სიახლეების კალენდარი

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

21 წლის გიორგი დიხამინჯიამ უკვე მოასწრო ნახევარი სეზონის თამაში დანიის სუპერლიგაში, მაკედონიაში გადასვლის შემდეგ კი ორჯერ გახდა იქაური ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე - მეორე და მეთოთხმეტე ტურების შემდეგ. იქამდე იყო თბილისის პეგასი, ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების სრული კურსი და ეროვნული ნაკრებიც - სადაც გიორგი 2016 წლიდან თამაშობს. მალტაში, 11-13 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს დიხამინჯია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილ მოთამაშედ ხვდება.  

— გიორგი, ხელბურთის თამაში როდის დაიწყე?

— თხუთმეტის წლის ასაკში. მანამდე ყველაფერზე დავდიოდი: ფეხბურთზე, ცურვაზე, ცეკვაზე, სამხატვრო სასწავლებელიც მაქვს დამთავრებული…

— სამხატვრო?

— დიახ, აფხაზეთის სამხატვრო სკოლა იყო რუსთაველზე, შვიდწლიანი. ხატებს ვწერდი. მე ხომ წარმოშობით სოხუმიდან ვარ. დედა და მამა იქ ცხოვრობდნენ, ახალ რაიონში, მე კი თბილისში ვარ დაბადებული. ხელბურთზე რომ შევედი, პარალელურად ფეხბურთზეც დავდიოდი. ხელბურთის ვარჯიშიდან ფეხბურთის ვარჯიშზე გავრბოდი. ბოლოს დადგა მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა და მაშინ გადავწყვიტე, რომ ხელბურთს გავყოლოდი.

— ასეთი არჩევანისკენ რამ გიბიძგა?

— თემქაზე ვცხოვრობდი, სადაც ჩემი მეზობელია ხელბურთელი გიორგი წივწივაძე, რომელიც ჩვენს ოჯახთან დიდი ხანია ახლობლობს. ხელბურთზე სწორედ მან მიმიყვანა.  როდესაც შემატყო, რომ სპორტული ბავშვი და თანაც ცაცია ვიყავი, კლუბ „თბილისში“ გამყვა. თავიდან წარმოდგენაც არ მქონდა რა იყო ხელბურთი. მაშინ „თბილისს“ პატარების გუნდი ჰყავდა, სადაც ის ბავშვები ვარჯიშობდნენ, რომლებიც დღეს „პეგასში“ გამოდიან. ორი კვირა მათთან ვვარჯიშობდი პირველი ნაბიჯები რომ გადამედგა და სახეობას გავცნობოდი, მაგრამ არ დაგიმალავთ — არ მომეწონა. სექციიდან წამოვედი და სამი წელიწადი ხელბურთისკენ აღარც გამიხედავს, მაგრამ მერე ფეხი მოვიტეხე. სწორედ მაშინ ვნახე ფეისბუქზე პოსტი ხელბურთის შესახებ და გამახსენდა, რომ ასეთი სახეობა არსებობს. პოსტის ავტორი, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი კირილე ცუხიშვილიც ვიცანი. მივწერე, კიდევ თუ ვარჯიშობთ წამოგყვები, მეთქი. მოკლედ, ასე მივედი „არენაზე“, „პეგასში“ და დავრჩი კიდეც ხელბურთში.

პეგასი სრულიად ახალგაზრდული, შეიძლება ითქვას, ჭაბუკთა გუნდია, რომელიც უმაღლეს ლიგაში თანდათან აუმჯობესებდა შედეგებს და ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდიც იყო, შეიძლება ითქვას. ბოლო ორი სეზონი უკვე რეალურად ვიბრძოდით ფინალური ოთხეულში გასასვლელად და შარშან მივაღწიეთ კიდეც მიზანს, ხოლო 2018 წელს პირველი ტიტულიც მოვიგეთ უფროსებში - საქართველოს თასი. თუმცა, ამ ბოლო ორ წარმატებას გუნდმა მაშინ მიაღწია, როდესაც მე და გიორგი ცხოვრებაძე უკვე უცხოეთში ვიყავით წასულები. 

— 2017 წელს მედეა ჩოხელთან ერთად მოხვდი დანიაში, ხელბურთის აკადემიაში. ცოტა ხანს „მიდტიულანდში“ ითამაშე და საკმაოდ სერიოზულ დონეზე გოლებითაც გამოიჩინე თავი, ბოლოს კი დონე ბოშკოვსკიმ მაკედონიის „სტრუგაში“ წაგიყვანა. რა ხდება „სტრუგაში“, ამპლუა შეგიცვალეს? გარემარბად აღარ გათამაშებენ? 

— აქ, ჩემი ძირითადი ამპლუა ინსაიდია, მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება კუთხეშიც ვთამაშობ. აი, მაგალითად, ბოლო შეხვედრაში ფლანგზე ვიყავი.

— დაცვაში სად დგები?

— დაცვაში მეორე კაცი ვარ.

— ამასწინათ რამდენიმე თამაში რომ გამოტოვე, რა გჭირდა? 

— ჯერ აქილევსის მყესი მაწუხებდა. იყო საშიშროება, რომ გამიწყდებოდა, შემდეგ კი მუხლმაც მიმტყუნა. სხვათაშორის, ბოლოს, როდესაც თბილ დარბაზში ვივარჯიშე, საერთოდ არაფერს შევუწუხებივარ.

— როგორ თუ თბილ დარბაზში?

— მაკედონიაში ხომ დარბაზებს ვერ ათბობენ, ყინავს და ეს პრობლემებს გვიქმნის. გათბობა მარტო სკოპიეშია.

— ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დანიის შემდეგ მაკედონიის ლიგამ შენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

— დანიაში ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება ყველაფერში იგრძნობა: ტემპში, ფიზიკურ მომზადებაში, მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობაში… „მიდტიულანდში“ მაღალი დონის ვარსკვლავების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. იქ იყო თამაშები, სადაც მოწინააღმდეგის კარისკენ გახედვაც კი ჭირდა. არ ჩანდა უბრალოდ.

— „მიდტიულანდში“ სულ გარემარბი იყავი?

— დიახ, მუდმივად „კუთხეზე“ ვიწყებდი, მაგრამ მეორე ტაიმში, ხანდახან კი პირველი ნახევრის შუაშიც, ინსაიდზე გადავყავდით.

— გიორგი, სათამაშო დონე სად უფრო აიმაღლე, დანიაში თუ მაკედონიაში? 

— სამწუხაროდ, დანიაში დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან კლუბს პრობლემები ჰქონდა და გაუქმდა. შესაბამისად, ვარჯიშებიც არ გვიტარდებოდა საკმარისი რაოდენობით.

— ხელფასს გიხდიდნენ?

— არა, იმ გუნდში ხელფასი არავის ჰქონდა. კლუბი ფაქტიურად უკვე გაკოტრებული იყო, ვისაც პროფესიული კონტრაქტი ჰქონდა ყველა სხვაგან გადავიდა და დავრჩით ისინი, ვისაც სამოყვარული ხელშეკრულება დაგვიდეს. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ „მიდტიულანდი“ ოფიციალურად დაიშალა.

— როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრებში რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში?

— სადაც დამაყენებენ, იქ ვითამაშებ. მე ორივე პოზიციისთვის მზად ვარ. ნაკრებში ცაციების პრობლემა არ გვექნება. ვართ რევაზ ჭანტურია, რატი მსხვილიძე, გიორგი ცხოვრებაძე, ირაკლი გოგოლაძე და მე...

— და მაინც, თავად რომელი ამპლუა გირჩევნია?

— საერთოდ, კუთხეში უფრო სიამოვნებით ვთამაშობ.

— რატომ? შენი აზრით ინსაიდობისთვის სიმაღლე გაკლია?

— არა, 190 სმ ცოტა არაა. უბრალოდ გარემარბის ამპლუაში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. ნაკრებში ინსაიდად ჯერ არც კი მითამაშია, თუმცა, მზად ვარ. სწრაფ გარღვევაში გაქცევა დაცვაში მეორე კაცის პოზიციიდანაც შეიძლება და ხანდახან უფრო ადვილიც არის.

— ნაკრებში პირველად როდის ითამაშე? 

— 2016 წელს, თელ ავივში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

— მაშინ მოედანზე დიდი ხანი არც გაგიტარებია …

— დიახ. სულ ხუთი-ათი წუთი ვთამაშობდი ხოლმე და ვერც გოლი გავიტანე. შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია იტალიისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ, მსოფლიოს შესარჩევი შარშან, ლიტვაში და თბილისის საერთაშორისო ტურნირი, სადაც იტალიას და ფინეთს მოვუგეთ. თანდათან უფრო მეტ დროს ვიღებდი. შარშან რეზო ჭანტურია და მე ფაქტობრივად ნახევარ-ნახევარს ვთამაშობდით.

— როგორ ფიქრობ, მალტის შესარჩევ ტურნირზე რას ვიზამთ? მოწინააღმდეგეების (კვვიპროსის, მალტისა და აზერბაიჯანის) თამაში გინახავს?

— მალტის თამაში ბულგარეთში, ჩელენჯ ტროფიზე ვნახე. იმ ტურნირზე კვიპროსიც იყო, მაგრამ მის თამაშს არ დავსწრებივარ და ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ჩვენს შესარჩევ ეტაპს, ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. კარგი შანსი გვაქვს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

გიორგი დიხამინჯია: დაიბადა 1997 წლის 21 ივნისს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2012 წელს. კარიერა: პეგასი (2013-17) - მიდტიულანდი (დანია, 2018) - სტრუგა (მაკედონია, 2018-19), ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2016 წლიდან.

ხელბურთიევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

ჯგუფილუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

ჯგუფიმალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტა

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: