w17nakrebi

თბილისში W17 ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი იწყება

6 აგვისტოდან თბილისში 17 წლის ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი იწყება!

გათამაშებაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: საქართველო, ნიდერლანდები, საბერძნეთი, უკრაინა, ლუქსემბურგი.

B ჯგუფი: სერბეთი, იტალია, ისრაელი, ესტონეთი, ფარერის კუნძულები.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ მატჩს 6 აგვისტოს 17:00 საათზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დანარჩენი შეხვედრების განრიგი ასეთია:

9 აგვისტო (14:30 სთ.) – 🇬🇪 საქ vs უკრ 🇺🇦

10 აგვისტო (17:00 სთ) – 🇬🇪 საქ vs ნიდ 🇳🇱

12 აგვისტო (14:00 სთ) – 🇬🇪 საქ vs საბ 🇬🇷

13 აგვსიტო – საპლეიოფო მატჩები

15 აგვისტო – ფინალური მატჩები

ტურნირის შეხვედრები თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზებში გაიმართება