015 წელსვე, 5 ნოემბერს ჰქონდა დებიუტი ეროვნულ გუნდში. მაშინ ჯერ 17 წლის იყო. 

— თელ ავივში გვქონდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და პირველ მატჩში მასპინძლებს ვხვდებოდით. პირველივე წუთებზე ორი მოთამაშე გაგვიძევეს და შეტევაში ოთხნი დავრჩით. არ მახსოვს, გაძევების დროს მოედანზე ვიყავი თუ მაშინდელმა მწვრთნელმა, ლევან გელაშვილმა სპეციალურად უმცირესობაში სათამაშოდ შემიშვა მოედანზე. მარცხენა კუთხეში ვიდექი, ბერთი რომ მივიღე, მეტოქე უცებ შეტევას არ ელოდა, ეგონათ, დროს გავიყვანდით, მაგრამ ორი მეტოქე ჩამოვიცილე და გოლი გავიტანე. თელ ავივში ვეთამაშეთ პორტუგალიას და ესტონეთსაც, შემდეგ ციკლში კი, უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, ორჯერ მომიწია ლუქსემბურგთან თამაში. ჯამში 4 თამაშში 7 გოლი დამიგროვდა. 

— და ხელბურთში როგორ მოხვდი?

— ბაღდათში ვარ დაბადებული, თუმცა ხელბურთზე სიარული რომ დავიწყე, უკვე ქუთაისში ვცხოვრობდით. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე და „ქუთაისის“ ახლანდელი მწვრთნელი, ალესანდრე ბოყოჩაძე ჩემი მამიდაშვილია, თუმცა ხელბურთი მისი ხათრით არ ამირჩევია, მე თვითონ მომეწონა ეს სახეობა. ხელბურთამდე ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა კარგად ვერ ვთამაშობდი, რაღაც არ გამომდიოდა. შეიძლება ბავშვი რომ ვიყავი იმის ბრალი იყო და მერე უფრო გავხსნილიყავი, მაგრამ ამასობაში ხელბურთზე გადავერთე. 

— სულ 20 წლის ხარ, მაგრამ საქართველოსა თუ უცხოეთში არცთუ ცოტა გუნდის გამოცვლა მოასწარი… 

— დიახ. დავიწყე ქუთაისში. შემდეგ ორი წლით თბილისში გამომიყვანეს საცხოვრებლად - ჭაბუკთა ნაკრები ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებოდა და ნაკრების ინტერესებისთვის ორი სეზონი ვითამაშე ქარიშხალაში. აქ ჩემპიონები გავხდით მერე კი ქუთაისის გუნდში დავბრუნდი, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ ჯერ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში, მერე კი უმაღლეს ლიგაში.

მერე იყო ჭაბუკთა ოლიმპიური ფესტივალი 2015 წლის ივლისში. აქ ევროპის შვიდი უძლიერესი ნაკრები თამაშობდა და მოგების შანსი მხოლოდ შვეიცარიასთან გვქონდა. დანანებით მახსენდება 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში სადაც პირველი მატჩი მოვუგეთ ალჟირს და ბოლო ტურში ჩილესთანაც რომ მოგვეგო, მერვედფინალში გავდიოდით, მაგრამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი გვქონდა და ვერ გავუძელით.

საკლუბო კარიერას რომ დავუბრუნდეთ, ერთი სეზონი საბერძნეთის „ეგეოს სერიფატოში“ მოვსინჯე ძალა, იქიდან კვლავ ქუთაისში დავბრუნდი. შარშან ძალიან ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან და საოცრად დრამატული მატჩი, დამატებითი დროისა და შვიდმეტრიანის სერიის შემდეგ წავაგეთ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“.  ამ სეზონი დასაწყისში წავედი „ოდესაში“ და დღეს იქ ვთამაშობ, უკრაინის სუპერლიგაში.

— და უკრაინის ჩემპიონატში რა გაქვთ მიზნად დასახული?

— უკრაინის სუპერლიგაში 9 გუნდია. პირველ სამ ადგილზე ქალაქ ზაპოროჟიეს გუნდებია: „მოტორი“, ZTR და ZNTU-ZAS. მათ მოსდევს ასევე ძლიერი გუნდი დონეცკის „დონბასი“, რომელიც ასევე ზაპოროჟიეში თამაშობს, მოგეხსენებათ - რა მიზეზითაც. ჩვენ კი გვინდა მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გავიდეთ, რისი წყალობითაც ევროტურნირებზე მოვხვდებით. ამ მომენტში მეექვსე ადგილზე ვართ. მე ჩემ პოზიციაზე, გამთამაშებლად ვთამაშობ და 51 გოლის გატანა მოვახერხე.  უახლოესი მატჩი გვაქვს 11 იანვარს, ლვოვში, მაგრამ მაგ დროს მე მალტაში ვიქნები ნაკრებთან. 16 და 20 იანვარს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს ოდესაში - ბურევესტნიკთან და  კიევთან.

— უკრაინაში კარგად ხარ მოწყობილი?

— კონტრაქტი ივნისის ბოლომდე მაქვს, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ გაგრძელედება ჩემი კარიერა.

— უკრაინაში ზაპოროჟიეს „მოტორი“ გამორჩეული გუნდია და მუდმივად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. რამე რომ იყოს, შეძლებ მანდ თამაშს?

— ვერა. ჯერ ვერა. ჩემთვის უკეთესი ვარიანტია ზაპოროჟიეს ორ სხვა გუნდში ან დონბასში თუ მოვხვდები. „მოტორში“ სკამზე მომიწევს ჯდომა და იმ სამ გუნდში თავისუფლად ვითამაშებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოცემული დროისთვის შესაფერის გუნდში იყო. ჯერ ოდესაში ვარ და კმაყოფილი ვარ ამ გუნდში თამაშით. 

ისე, უკრაინის ჩემპიონატის თამაშებს ხალხი ესწრება, გულშემატკივრის ნაკლებობას არ განვიცდით. ძალიან დიდი დარბაზები არ არის, მაგრამ რაც არის, მუდმივად შევსებულია.

— „ოდესა“ მუნიციპალური გუნდია თუ კერძო სპონსორი აფინანსებს? 

— სპონსორი. ჩვენს კლუბს ქალთა გუნდი არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს ბავშვების გუნდი, რომელიც ასაკობრივ ჩემპიონატში გამოდის და მეორე გუნდი რომელიც სუპერლიგის ქვედა დონეზე ანუ პირველ ლიგაში თამაშობს.

— ოდესაში რა ენაზე გიწევს ხალხთან ურთიერთობა?

— ზოგადად უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში მის ბევრ ქალაქში, უკრაინულად ლაპარაკობენ, მაგრამ ოდესაში გავრცელებული ენა რუსულია. მეც კარგი პრაქტიკა გავიარე, ენა კარგად ვისწავლე და ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს.

— საქართველოში, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული ყველგან გითამაშია, მათ შორის მთავარ გუნდშიც. რას იტყვი, ევრო 2022-ის მოახლოებული შესარჩევ ეტაპზე რა შანსი გვაქვს? 

— ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და უნდა მოვიგოთ. მე ყველა ღონეს ვიხმარ გუნდს რომ დავეხმარო, თუმცა, გამთამაშებლად ნაკრებში ირაკლი ჩიქოვანია და ამ პოზიციაზე თამაში ალბათ ცოტა ხნით თუ მომიწევს. ამის გარდა, შემიძლია მარცხენა ინსაიდად, მარჯვენა შუამარბადაც და ნაკრებში მარცხენა კუთხეშიც მითამაშია. სადაც არ უნდა მათამაშონ და რამდენი დროც არ უნდა დამითმონ, მზად ვარ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო.

ირაკლი კბილაშვილი: დაიბადა 1998 წლის 2 ოქტომბერს, ბაღდათში. ხელბურთის თამაში დაიწყო 2011 წელს. კარიერა: ქუთაისი (2011-12), ქარიშხალა (2012-14) - ქუთაისი (2014-16, საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი) - ეგეოს სერიფატო (საბერძნეთი, 2016-17) - ქუთაისი (2017-18, საქართველოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი) - ოდესა (უკრაინა, 2018-19) - ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2015 წლიდან - 4 მატჩი, 7 გოლი

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: